ვანიკო თარხნიშვილი

ილო ბეროშვილი, ნიკა გრიგოლია და ვანიკო თარხნიშვილი „მთავარი ბიჭები“ არიან. გადაცემის იდეა ნიკა გვარამიას ეკუთვნის, მანვე შეკრიბა წამყვანების სწორედ ეს შემადგენლობა, რომელთაც ერთნაირი გემოვნება აქვთ და ფორმატზეც მარტივად ჩამოყალიბდნენ. ბიჭები მიიჩნევენ, რომ მათგან ნათქვამ ხუმრობას რესპონდენტი არასდროს აღიქვამს შეურაცხმყოფელად, რადგან თავად ასეთი განზრახვა არასდროს აქვთ. ბიჭების მიზანია, იხუმრონ ისე, რომ არავინ გაანაწყენონ, თუმცა ეს ხუმრობა […]

მსახიობი და ტელეწამყვანი ვანიკო თარხნიშვილი მეორე შვილს ელოდება. მსახიობის მეუღლემ, სოფო გელავამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით „მეორე ქუნქული“. ფოტოზე ჩანს, რომ ვანიკოს მეუღლე ორსულად არის და წყვილი მეორე ბავშვს ელოდება.

მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი, ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის, თბილისში მდებარე ბავშვთა სახლს ესტუმრა და იქ მყოფი აღსაზრდელები გაახარა. ვანიკომ პატარებს თავისი სატელევიზიო და სამსახიობო საქმიანობის შესახებ უამბო. გაიხსენა სახალისო ამბები, რომლებიც მეგაპროექტ "ნიჭიერისა" და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებების დროს შეემთხვა. საუბრის შემდეგ ვანიკომ ბავშვებთან ითამაშა, იცეკვა, მოისმინა მათგან ლექსები და სიმღერები. გამომშვიდობების წინ პატარებმა ვანიკოს იმ ცნობილი ადამიანების ფოტოები დაათვალიერებინეს, რომლებიც მათ სტუმრობდნენ ხოლმე და შეჰპირდნენ, რომ მის სურათსაც ამ სამახსოვრო სტენდზე განათავსებდნენ.

მის საქართველო 2011 ჯანეტ ქერდიყოშვილი მუდამ საზოგადოების ყურადღების ქვეშ ექცევა. რა გასაკვირია პირველ რიგში ყურადღებას სწორედ მისი ვიზუალური მხარე იქცევს ხოლმე და ყოველთვის აინტერესებთ პირადი ცხოვრებაც. რაც შეეხება მის კარიერას, რადიო „ფორტუნას“ ექსკლუზიურად გაუმხილა, რომ სასწავლებლად გაემგზავრა. რამდენიმე დღის წინ ქართველი მოდელი მილანში ჩავიდა, სადაც ცნობილ უნივერსიტეტში "მარანგონ"-ში ჩააბარა და „ფეშენ დიზაინის“ ფაკულტეტზე ისწავლის.

გადაცემა იღბლიანი ბორბალი მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც წესი გადაცემის წარმატების დიდი წილი, წამყვანების დამსახურებაა. შორენა ბეგაშვილის და ვანიკო თარხნიშვილის წყვილმა კი, იღბლიანი ბორბალი, იღბლიანთან ერთად ძალიან მხიარულიც გახადა.

ვანიკო თარხნიშვილი მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული ნუცა გამცემლიძეა. წყვილი ერთად მუშაობს. ვანიკოსა და ნუცას ქორწილი 31 ოქტომბერს სასტუმრო "რუმსში“ შედგა. სასტუმროს ულამაზეს ეზოში მათ ხელი რომანტიკულ გარემოში მოაწერეს. როცა პატარძალმა ხელი მოაწერა, ვანიკომ, როგორც სჩვევია, ეს მოწონების ჟესტით გამოხატა…

თანამედროვე საქართველოში მსახიობები ანაზღაურებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. რაც უნდა პოპულარული იყო, მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ახერხებს საკუთარი თავის ამ პროფესიით რჩენას, მაგრამ თუკი სცენის მტვერს ერთხელ შეისუნთქავ, მერე თავის დანებება ძალიან რთულია.

საქართველოში პოპულარობის მოპოვება ადვილია და შენარჩუნება რთულიო, ამას თავად ქართველი ცნობილი სახეები ამბობენ. მნიშვნელოვანია პრესასთან ურთიერთობა, კონკრეტული ამბებით საზოგადოებისთვის თავის შეხსენება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მუდმივად ტელეეკრანზე ყოფნა გახლავთ. ამ მხრივ გვყავს თავისებური რეკორდსმენებიც და სწორედ მათ ტოპ შვიდეულს გთავაზობთ Music Box-ი.

TOP სიახლეები

ფოტო: დემნა გვასალიას ახალი ფეხსაცმელი, რომელიც ბიუსტჰალტერით არის შთაგონებული, 936 დოლარი ღირს

დემნა გვასალიამ “ბალენსიაგასთვის” შექმნილ ახალ კოლექციაში უცნაური ფეხსაცმელი წარმოადგინა. დიდი ხანია, მსოფლიო მოდას აღარ უკვირს ქართველი დიზაინერის ორიგინალური ნამუშევრები, მაგრამ ახალი ფეხსაცმელი აშკარად ქალის ბიუსტჰალტერითაა შთაგონებული და მისი დეტალები ლიფის შესაკრავებს მოგვაგონებს. ახალი ფეხსაცმლის ფასი 936 დოლარია.

ფოტო: მატილდა გვარლიანი ,,რობერტო კავალის” კამპანიაში მონაწილეობას განაგრძობს

,,რობერტო კავალის” ახალი კოლექციის კამპანია სოციალურ ქსელებში დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს. მისი სახე ამჯერად ქართელი მოდელი მატილდა გვარლიანია. მცირე ხნის წინ მატილდას ფოტო კავალის ახალი ჩანთის რეკლამისთვის გამოაქვეყნეს, ახლა კი მთლიანი ლუქის ფოტოც განათავსეს ოფიციალურ გვერდზე. (ფოტო)

ვიდეო: ეკა დემეტრაძისა და დათო გაბუნიას სიყვარულის ამბავი

მსახიობი ეკა დემეტრაძე და ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის” წევრი, ხმის რეჟისორი, დათო გაბუნია საკმაო ხანია, ერთად არიან. წყვილმა “მთავარ არხს” თავისი ურთიერთობის შესახებ ინტერვიუ მისცა. როგორც აღნიშნეს, პირველად სიყვარული ეკას დათომ აუხსნა და აღმოჩნდა, რომ ეკაც შეყვარებული იყო. წყვილმა ერთმანეთი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადასაღებ მოედანზე გაიცნო, სადაც ეკა ერთ-ერთ პერსონაჟს განასახიერებდა, ხოლო დათო ხმის რეჟისორად […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook