ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის საღამო გაიმართა, სადაც სცენები ოპერებიდან „ბედის ძალა“ და „ტოსკა“ შესრულდა. ცნობილ მომღერალს პარტნიორობას იანო ალიბეგაშვილი და ბადრი მაისურაძე, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი, ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებული, არმაზ დარაშვილი, სტაჟიორი, გიორგი ჭელიძე და ოპერის გუნდის მსახიობი, იური ასლანიშვილი უწევდნენ. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ოპერის გუნდი და ორკესტრი, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.

თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი იწყება, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი, პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილია. ღონისძიება ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 21 ივნისს აიღებს სტარტს და 2 ივლისს დაიხურება. ფესტივალის დაფუძნების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ჰოლანდიის ელჩი საქართველოში, იოს დაუმა და ნინო ანანიაშვილი გაუძღვნენ. თბილისის საბალეტო ფესტივალი კრეინის "ლაურენსიას" პრემიით გაიხსნება.

ორი ავტორის ფესტივალის, რომელიც დიმიტრი შოსტაკოვიჩისა და გია ყანჩელის შემოქმედებას ეძღვნება, დასკვნითი საღამო, ოპერის თეატრში გაიმართა. ევგენი მიქელაძის სახელობის, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრისა და ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ფესტივალი "alla KONTRAPUNKT" 9 მაისს გაიხნსა და მასში მონაწილეობა, არაერთმა საერთაშორისო აღიერების მუსიკოსმა მიიღო. მათ შორის იყვნენ: მარიამ მეეროვიჩი, ბორის ანდრიანოვი და სერგეი ნააკრიაკოვი.

ბავშვობიდან სულ გადაღებებსა და რეპეტიცებზე უწევდა ყოფნა. მამის დამსახურებაა, რომ დღეს ნინო სურგულაძე, მსოფლიო საოპერო სცენებზე დგას. ხშირად ასმენინებდნენ საყვარელი მომღერლების - ბენიამინო ჯილისა და მარიო ლანცას ფირფიტებს. დღეს გარდა აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობისა, მომღერალი მშობლიურ ქვეყანაში საქველმოქმედო საღამოებს ხშირად მართავს. პირველ მაისს, 21:00 საათზე საქართველოს ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე“ მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით რიგით მე-7 კონცერტს წარმოგიდგენთ. ნინო სურგულაძე რადიო ფორტუნაში, თათა სადრაძის გადაცემა "არტ Fm-ში“ იმყოფებოდა, სადაც ვეცადეთ დაანონსებული კონცერტის შესახებ, დაწვრილებით გაგვეგო.

სპექტაკლში კარმენის პარტიას, მსოფლიო მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი ასრულებს. ანიტაზე არაერთხეულ უთქვამთ, რომ მაცდუნებელი ბოშა ქალის პარტია, ჟორჟ ბიზემ სწორედ მისთვის დაწერა. მსოფლიოს საოპერო საზოგადოებამ, ანიტა რაჭველიშვილი არაერთხელ აღიარა კარმენის საუკეთესო შემსრულებლად. მეცო-სოპრანომ კარმენი მშობლიურ სცენაზე, პირველად შეასრულა და მის პედაგოგს მანანა ეგაძეს მიუძღვნა.

მედიის მიერ სენსაციად აღიარებული ქართველი სოპრანო, ნინო მაჩაიძე თბილისშია. 13 მარტს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებული საღამო გაიმართა. ევგენი მიქელაძის სახელობის, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სცენაზე, განუმეორებელი ნინო მაჩაიძე იდგა, რომელმაც თავისი უნიკალური სტილითა და შესრულების ტექნიკით, დარბაზი კვლავ გააოცა. ოპერის ყველაზე ლამაზ მომღერალთა ათეულში შესული ქართველი სოპრანო, ამჯერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ეხმარება.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, იტალიელი რეჟისორის, ფრანკო ძეფირელის "აიდას“ პრემიერა შედგა. თბილისურ პრემიერას თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა დირიჟორმა, მსოფლიოში ვერდის საუკეთესო ინტერპრეტატორად აღიარებულმა მაესტრომ, დანიელ ორენმა უდირიჟორა. ჯუზეპე ვერდის ოპერა, იტალიელმა რეჟისორმა, 2001 წელს კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქ ბუსეტოში დადგა. ქართველმა მაყურებელმა "აიდა“ თბილისში, პირველად 1877 წელს იხილა. სპექტაკლი თბილისის ოპერის სცენაზე, ფრანკო ძეფირელის მუდმივმა ასისტენტმა, სტეფანო ტრესპიდიმ გადმოიტანა. საპრემიერო ჩვენებაზე ოპერის ხელმძღვანელობამ, უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლები მოიწვია.

1869 წელს, როცა ჩრდილოეთით, მენდელეევი თავისი აღმოჩენით გაცისკროვნებული დაიარებოდა, სამხრეთით, ეგვიპტელები ხმელთაშუა და წითელი ზღვების სუეცის არხით დაკავშირებას ზეიმობდნენ, ქვეყნის მთავრობამ სახელოვან ჯუზეპე ვერდის, ამ დიდი მოვლენის შესახებ სახოტბო მუსიკის შექმნა სთხოვა. უკვე ხანშიშესული კომპოზიტორი უარზე იდგა, მაგრამ ის დაითანხმეს და 1870 წლიდან თავის საქმეს შეუდგა. “აიდა" ვერდის ოპერაა, რომელიც 1871 წლის 24 დეკემბერს, ეგვიპტის დედაქალაქში, ხედივალის საოპერო თეატრში დაიდგა. ოპერა იმდენად წარმატებული გამოვიდა, რომ მსოფლიო პრემიერიდან ათი წლის განმავლობაში მსოფლიოს 155 თეატრში იხილა მაყურებელმა. 4 მარტიდან კი ფნაკო ძეფირელის მიერ დადგმული ვერდის ოპერა "აიდა" თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შესრულდება.

ახალგაზრდები კლასიკური ხელოვნებით ნაკლებად ინტერესდებიან. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“ განახლდა. პროექტი ოპერის თეატრის წითელ დარბაზში, კულტურის მინისტრმა, ოპერის და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბადრი მაისურაძემ, საბალეტო დასის ხელმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა და პარლამენტარმა, მარიამ ჯაშმა წარადგინეს.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook