თინათინ მაღალაშვილი

თინათინ მაღალაშვილმა საქველმოქმედო ჩვენება გამართა

თბილისში თინათინ მაღალაშვილის საქველმოქმედო ჩვენება გაიმართა

საქართველოში რომ მოდა უფრო და უფრო ვითარდება, ამის დასამოწმებლად მოდის კვირულების არსებობაც მოწმობს, ან კიდევ უფრო დიზაინერების სიმრავლე. თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში არიან ისეთებიც, რომლებაც თავიანთი ადგილი წლებია ქართულ მოდურ ინდუსტრიაში დაიმკვიდრეს. ასეთი კი თინათინ მაღალაშვილი გახლავთ, რომელიც დიდი ხანია საკუთარი კოლექციის პოპულარიზაციას არა მარტო საკუთარ ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ აქტიურად ეწევა.

ქართველი დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი ერთადერთია, რომელიც საკუთარ ჩვენებებს ქველმოქმედებისთვის აწყობს. უყვარს წყნარი ცხოვრება. მასზე ჭორი არასდროს გავრცელებულა. მაგრამ არც მისი გზა ყოფილა მთლად ია - ვარდით მოფენილი და მის ცხოვრობაშიც იყო ისეთი შემთხვევა, რასაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მაგალითისთვის გავიხსენოთ 2015 წლის 26 მაისი, როდესაც თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეუღლის ჩაცმულობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მაშინ გაირკვა, რომ თიკა თინიკაშვილის ლუქი, თინათინ მაღალაშვილს ეკუთვნოდა. დღემდე ის მერის მეუღლის რჩეულ დიზაინერად მოიაზრება.

დღეს ნებისმიერი დიზაინერისთვის აუცილებელია თავისი ნამუშევრები საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანოს. მოდის სფეროში მოღვაწე ქართველებიც ამ აზრს იზიანერებენ, რადგან უკვე მეორედ ემზადებიან მოსკოვში საკუთარი ნამუშევრების შოურუმზე წარსადგენად.

თინათინ მაღალაშვილს თავშეყრის ადგილებში გამოჩენას, სახელოსნოში ფუსფუსი ურჩევნია, ამიტომაც ის თავის შვილებთან კონტაქტსაც, უმეტესად ტელეფონით ახერხებს. მას 15 წლის ქალიშვილთან, ციცი გოგინაშვილთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს, ციცის ოცნება მსახიობობაა.

თინათინ მაღალაშვილი, მადონა ხარატიშვილი და ირაკლი ბახსოლიანი ერთობლივი ქართული ტანდემით ბელორუსიის მოდის კვირეულზე მიემგზავრებიან. დიზაინერებისთვის ეს არ არის პირველი ვიზიტი ზემოთხსენებულ ქვეყანაში, განსხვავებით ახალბედა ირაკლი ბახსოლიანისათვის,რომლის ხელნაკეთი ჩანთები სხვა ქვეყნის პოდიუმს პირველად მონათლავენ.

თავდასხმები სელებრითებზე - კრიმინალი, რომელიც დაუსჯელი რჩება - როგორ ირჩევენ სამიზნეებს დამნაშავეები და რომელი ცნობილი სახე გამხდარა მორალური, თუ ფიზიკური წნეხის მსხვერპლი?!

თინათინ მაღალაშვილის სალონი გაქურდეს. ამის შესახებ დიზანიერმა სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა. როგორც ცნობილია ეს მისი სალონის გაძარცვის უკვე მეორე შემთხვევაა - პირველად დაახლოებით ერთი კვირის წინ დაესხნენ თავს.

TOP სიახლეები

მაია ასათიანი: „მივმართავ ადამიანებს, ვისაც სჭირდება ახსნა, როგორია, როცა ერთადერთი შვილი გიკვდება…“

მაია ასათიანმა „ინსტაგრამზე“ მიმართვა გაავრცელა, სადაც გამოთქვამს გაკვირვებას იმის შესახებ, რატომ გამოიწვია მისმა საცურაო კოსტიუმში დადებულმა ფოტოებმა აჟიოტაჟი და კრიტიკა ქალბატონების მხრიდან. მაია ასათიანის მიმართვას გთავაზობთ: „იმ მდგომარეობაში, რაშიც მე ვარ, ნებისმიერი პოზიტიური სიტყვა არის ჩემთვის სინათლის სხივი. ჩემს თავს სულ ვაძლევ პირობას, რომ უარყოფით დამოკიდებულებაზე არ მექნება რეაქცია, მაგრამ მაინც ძალიან მოქმედებს ჩემზე.  მაპატიეთ, […]

რეზო გიგინეიშვილი მესამედ ქორწინდება

რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი მესამედ აპირებს დაქორწინებას და ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეში აღნიშნავს. მისი მესამე ოფიციალური რჩეული გახლავთ ნადეჟდა ობოლენცევა, რომელიც ბიზნესვუმენი გახლავთ. წყვილი პირველად ერთად 2017 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მათი არაერთი ერთობლივი ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ამ დროისთვის რეზო უკვე გაშორებული იყო მეორე მეუღლეს, რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილს, ნადეჟდას. ნადეჟდა […]

“Hello! Magazine ჯორჯიამ” მორიგი გლამურული ღონისძიება იახტ კლუბში გამართა

"Hello! Magazine ჯორჯიამ" მორიგი გლამურული ღონისძიება იახტ კლუბში გამართა

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook