თბილისობა

თბილისობა 2019 - დღესასწაულის აღნიშვნის კულმინაცია საჰაერო თეატრით

რიყეზე დღესასწაული "თბილისობა 2018" გაიმართა.

6 ოქტომბერს, „თბილისობაზე“ ახალი ქართული მიუზიკლის პრემიერა შედგა. წარმოდგენა ევროპის მოედანზე გაიმართა. მიუზიკლში  მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები და ქართული ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, რომელთა შორის იყვნენ სოფო ნიჟარაძე, ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, თიკა ფაცაცია, ლელა წურწუმია და სხვანი. მიუზიკლის სიუჟეტი აღებულია მეცხრამეტე საუკუნის დრამატურგის, ზურაბ ანტონოვის ცნობილი პიესიდან – „მზის დაბნელება საქართველოში“. დადგმა ქართული ვოდევილების […]

შორენა ბეგაშვილმა ანრი ჯოხაძესთან ერტად თბილისობაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ყოველთვის ტელეწამყვანი და მსახიობი აქაც შესანიშნავად გამოიყურება. თეთრ ქათქათა პალტოში და ბოტფორდში გამოწყობილმა მსახიობმა თბილისობაზე „პრაიმშოუს“ ინტერვიუ მისცა და უამრავი ფოტოც გადაიღო მსურველებთან. შეგახსენებთ, მსახიობი ახლახან გათხოვდა და შვილთან და მეუღლესთან ერთად ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად.  

კახი კალაძე 6-7- ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულში მაქსიმალურად იყო ჩართული და ცალკე და ასევე მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად თითქმის ყველა ღონისძიებას დაესწრო, რაც დღესასწაულის ფარგლებში იმართებოდა. სიტყვითაც წარდგა მაყურებლის წინაშე და ყველას მიულოცა თბილისობა. პროგრამა კი მართლაც მრავალფეროვანი იყო, ისევე, როგორც თბილისის მერის გარდერობი, რომლის ნამდვილი დეფილე მოაწყო კახი კალაძემ. ის სხვადასხვა შეხვედრაზე სხვადასხა შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი […]

თბილისის ერთ-ერთი ბრასერია თბილისობა 2018-ის აღსანიშნავად ეპატიჟება საზოგადოებას. როგორც მათი „ფეისბუქის“ გვერდზე წერია, საუკეთესო ქალაქური ტრადიციების თანახმად, სტუმრებს ელით მწვადი (და არა მარტო) ღვინო, არღანი, ყურძნის წურვა, ქართულ სიმღერას შეასრულებს ანსამბლი ‘ივერონი’, საღამოს კიდააგვირგვინებენ მოცეკვავეები ცეცხლოვანი ქართული ცეკვებით! სად მოკრეფენ ყურძენს და რატომ ჰქვია მათ ღონისძიებას „რთველი ვაკეში“, ამას ალბათ, მისული სტუმრები ნახავენ.

თბილისობის გალაკონცერტი 8 ოქტომბერს, ლეღვთახევში, რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. აჟღერდა ქალაქური ჟანრის მუსიკა, ახლებური ინტერპრეტაციებითა და არანჟირებებით, ამონარიდები მუსიკალური ფილმებიდან და სპექტაკლებიდან. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი, რომელმაც მონაწილე მომღერლების სია და რეპერტუარი შეადგინა, რუსა მორჩილაძე გახლდათ, ხოლო კონცერტის რეჟისორი – დავით დოიაშვილი. კონცერტში მონაწილეობდნენ ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, სტეფანე, ანრი ჯოხაძე, თაკო გაჩეჩილაძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, […]

„იქნებ მოსწონებოდა ავტორს და თუ არც მოეწონებოდა შეურაცხყოფილად მაინც არ იგრძნობდა თავს „ თბილისობის გარშემო ატეხილ სკანდალს, მომღერალი ლევან მასპინძელაშვილი ეხმაურება.

თბილისობის კონცერტზე გამოხმაურებები არ წყდება. სოციალურ ქსელში გავრცელდა ჯგუფ „ნიუტონის“ მიერ შესრულებული „შემოდგომის ყვავილებს“ ახლებური ინტერპრეტაციით, რომელმაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. ზოგადად, კონცერტის მიმართ უარყოფითი შეფასებები ისმის იმ მომღერლების მხრიდანაც, რომელთაც თბილისობის გალაკონცერტში მონაწილეობა არ მიუღიათ. წერენ, რომ ის ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებების ის ვერსიები, რაც კონცერტზე აჟღერდა, მიუღებელი იყო.

TOP სიახლეები

ზაზა ნოზაძის ახალი ალბომის პრეზენტაცია თბილისში 19 ოქტომბერს გაიმართება

2018 წლის დეკემბერში, ზაზა ნოზაძემ (იგივე Sf-x) გამოსცა სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით „თბილისიდან”. რეპერს მთელი ზაფხულის განმავლობაში ჰქონდა პირველი ტურნე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ყოველ კვირას, თბილისს მიღმა ხვდებოდა თავისი მუსიკის მსმენელს და ცოცხლად ასრულებდა კომპოზიციებს ალბომიდან. 19 ოქტომბერს ახალგახსნილ კლუბში, სახელწოდებით – Space იგეგმება ზაზა ნოზაძის ახალი ალბომის პრეზენტაცია. რეპერი მსმენელის წინაშე შეასრულებს თავის ძველ […]

გრანდიოზული ფერადი ტორტი, რომელიც ყველაზე პოპულარული ქართული ქორწილისთვის გაკეთდა (ფოტო+ვიდეო)

რადიო „ფორტუნას“ ოფიციალურ საიტზე საბა მღვდელაძისა და მარიამ ნაფეტვარიძის ქორწილი, რომელიც ახალგაზრდა წყვილმა წინანდლის მამულში გადაიხადა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკითხავი გახდა. სუფრის ულამაზესი გაფორმება, რომელიც დიზაინერ ანი პირველსა და „გარდერნია შევარდნაძეს“ ეკუთვნის, სოცქსელებში ადვილად აიტაცეს და ერთ-ერთ საუკეთესო გაფორმებად აღიარეს და ამ მოსაზრებას ძნელია, არ დაეთანხმო. ქორწილის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ელემენტად იქცა გრანდიოზული ფერადი ტორტი, […]

ანი გიუნტერმა 15 კილო დაიკლო – „კილოგრამებს წარსულის სევდაც გავატანე თან…“

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი შესაშურ ფორმაშია. მასისი ბოლოდან მოყოლებული მან მოახერხა და 15 კილო დაიკლო. მშვენიერ ტელეწამყვანს არც აქამდე აწუხებდა დიდად წონის პრობლემები და საკუთარ თავთან ჰარმონიაშიც იყო, მაგრამ ახლა უფრო მეტად მოსწონს ძველი გადერობიდან რაღაც სამოსის მორგება, თუმცა ახლის შეძენის დროც დაუდგა. ანი fortuna.ge-ს წონის დაკლებასა და ახალ ცხოვრებაზე ესაუბრა. ანი გიუნტერი: მაისიდან სექტემბრამდე მოყოლებული 15 კილო დავიკელი. […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook