ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულია ჰარვარდის ბიზნესსკოლაში დაბრუნდა იმისთვის, რომ MBA გააკეთოს. ეს არის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც ქართველი კალათბურთელი პრესტიჟულ სასწავლებელში გაივლის. კალათბურთელმა ფოტო „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და რასაკვირველია, უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა. როგორც ჩანს, კალათბურთში მოღვაწეობის შემდგომ ის ბიზნესში აპირებს უფრო ფართოდ ჩართვას. (ფოტო)

სანამ ზაზა ფაჩულია ისრაელში საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლისთვის იღწვის, მის დიდ ოჯახში მატებაა. ცნობილი კალათბურთელის მეუღლემ, თიკა ალავიძემ ახლახან იმშობიარა. წყვილს მეოთხე შვილი შეეძინა, გოგონა, რომელსაც ნუცა დაარქვეს. პატარა გოგონას წონა 4 კგ. და 100 გრ.-ია. სამწუხაროდ, ზაზა მეოთხე შვილის გაჩენას ვერ დაესწრო, რადგან პროფესიულ საქმიანობაშია ჩართული. თიკა საქართველოშიც ვერ ჩამოჰყვა მეუღლეს, როდესაც […]

ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ერთ-ერთი ლიდერი კლეი ტომპსონი ზაფხულის ცხელ დღეებს, ცნობილ ამერიკელ მოდელთან, აბიგაილ რაჩფორდთან ერთად ატარებს.   ამერიკული პრესა წყვილის რომანზე დიდი ხანია საუბრობს. როგორც ჩანს, წყვილი მალე დაქორწინებასაც აპირებს.   NBA-ის ორგზის ჩემპიონი ტომპსონი გასულ სეზონში საშუალოდ 22.3 ქულას აგროვებდა და ახლა ცხოვრებით დამსახურებულად ტკბება.

ქართველი კალათბურთელი, „გოლდენ სტეიტის“ წევრი ზაზა ფაჩულია ამერიკული პრესტიჟული დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოჩნდა – ESPY Award ყოველწლიურად იმართება და ყველაზე გამოჩენილ ათლეტებს გადაეცემა. მას არხი ABC და ESPN ერთობლივად წარმოადგენენ. ზაზა წითელ ხალიჩაზე თავის მეუღლესთან, თიკა ალავიძესთან ერთად წარდგა ფოტოგრაფების წინაშე. თიკა ულამაზესად გამოიყურებოდა და რაც მთავარია, ცნობილი გახდა ახალი ამბავი, რომ წყვილი მეოთხე შვილს ელოდება. ფეხმძიმე თიკა შავ სამოსში შესანიშნავად გამოიყურებოდა. […]

„ფეისბუქ“-მომხმარებელი გია ცინაძე აქვეყნებს პოსტს ზაზა ფაჩულიას შესახებ, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ. გია წერს, რომ სპორტსმენის ოქროს დღის აღსანიშნავად არც ერთი ქართველი ჟურნალისტი არ ჩავიდა, რომ მისი ემოციები აესახა „გოლდენ სტეიტის“ „NBA“-ს ფინალში გამარჯვების შემდეგ. პოსტის ავტორი აღნიშნავს: „ვიცი, ზეიმის დროა, მაგრამ ვეღარ ვითმენ! ერთი ქართველი ჟურნალისტი არ ყოფილა არც პარკეტზე თამაშის მერე (პირველი […]

საქართველოს ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას ოჯახს „სან ანტონიოს“ გულშემატკივრები ემუქრებიან. "Sports.yahoo.com-ის" ცნობით, NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში, „სან ანტონიოს“ ლიდერმა კავაი ლეონარდიმ, ტერფის ტრავმა სწორედ ფაჩულიასთან ორთაბრძოლის დროს მიიღო, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა ქართველი კალათბურთელი განზრახ უხეშ თამაშში დაადანაშაულა. ამ გუნდის გულშემატკივარმა კი ფაჩულიას მუქარის წერილები გაუგზავნა, რის გამოც სან-ფრანცისკოს იმ სკოლაში, სადაც ზაზას შვილები სწავლობენ, სპეციალური დაცვის დაქირავება გახდა საჭირო.

ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძის წყვილი, მეოთხე შვილს ელოდება. მართალია ისინი, ამ ამბავს ამ დრომდე საიდუმლოდ ტოვებდა, მაგრამ თიკამ დღეს ინსტაგრამის სთორებში ვიდეო დადო, სადაც მუცელი აშკარად ეტყობა.

ზაზა ფაჩულიას ოჯახის მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა თავად პრესასთან აქტიურად არც ის კონტაქტობს და არც მისი მეუღლე თიკა ალავიძე. თიკას და ზაზას სამაგალითო ოჯახი აქვთ, როგორც გაირკვა თიკას დედამთილთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. მარინა კოდუა გუშინ ნანუკას შოუს სტუმარი იყო, სადაც ზაზას და თიკას ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. როგორც მარინა კოდუამ განაცხადა, მას და თიკას მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ცალცალკე ცხოვრება, ჰარმონიულ ურთიერთობაში რძალ-დედამთილს ძალიან ეხმარება. “როდესაც ამერიკაში ჩავდივარ, შოპინგზე თიკასთან ერთად დავდივარ. ახალგაზრდულ სამოსს მირჩევს და ცდილობს ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე“ - განაცხადა მარინა კოდუამ.

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში, ზაზა ფაჩულიას ვაჟი, საბა ფაჩულია მოექცა. ცნობილმა პორტალმა bleacherreport.com-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც საბა ფაჩულიას ვიდეო დაურთო. 7 წლის საბა, სკოლაში კალათბურთს ხშირად თამაშობს და თავის გუნდში გამორჩეულიცაა. როგორც ჟურნალისტი წერს, უმცროსმა ფაჩულიამ სტეფ კარის თვისებები გამოავლინა.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook