თიკა ფაცაცია

თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი ერთი-ერთი ოთახის წამყვანები იქნებიან. წლების წინ მათი დუეტი ერთ-ერთ მუსიკალურ შოუში შედგა, სადაც გამარჯვება მოიპოვეს, შემდეგ კი შოუს წამყვანები თავად გახდნენ. ახლა კი ძველი დუეტი „მხოლოდ ქართულისთვის“ ბრუნდება.

ულამაზესი მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია ისრაელში, თელ ავივში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოში მიიღო მონაწილეობა. თიკა, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია. მომღერალმა თავად გაავრცელა ფოტოები კორპორატიული საღამოდან, სადაც ის მეუღლესთან, დავით ანთელიძესთან ერთად იმყოფებოდა. მომღერალი დიდი ხანია, გათხოვილია. მისი მეუღლე კამერების წინ პოზირებას მუდმივად ერიდებოდა, ასე რომ, პრესაში სულ რამდენიმე ფოტო არსებობს, სადაც თიკა […]

თიკა ფაცაციას დღეს დაბადების დღე აქვს. მას 36 წელი შეუსრულდა. მეგობრებმა ამ თარიღის აღსანიშნავად სახლში შესანიშნავი კუთხე და ტორტი დაახვედრეს. თიკამ ემოციები ვერ დამალა და როგორც თავად წერს, ატირდა. თიკა აღნიშნავს: „მეგობრობა ცალკე ნიჭიერებაა. მე საბედნიეროდ მყავს ნიჭიერები გარშემო. ეს გოგო კი სულ მაგიჟებს. დილას აი, ეს დამახვედრა, მაგრამ რეალურად ეს ფოტო გაცოცხლებული მომიყვანეს ზუსტად […]

თიკა ფაცაციამ თავისი პატარაობისდროინდელი ფოტო „ფეისბუქზე“ გააზიარა, თუმცა არ დააწერა, რომ ეს საყვარელი ბავშვი თავადაა და აღნიშნა: „აი, ამ გოგოსგან მივიღეთ „მის თბილისი“, „მის საქართველო“ და „Mrs Globe“. დაასახელეთ მისი ვინაობა?“ რასაკვირველია, ყველა მიხვდა, რომ ფოტოზე თავად თიკას ბავშვობა იყო გამოსახული. „როგორი ბუშტუკა“ ყოფილხარ“ „როგორ მახსოვს „მის თბილისი“ და წითელი კაბა“ „პონჩიკა“ „საყვარელი თინათინ ფაცაცია“

თიკა ფაცაცია მუდამ ფორმაშია და ძალიან მომხიბვლელია, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად გამოიყურებოდა. მან „სხვა შუა დღის“ სხვა წამყვანებთან ერთად საქორწილო კაბა მოირგო. ფოტოს „ფეისბუქზე“ განთავსების შემდეგ მოდელის, მომღერლისა და ტელეწამყვანის საქებრად კომპლიმენტები არ დაუშურებიათ. „ვაიმე, რა სილამაზე ხარ…“ „ულამაზესი თიკა…“ „ადამიანი და გულიანი, სილამაზეზე არ ვსაუბრობ…“

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს, ახალი სიმღერებით იშვიათად ანებივრებს. თიკას იუთუბის ოფიციალურ არხზე, მისი ახალი სიმღერა "დამიჯერე არ მინდოდა“ გამოქვეყნდა, რომელიც "სეთის“ ძველი სიმღერის ახლებური ვერსიაა, რომელსაც თიკა მარტო მღერის. ჯგუფმა სიმღერა 1997 წელს ჩაწერა. თიკა ფაცაცია საზოგადოებამ სწორედ "სეთიდან“ გაიცნო.

თიკა ფაცაცია შუათანა იოსთან და ნაბოლარა ვაჟთან, ალექსანდრესთან ერთად „ორანჟერეაში“ გვესტუმრა, სადაც პატარებმა გართობით გული იჯერეს, დედასთან ერთად იპოზიორეს ფოტო და ტელეკამერების წინ და შემდეგ ცნობილ დედიკოს ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემაც დააცადეს. ვიცი, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ახერხებ შვილებისთვის დროის დათმობას… თიკა ფაცაცია: ყველაფრის მიუხედავად, პირველ რიგში, დედა ვარ. ეს არის ჩემი მთავარი დანიშნულებაა, თუმცა […]

2006 წელს კი თიკას სინგლი „სიმართლის დროა“ მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. დატვირთული კარიერული ცხოვრების მიღმა, მან ოჯახიც შექმნა და დღეს ის სამი შვილის დედაა. ამბობს, რომ შვილებს მკაცრად არ ზრდის, თუმცა ცდილობს მათი ყოველი ნაბიჯი იცოდეს. ვერავინ უარყოფს, რომ ცნობილი და წარმატებული ქალისთვის რთული საქმეა დიასახლისობაც მოირგოს, თუმცა როგორც თიკა გვეუბნება, ეს ყველაფერი მას კარგად გამოსდის და მეოთხე შვილის გაჩენაზეც ფიქრობს.

თიკა ფაცაცია ვარცხნილობასთან დაკავშირებით მუდმივად მიმართავს ექსპერიმენტებს და ბევრნაირი თმის ფერი ჰქონია. ახლა კი გადაწყვიტა, თმა დაეხუჭუჭებინა. მისმა ახალმა იმიჯმა დიდი მოწონება დაიმსახურა. თიკა ფაცაცია: ისე, ერთჯერადად ვცადე, ანუ ეს დახვევა არ გახლავთ პერმანენტული. მე ხომ სიახლეები მიყვარს და მოვსინჯე. მხოლოდ შემდეგ დაბანამდე გაძლებს, შემდეგ ისევ ჩემი თმა დამიბრუნდება. ფოტოები

TOP სიახლეები

სად შეგიძლიათ გაატაროთ ცხელი ზაფხულის დღეები ჩვენს დედაქალაქში

კუს ტბაზე მდებარე ლაუნჯ-რესტორანი “Uptown space” ზაფხულის ცხელ დღეებში სასიამოვნო დროის გატარებას გთავაზობთ.

თბილისის ზღვაზე შეკრებილი ქართველი სელებრითები

ეს შანსი არც ფოტორეპორტიორმა გოგა ჩანადირმა გაუშვა და ცხოვრებაში პირველად, წყლის თხილამურებზე დადგა. ცნობილმა ქალბატონებმა კი შხაპუნა წვიმის ფონზე კატერით გაისერინეს.

„დატოვე შენი კვალი ჯიპაში“ – პროექტი, რომელიც საზოგადოებრივ საქმეთა ხელშეყობისთვისაა

ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიერაა ორგანიზებული. ღონისძიების მიზანია გააერთიანოს უნივერსიტეტის გულშემატკივრები საერთო საქმისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი სტუდენტებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნას.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook