თბილისობა

ჯგუფი "ნიუტონი" სკანდალში ეხვევა. დღესდღეობით საქართველოში ყველაზე პოპულარული მუსიკალურ ბენდს ქართველი ხელოვანები უპირისპირდებიან. "ნიუტონმა" თბილისობის დღესასწაულზე, ბიძინა კვერნაძის "შემოდგომის ყვავილებს", თავისებური ინტერპრეტაციით შეასრულა. ხელოვანი ადამიანების გაღიზიანება სწორედ ამ კომპოზიციამ გამოიწვია.

ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულს, თბილისობას ჩვენი დედაქალაქი 15-16 ოქტომბერს, 37-ედ აღნიშნავს. პირველად „თბილისობის“ დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში იზეიმეს და ამის მერე, ის ჩვენი ქალაქის მთავარ დღესასწაულად იქცა. უკვე მერამდენე წელია თბილისობის დადგომასთან ერთად, იგეგმება უამრავი კულტურული და სპორტული ღონისძიება, რომლებიც სცდებიან საგამოფენო დარბაზებს, სცენებსა თუ სპორტულ მოედნებს და ქუჩებში გადმოინაცვლებენ.

მომღერალი ნინო ჩხეიძე თბილისობის კონცერტთან დაკავშირებით კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს, სადაც კოლეგებს მგლებს ადარებს. "ახლა შემოვედი ფეისბუქზე და წავიკითხე ჩემი კოლეგების გვერდზე სხვადასხვა საინტერესო კომენტარი ჩემზე… მე, სიმართლე გითხრათ, არც მიმიღია ჩემ თავზე, რომ მათი რომელიმე ისტერიული სტატუსი მე მეხებოდა თბილისობის შესახებ… იმიტომ რომ, ორგანიზატორთან თუ მაქვს პრეტენზია, ეს რა თქმა უნდა, არ არის მათი საქმე. და არც ერთი მონაწილე არ მიგულისხმია.

თბილისობის გალაკონცერტის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. ამჯერად, ამ თემას გამოეხმაურა ნინი ბადურაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში კოლეგებს უპასუხა. მისი თქმით, ბევრი წელი თავადაც არ უმღერია თბილისობაზე, მაგრამ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი "ავტორადიოზე“ გადაცემა "VIP ზონას“ სტუმრობდა. მან ისაუბრა იმ პრეტენზიაზე, რომელიც თბილისობის კონცერტთან დაკავშირებით გაუჩნდა. მისი თქმით, ძვალთან ერთად შესრულებული "შენ გიმღერი ჩემო თბილის-ქალაქო“ ჰიტია და მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ მოხვდა კონცერტზე, რომელიც თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 18 ოქტომბერს მეიდანზე გაიმართა. მან ამ კონცერტს "პანაშვიდი“ უწოდა.

"უბრალოდ, ლელა წურწუმიას "თბილისომ“ დროს ვერ გაუძლო. გილოცავ თბილისობას“ - წერს ფეისბუქის გვერდზე ბიგბენდთან ერთად გამართული თბილისობის კონცერტის ორგანიზატორს, გვანცა კილასონიას კახა მამულაშვილი.

მზის და ვარდების მხარე ხალხის ნაკლებობას არც არასდროს განიცდის, მაგრამ წელიწადში ორი დღით, ეს უკანასკნელი ათასობით სტუმრის მასპინძელი ხდება. ჯერ კიდევ 1979 წლიდან მოყოლებული, დედაქალაქი სახალხო ზეიმის ცენტრი ორი დღით ხდება.

წლევანდელი თბილისობის კონცერტს, სადაც ქართული ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკა მოჰყვა. სოციალური ქსელი ამ ყველაფერს საუკეთესოდ წარმოაჩენდა, რადგან მაშინ, როდესაც ნინი ბადურაშვილი, მაკა ზამბახიძე, ნოდიკო ტატიშვილი თუ შოუბიზნესის სხვა წევრები ბიგ-ბენდთან ერთად გამართული კონცერტის წინ ფოტოებს ათავსებდნენ და შემდეგ საკუთარი შესრულების ვიდეოს, პარალელურად, სხვა მუსიკოსები კრიტიკულ შენიშვნებს წერდნენ კონცერტის მიმდინარეობისას.

"თბილისობა 2015" წელს განსხვავებული პროგრამით გაიმართება. წლევანდელი ღონისძიება გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას ეძღვნება. "თბილისობა" 16 ოქტომბერს, საღამოს, "საპატიო თბილისელის" დაჯილდოების ცერემონიით დაიწყება.

TOP სიახლეები

აპირებს თუ არა ია ტომაში თიკა ჯამბურიასთვის სასამართლოში ჩივილს

მომღერალი ია ტომაში ჟურნალ „თბილისელებთან“ პასუხობს კითხვებს, რომლებიც თიკა ჯამბურიას „ფარულ კონვერტში“ მისდამი გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით აქვს. როგორც თიკამ აღნიშნა, იასთან მეგობრობდა და მან მის შეყავრებულთან გააბა რომანი, რაზეც თიკას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა. ია ამბობს, რომ თავი არც ისეთი ცნობილი ეგონა და ეს ამბავი საკუთარი თავის პიარად მიიჩნია: „საერთოდ, ვინ არის ეს გოგოო, კითხულობდნენ […]

ნუკი კოშკელიშვილი: „რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ საქართველოში…“

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელ მეუღლესთან, ბენ ჩეიმთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს იმ სირთულეების შესახებ, რომელიც წყვილს აქვს, თუმცა დასძენს, რომ რადგან იცის, რომ ბენისნაირად არასდროს არავის ჰყვარებია, ამ სიძნელეებს უმკლავდება… გთავაზობთ ტელეწამყვანის პოსტს: „თუ გიყვარს ადამიანი, სულ უნდა უმეორო,რომ გიყვარს…. ზოგჯერ რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ ისევ საქართველოში:))) (ხშირად!) მაგრამ ზუსტად ვიცი, […]

Paloma Faith გიორგი ქებურიას კაბაში(ფოტოები)

ცნობილი ინგლისელი მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი, პალომა ფეითი (Paloma Faith) გიორგი ქებურიას სამოსში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქებურიას მიერ შექმნილ სამოსს ან აქსესუარს, კონკრეტულად კი, სათვალეს, რომელიმე ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავი ირგებს. სხვადასხვა გადაღებასა თუ წვეულებაზე ქართველი დიზაინერის ნამუშევრებით საზოგადოების წინაშე წარდგენენ რიანა, ლედი გაგა, კორტნი კარდაშიანი და სხვები. გიორგი საკუთარ […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook