The Weeknd

გვერდი FashionHolics Online ავრცელებს ფოტოებს, სადაც ცნობილი მომღერალი The Weeknd არის გადაღებული. საინტერესო ამ ფოტოებში ისაა, რომ მათი ავტორი ქართველი ფოტოგრაფია, დავით გიორგაძე. ფოტოები CR Mens Book-ისთვისაა გადაღებული. აღსანიშნავია, რომ დავითმა ახლახან გადაიღო „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, გვენდოლაინ კრისტი.

ლოს ანჯელესის მაიკროსოფთის თეატრმა 2015 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. საღამოს წამყვანი ჯენიფერ ლოპესი გახლდათ, რომელმაც შოუს მსვლელობისას არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი უჩვენა მაყურებელს. რაც შეეხება AMA-ს რჩეულებს - როგორც იცით ყველაზე მეტ ნომინაციაში ტეილორ სვიფტი იყო წარდენილი, სწორედ მასვე ერგო ყველაზე მეტი, ანუ სამი ჯილდო.

ყოველწლიურად არის დღე, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდება, დღე როდესაც ყველაზე მოდური ღონისძიება, მსოფლიოს ულამაზესი ანგელოზების მონაწილეებით იმართება - საუბარია Victoria’s Secret Fashion Show-ზე, რომელიც წელს 8 დეკემბერს გაიმართება. თუმცა ახალი კოლექციებისა და ბრენდის ლამაზმანების შეთვალიერების გარდა არის კიდევ ერთი რამ, რის გამოც შოუს ყურება ღირს - ის შემსრულებლები, რომლებიც ჩვენებას მუსიკალურად გააფორმებენ.

The Weeknd-ის სინგლი "Can’t Feel My Face" Billboard Hot 100-ის ლიდერია. ტრეკი, რომელიც გასულ კვირის განმავლობაში ჩამოქვეითდა და მეორე პოზიციას იკავებდა ჩარტში, კვლავ დაუბრუნდა პირველ ადგილს.

ახალბედა ჰიტმეიქერი - OMI კვლავ Billboard Hot 100-ის ლიდერია, თავისი ბოლო ნამუშევრით “Cheerleader”, რომლის რელიზიც ჯერ კიდევ 2012 წელს შედგა, რემიქსის სახით კი გასულ წელს გამოვიდა. რაც შეეხება ჩარტის მეორე პოზიციას - მას The Weeknd-ის ახალი სინგლი “Can’t Feel My Face” იკავებს, რომელიც აქამდე ასეულის ლიდერი გახლდათ. მესამე ადგილზე Silento-ს “Watch Me" გახლავთ. მომდევნ პოზიციას კი წლევანდელი ზაფხული გიტი - Major Lazer-ის, DJ Snake-ისა და MO-ს ერთობლივი სიმღერა - "Lean On” იკავებს...

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook