ვოისა

4 აგვისტოს, „ბლექ სი არენას“ სცენაზე, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, გაიმართა აშშ-ში მოღვაწე ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, გიორგი მიქაძის პროექტის VOISA ქართული პრემიერა, რომლის ნოვატორული დადგმა ბასა ფოცხიშვილმა და მისმა გუნდმა მოამზადეს. უნდა ითქვას, რომ ქართული ფოლკისა და თანამედროვე მუსიკალური ჟანრების სინთეზზე დაფუძნებული პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობისაა, რადგან მისი მიზანია, ახლებური კუთხით გააცნოს ქართული მუსიკა უცხოელ […]

„VOISA“-ს ავტორი აშშ-ში მოღვაწე, ბრწყინვალე პიანისტი და კომპოზიტორი, Berklee College of Music-სა და Manhattan School of Music-ის მაგისტრი, Yamaha-ს ჯაზარტისტი გიორგი მიქაძეა, რომელმაც შექმნა თანამედროვე მუსიკის უპრეცედენტო ჟღერადობის მუსიკალური პროექტი საკუთარი ამერიკული All-Star Band-ისა და ანსამბლ „ბასიანისთვის“.

პროექტი ყველა ჟანრის მუსიკის ნაზავს მოიცავს, მათ შორის ქართული ფოლკ მუსიკისაც და მისი მიზანი სწორედ ქართული ფოლკლორული მუსიკის პოპულარიზაციაა მსოფლიოს მასშტაბით. „ვოისა“ ნიუ იორკში შეიქმნა, ხოლო პროექტის პრემიერა პეკინში შედგა.

ნოვატორული პროექტი “ვოისა” გიორგი მიქაძისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ “ბასიანი”-ს მონაწილეობით, რომლებიც ქალაქ პეკინში 14 ივნისს გრანდიოზული კონცერტით წარსდგებიან. ასევე, საღამოზე მონაწილეობას ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავეთა დასი მიიღებს. ღონისძიება საქართველო-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს ეძღვნება. პროექტი “ვოისა” გრემზე მოსახვედრად ემზადება.

TOP სიახლეები

ნატალია ქუთათელაძე: „ერთი წელია, რაც გავთხოვდი და ჩემი ქმარი სულ გზაშია…“

ნატალია ქუთათელაძემ ჯულიარდის ცნობილი სასწავლებელი დაამთავრა და აშშ-დან გერმანიაში გადავიდა, სადაც ბავარიის ცნობილი ოპერის თეატრში მიიწვიეს. მას იქ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს. ნატალია უკვე ერთი წელიწადია, გათხოვილია, მისი მეუღლე აჩიკო ჯაფარიძეა, რომელიც მეორე ნახევარს ხელს უწყობს და მასთან ხშირად ჩადის მიუნხენში. ნატალიამ ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან: გერმანიაში ვისთან ერთად ცხოვრობ? ნატალია ქუთათელაძე: […]

ნანიკო ხაზარაძე:„ხელფასამდე ორი კვირით ადრე საფულე ცარიელია!..“

ნანიკო ხაზარაძე წერს, რომ ხელფასამდე ორი კვირით ადრე თანხა აღარ რჩება ხოლმე ანგარიშზე. ტელეწამყვანმა შესაბამისი სტატუსი ახლახან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში: „ეს არ ეხება მათ ვინც არ მუშაობთ ❤ და ბევრნი ხართ ასეთი ❤ იგივე ხელფასი მაქვს, რაც მქონდა. ცხოვრების ხარისხი არ გამიუმჯობესებია და ხელფასამდე 2 კვიროთ ადრე საფულე ცარიელია…“ მის სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხი წერს, რომ ცხოვრება […]

თამო ვაშალომიძის პარიზული არდადეგები (ფოტოები)

თამო ვაშალომიძე დღეებს პარიზში ატარებს და სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოს აქვეყნებს, რომლებიც ფრანგულ ღირსშესანიშნაობებთან აქვს გადაღებული. მოდელმა ასევე ვიდეოც დადო, სადაც ჩანს, როგორ მიირთმევს შესანიშნავი ხედის ფონზე შამპანურს. რასაკვირველია, თამოს ისიც არ დაავიწყდა, რომ პარიზში გადაღებული ინტიმური ფოტოებიც გაეზიარებინა მეგობრებისთვის.  

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook