წარმატებული ქალი პოდიუმზე

Tamarrela არის ბრენდი დახვეწილი, შემდგარი და წარმატებული ქალბატონებისთვის, რომელთაც უყვართ მოდა და ხარისხი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი - ხშირად გვესმის და ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი, რას გულისხმობს, რას მოიცავს? სხვა საკითხია, ვინ როგორ მისდევს მას. ან კი როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა, თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?! ჟურნალი hello ამ მნიშვნელოვან თემას თავის ახალ ნომერს უძღვნის, სადაც მკითხველისთვის სასარგებლო რჩევების კორიანტელი იქნება თავმოყრილი. სწორედ ამიტომ, წარმატებული ქართველი ქალბატონებისთვის ივენთი მოაწყვეს, სადაც თითოეულ მათგანს კომბინირებული პროექტი შესთავზეს.

როგორია წარმატებული ადამიანი? ის ყველგან და ყოველთვის გამორჩეულია. ამისთვის მხოლოდ ქუჩაში გასვლაც საკმარისია და თქვენ მას მასისგან იოლად გამოარჩევთ. აქ მთავარი პრიორიტეტი სულაც არ არის ავტომობილი, სამოსი თუ საბანკო ანგარიშის რაოდენობა. წარმატებული ადამიანი მისი ქვეცნობიერიდან გამომდინარე თავისთავად უკვე ჩანს. ამ ყველაფერს, აგერ უკვე მე-9 სეზონია, ლიკა ყაზბეგის ცნობილი პროექტი "წარმატებული ქალიც“ მოწმობს, რომელმაც ამ სტატუსის ქვეშ წელს მამაკაცებიც გააერთიანა და ყველას ერთად პოდიუმზე მოუყარა თავი.

არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი, ლიკა ყაზბეგი მორიგი გრანდიოზული პროექტისთვის ემზადება. ყაზბეგმა გადაწყვიტა მის მიერ, განხორციელებული პროექტები გააერთიანოს და ერთ სივრცეში წარმოადგინოს. უფრო დეტალურად ამის შესახებ, ლიკამ "მიუზიკ ბოქსს" უამბო.

თუ ვაღიარებთ, რომ 21 -ე საუკუნე ქალის ეპოქაა, ამ სიტყვების სიმართლეში ლიკა ყაზბეგის პროექტი „წარმატებული ქალებიც“ დაგარწმუნებთ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, საქრთველოში ყველაზე წარმატებულ ქალებს, პოდიუმზე გამოსასვლელად უხმობს. Music box-ის გადამღები ჯგუფი კი ლიკა ყაზბეგს წლის მთავარ ღონისძიებამდე ესტუმრა, რომელიც დიდ სამზადისშია ჩართული.

თუ ფიქრობთ, რომ პოდიუმი უბრალოდ ლამაზი სანახაობაა, ძალიან შემცდარხართ. მოდელის პროფესიაში სასურველი შედეგის მისაღწევად, ბევრი შრომაა საჭირო. ალბათ ბევრ თქვენგანს უოცნებია მოდელობაზე, მაგრამ ამაში ხელს პირველ რიგში გარეგნობა ან პარამეტები უნდა გიწყობდეთ. ეს ყველაფერი, ადვილი რომ იყოს ქალთა სქესის წარმომადგენლების 70% მოდელად გახდომას მოისურვებდა. სურვილი ერთია და რეალობა მეორე. თქვენს ოცნებას ნუ დაივიწყებთ, რადგან აგერ უკვე წლებია ლიკა ყაზბეგი პროექტს ”წარმატებული ქალი პოდიუმზე“ ატარებს.

TOP სიახლეები

Fashion Time – მამაკაცის ხაზი ავთანდილისგან და ლელა წურწუმიას დისშვილის დებიუტი პოდიუმზე

მამაკაცის ხაზი ავთანდილისგან და ლელა წურწუმიას დისშვილის დებიუტი პოდიუმზე.

გიგი დედალამაზიშვილის ამაღელვებელი სიურპრიზი ორსულ მეუღლეს (ფოტო+ვიდეო)

გიგი დედალამაზიშვილი ორსულ მეუღლეს, მარინა კარპის და ქალიშვილს, ლიზის, რომელიც სამი წლის გახდა, დაბადების დღეზე, შესანიშნავი სიურპრიზი მოუწყო. მომღერალს სამთვიანი ტურნე ჰქონდა და წესით, ამ დროს თბილისში არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელად ქალიშვილის დაბადების დღეზე გამოცხადდა და ოჯახს დიდი სიურპრიზი გაუკეთა. გიგის დედამ, ციცი ფალავანდიშვილმა გაავრცელა ფოტოები და დაწერა: „ჯერ კიდევ ემოციებში ვარ❤️❤️❤️❤️ როგორი სიურპრიზი […]

რას ურჩევს ჩაცმულობასთან დაკავშირებით მაია ასათიანსა და ნანუკა ჟორჟოლიანს მაყურებელი

„მხოლოდ ქართულის“ ჟიურის ფრაზებთან და მომღერლების გამოსვლებთან ერთად, პროექტის გარშემო კიდევ ერთი სასუბრო თემა გაჩნდა – მაია ასათიანის ღრმად დეკოლტირებული კაბა, რომელიც წამყვანმა ძალიან მოიხდინა. კაბა ნანა მელქაძის დიზაინითაა შექმნილი. ნანუკა ჟორჟოლიანმა პიჯაკი და რუშებიანი გამჭირვალე თეთრი ქვედაბოლო მოირგო. თანაწამყვანების სამოსი ზოგს მოსწონს, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ აღნიშნავენ იმას, რომ ნანუკას და მაიას ჩაცმულობები ერთმანეთს […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook