Young Georgian Lolitaz

13 იანვარს, 10:30 საათზე, ახალ საკონცერტო სივრცეში „რესპუბლიკა“ ღონისძიებათა სერია „სუხიშვილების“ კონცერტით გაგრძელდება. ანსამბლი ახალი პროექტით წარდგება მაყურებლის წინაშე – პროექტით „ცეკვა ქართული“. „სუხიშვილებთან“ ერთად სცენაზე ასევე გამოვა ნიკა კოჩაროვი ჯგუფ Young Georgian Lolitaz-თან ერთად, ისინი ანსამბლის წევრებს მუსიკალური იმპროვიზაციით შეუერთდებიან. საღამო დასრულდება დიჯეი სეტით N!koloz / Liza Rivs-სგან.

“აეროპორტში არავინ არ დაგვხვდა“ - ასე სარკაზმნარევად იხუმრა ნიკა კოჩაროვმა ევროვიზიიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გამთენიის 6 საათზე თავს ჟურნალისტების ხროვა არ დასხმიათ, ევროფესტივალზე, მე-20 პოზიციაზე გასვლის შემდეგ, კოჩაროვსა და Young Georgian Lolitaz-ს შესახებ ბევრს ბჭობენ. ბევრი აბობს, რომ ჯგუფისგან განსხვავებით, სიმღერა დიდად არ მოეწონათ, თუმცა კიდევ უფრო მეტი თვლის, რომ ბენდით დაინტერესების მიზეზი სწორედ განსხვავებული ფორმატის ნამუშევარი გახდა.

2016 ევროვიზიის ქართველი მონაწილეები, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz, ეს ეს არის დაბრუნდნენ სტოქჰოლმიდან და უკვე კონცერტს აანონსებენ, რომელიც 20 მაისს, 21:00 საათზე, კლუბ "ლოლიტაში" გაიმართება.

2016 წლის ევროვიზიის კონკურსის ქართველი მონაწილეები საქართველოში გუშინ დაბრუნდნენ. ნიკა კოჩაროვი გუშინ პირველი არხის გადაცემაში, "ღამის კომუნიკატორში" იყო მიწვეული და პირველი კომენტარი გააკეთა.

12 მაისს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალური შოუ გაიმართა, რომელშიც ევროპის 18-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველომ. ქართველი კონკურსანტები, ნიკა კოჩაროვი & ჯგუფი Young Georgian Lolitaz ევროფესივალის მილიარდობით მაყურებლის წინაშე მე-16 ნომრად წარსდგნენ, სიმღერით Midnight Gold.

ქართველი მონაწილეები ევროვიზიის ფინალში - ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz მეორე ფინალურ ტურში 10 საუკეთესო მონაწილეს შორის არიან. ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz-მა მე-16 ნომრად სიმღერა “Midnight Gold“ შეასრულა. ასევე გუშინ, პრესკონფერენციის დროს გახდა ცნობილი, რომ ფინალში ქართველი მონაწილეები 23-ე ნომრად წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.

რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველო 2016 წლის ევროვიზიის ფინალში გადავიდა. ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz-მა მე-16 ნომრად სიმღერა ''Midnight Gold'' შეასრულა.

გუშინ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალი გაიმართა. შედეგად, 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 გადავიდა. ფინალში გადასული ქვეყნების სია ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი, რუსეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი, სომხეთი, ხორვატია, კვიპროსი, ავსტრია, ჩეხეთი, მალტა.

Midnight Gold - ეს იმ სიმღერის სახელწოდებაა, რომელმაც წელს საქართველო უნდა ასახელოს, ან 20-ეულში მორიგი საპატიო ადგილი მოუტანოს. რიგით 61-ე ევროვიზიაზე წელს ჩვენს ქვეყანას ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი - Young Georgian Lolitaz წარადგენს. ისინი ევროფესტივალის ნახევარფინალზე 12 მაისს წარდგებიან, მანამდე კი შვედეთში საქართველოს საელჩო ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად მიღებას გამართავს. ჯგუფი შვედეთში უკვე გაემგზავრა.

TOP სიახლეები

ნატალია ქუთათელაძე: „ერთი წელია, რაც გავთხოვდი და ჩემი ქმარი სულ გზაშია…“

ნატალია ქუთათელაძემ ჯულიარდის ცნობილი სასწავლებელი დაამთავრა და აშშ-დან გერმანიაში გადავიდა, სადაც ბავარიის ცნობილი ოპერის თეატრში მიიწვიეს. მას იქ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს. ნატალია უკვე ერთი წელიწადია, გათხოვილია, მისი მეუღლე აჩიკო ჯაფარიძეა, რომელიც მეორე ნახევარს ხელს უწყობს და მასთან ხშირად ჩადის მიუნხენში. ნატალიამ ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან: გერმანიაში ვისთან ერთად ცხოვრობ? ნატალია ქუთათელაძე: […]

ნანიკო ხაზარაძე:„ხელფასამდე ორი კვირით ადრე საფულე ცარიელია!..“

ნანიკო ხაზარაძე წერს, რომ ხელფასამდე ორი კვირით ადრე თანხა აღარ რჩება ხოლმე ანგარიშზე. ტელეწამყვანმა შესაბამისი სტატუსი ახლახან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში: „ეს არ ეხება მათ ვინც არ მუშაობთ ❤ და ბევრნი ხართ ასეთი ❤ იგივე ხელფასი მაქვს, რაც მქონდა. ცხოვრების ხარისხი არ გამიუმჯობესებია და ხელფასამდე 2 კვიროთ ადრე საფულე ცარიელია…“ მის სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხი წერს, რომ ცხოვრება […]

სალონი „თენთენი“ ბიზი ვუმენებს სპეციალურ სივრცეს სთავაზობს

ქართულ ბაზარზე ბელგიური ბრენდი "თენთენი" გამოჩნდა, სადაც ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა აქვს, ფრჩხილის მოვლის სრულყოფილი სპა პროცედურები ჩაიტაროს, როგორც მანიკური, ასევე პედიკური.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook