ვარსკვლავის გახსნა

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მაია ბარათაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა

ცოცხალი ლეგენდის ვარსკვლავი გაიხსნა. ცერემონიას წინ 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა უძღოდა, სადაც რეჟისორმა სხვადასხვა დროს შექმნილი ნახატები წარმოადგინა, აქვე კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართა.

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა, ამჯერად ჩვენი დროის ერთ-ერთი უსაყვარლესი მომღერლის, გიო ხუციშვილის. ამ ადამიანზე ბევრის თქმა შეგვიძლია, თუმცა პირველი არის, რომ ის დიდს თუ პატარას ერთნაირად უყვარს და მისი სიმღერები ყველამ ზეპირად იცის.

16 მარტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში თემურ თათარაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ის 35 წელი იდგა პროფესიონალურ სცენაზე და რა თქმა, უნდა ამ დროის განმავლობაში უამრავი ერთგული მსმენელი შეიძინა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.

თათა სადრაძის გადაცემა არტ ფმ-ს სტუმრობდნენ, სადაც კონცერტისა და ვარსკვლავის გახსნის შესახებ ისაუბრეს. რითი იქნება ეს კონცერტი გამორჩეული და რა სიურპრიზებს უნდა ელოდოს კონცერტზე მისული მსმენელი, ამ ყველაფრის შესახებ ისინი ჩვენს სიუჟეტში საუბრობენ.

ვაჟა დურგლიშვილის პირველი წარმატებული ნაბიჯი უკავშირდება ანსამბლ „ორერას“ და მის ხელმძღვანელს, რობერტ ბარძიმაშვილს. მათ გააჟღერეს „გაზაფხულის სიმღერა”, რომლითაც ახალბედა კომპოზიტორი გაიცნო მუსიკალურმა სამყარომ.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის საღამო გაიმართა, სადაც სცენები ოპერებიდან „ბედის ძალა“ და „ტოსკა“ შესრულდა. ცნობილ მომღერალს პარტნიორობას იანო ალიბეგაშვილი და ბადრი მაისურაძე, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი, ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებული, არმაზ დარაშვილი, სტაჟიორი, გიორგი ჭელიძე და ოპერის გუნდის მსახიობი, იური ასლანიშვილი უწევდნენ. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ოპერის გუნდი და ორკესტრი, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.

დიდი ხელოვნებისკენ მიმავალი ურთულესი გზა მაესტროსთვის იოლი არ ყოფილა. მისი ნიჭის შედეგებიც და ის პოტენციაც, რომელიც ლადო ათანელს გააჩნია, მისი წარმატების გარანტია გახდა. მას არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ. მისმა მრავლწლიანმა გამოცდილებამ, მსმენელის სიყვარულმა განაპირობა, რომ 7 ივლისს ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.

TOP სიახლეები

ვიდეო: ნინი ბადურაშვილის დამ ცხვირის ოპერაცია მიშა ცაგარელის რჩევის გამო გადადო

ნინი ბადურაშვილის უმცროსი და, ქეთო თოფურიძე, რომელიც არ მალავს, რომ რინოპლასტიკა, ანუ ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული, „პრაიმშოუს“ ესტუმრა. მან მაყურებელს მოუთხრო იმის შესახებ, რომ ცხვირის ოპერაციამდე ერთი დღით ადრე მისი გადადება მიშა ცაგარელის რჩევით გადაწყვიტა. ქეთო თოფურიძე: „ძალიან საინტერესოა ჩემი ამბავი, რომელიც მიშა ცაგარელს უკავშირდება. დაბადების დღე მაქვს პირველ მაისს და დაბადების დღემდე რამდენიმე კვირით […]

ნინო ნადირაძე: „ფუფუნების, ბევრი ფულისა და ქონების მოყვარული ნაკლებად ვარ…“

ექიმი, ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე საკუთარი თვისებების შესახებ ვრცლად ჟურნალ „გზის“ კითხვებს პასუხობს. როგორც ცნობილი სახე აღნიშნავს, მთელი ცხოვრება მოგების წყურვილი ამოძრავებს: „ეს აზარტია. მოგების წყურვილი. ეს თვისებები მამოძრავებს. ძალას მმატებს. მიუხედავად იმისა, რომ პრაგმატული ადამიანი ვარ, მატერიალისტი – ნაკლებად. ფუფუნების, ბევრი ფულისა და ქონების მოყვარული ნაკლებად ვარ. აღიარების, დაფასებისა და გამარჯვების ჟინი – აი, ამ […]

ეკა კვალიაშვილი: „რუსა მორჩილაძეს უარი ვუთხარი ლელა წურწუმიას გაჰიტებული სიმღერის გადამღერებაზე…“

ეკა კვალიაშვილი რადიო „ფორტუნას“ ეთერში თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ სტუმრობდა. მან ისაუბრა ერთ-ერთ შემთხვევაზე, როდესაც ლელა წურწუმიას ერთ-ერთი ჰიტი რუსა მორჩილაძემ მას შესთავაზა შესასრულებლად. რატომ განაცხადა უარი მომღერალმა კოლეგის სიმღერის შესრულებაზე, ეკა კვალიაშვილმა სწორედ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გაამხილა: „ლელა წურწუმიას აქვს რუსა მორჩილაძის ერთ-ერთი სიმღერა, რომლის შესრულება საახალწლო გადაცემაში შემომთავაზა, თუმცა მასაც უარი ვუთხარი. […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook