თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

16 ნოემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დიდი საბალეტო ზეიმი შედგება. თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი, პრიმაბალერინა ლალი კანდელაკი „დონ კიხოტში“, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავთან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბრუკლინ მაკთან ერთად იცეკვებს. ბალეტის მოყვარულებს ნამდვილი დღესასწაული ელით. თუმცა, ამ ზეიმს ერთგვარი სევდა ახლავს თან. ლალი კანდელაკმა გადაწყვიტა, რომ ეს „დონ კიხოტში“ მისი ბოლო შესრულება იქნება. […]

თბილისის ოპერისა და ბალეტის 167-ე სეზონი ხმაურიანად გაიხსნება. თეატრი ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტეს“ ახალ დადგმას წარმოგვიდგენს. წარმოდგენა27, 28, 31 ოქტომბერსა და 3, 7 ნოემბერს არის დაგეგმილი. ოპერის დამდგმელი დირიჟორია – რევაზ ტაკიძე, რეჟისორი – ივანე ხუციშვილი, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი – გოგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი. ცეკვებს ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილები“ მოცეკვავეები შეასრულებენ. სპექტაკლში […]

7 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება პრესკონფერენცია ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის საქართველოში გასტროლებთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას დაესწრებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, აბაის სახელობის ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ასკარ ბურიბაევი,  რეჟისორი ლაილიმ იმანგაზინა, მთავარი ბალეტმაისტერი გულჟან ტუტკიბაევა, მთავარი ქორმაისტერი ალია […]

12 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 166-ე სეზონს ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერით“ დახურავს. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახალხო არტისტი თეიმურაზ გუგუშვილი, ოპერის თეატრის სოლისტები: ხათუნა ჭოხონელიძე, ვახტანგ ჯაშიაშვილი, ელენე ჯანჯალია, ირა იოსებიძე-მამალაძე, გია ასათიანი, თამაზ საგინაძე, გია მახარაძე, ნუცა ზაქაიძე (სტაჟიორი), გიორგი მჭედლიშვილი (სტაჟიორი). „აბესალომ და ეთერის“ დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი […]

10 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერის „სიმონ ბოკანეგრა“ პრემიერა გაიმართა. „სიმონ ბოკანეგრა“ საქართველოში პირველად დაიდგა. გენუის ოპერის თეატრის Carlo Felice-ს ეს დადგმა თბილისის ოპერის თეატრის მუდმივ რეპერტუარში იქნება, ხოლო მომდევნო საპრემიერო ჩვენებები 13, 16, 17 ივნისს გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორია – ალფონსო სინიორინი (იტალია), კოსტიუმების მხატვარი კი – ესტერ მარტინი (ესპანეთი). საპრემიერო […]

„ვერცხლისფერი მზე”, სწორედ ასე ჰქვია ნიკოლოზ რაჭველის კომპოზიციას, რომელიც საქართველოში პირველად ოპერისა და ბალეტის თეატრში, მისივე დაბადების დღეზე შესრულდა, ნაწარმოებს, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, შესანიშნავი ახალგაზრდა დირიჟორი, კახი სოლომნიშვილი დირიჟორობდა

საპრემიერო სპექტაკლები, ასევე, 20, 23 და 24 დეკემბერს შედგება. სპექტაკლებში მონაწილეობას ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი მიიღებს.

გალა-კონცერტში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი საოპერო ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც სამონასტრო-საგანმანათლებლო, კულტურული და საზოგადოებრივი ცენტრის - "ახალი ბანას" მშენებლობისთვის საჭირო თანხის მოგროვებას შეეცდებიან.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ახალ პროექტს ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამას იწყებს. ახალგაზრდა მომღელების, ხელოვნების, განათლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით იგეგმება გაცვლითი პროგრამები, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან თეატრებთან.

TOP სიახლეები

ნინა წკრიალაშვილი მისი პირადი ცხოვრების ჩანაწერის გავრცელებას ყოფილ შეყვარებულს აბრალებს – „მემუქრება…“

ნინა წკრიალაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ დაასახელა მამაკაცი, რომელსაც ის ხელს ადებს, როგორც მისი მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების დამკვეთს. ეს, როგორც ნინა აღნიშნავს, მისი ყოფილი შეყვარებული, გიორგი შელეგიაა, ზედმეტსახელით „ძიაძია“, რომელიც ახლაც ემუქრება, თუმცა როგორც მომღერალი ამბობს, მისი არ ეშინია – „მემუქრება… ძალიან ბევრმა მისმა მეგობარმა მითხრა, რომ სიურპრიზებს ელოდებო. თუ რამე დამემართა, […]

„ბლექ სი არენას“ ლაინაფი აპრილის ბოლოსთვის გახდება ცნობილი!..

„ბლექ სი არენას“ ახალი დირექტორი ჰყავს, პრომოუტერი ტატო ხარჩილავა, რომელმაც თავის გუნდთან ერთად მუშაობა შეკვეთილში მდებარე გრანდიოზული საკონცერტო სივრცის სეზონის დასაგეგმად ორი კვირის წინ დაიწყო. არტისტებთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, აპრილის ბოლოს არენა წარმოგვიდგენს იმ არტისტებს, რომლებიც ივნისიდან მოყოლებული „ბლექ სი არენას“ სცენას დაიკავებენ. შეგახსენებთ, რომ რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი და თანამედროვე აპარატურით […]

ვიქტორ სანიკიძეს შვილი შეეძინა

ცნობილი ქართველი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე მამა გახდა. მას ახლახან ვაჟი შეეძინა. ბიჭუნას ნიკალა დაარქვეს. ბედნიერმა მამამ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას სპეციალური სტატუსი მიუძღვნა და მასზე მეუღლე, მარი ბიწაძე მონიშნა. წყვილს შვილის შეძენას ულოცავენ. მათ უკვე უამრავი მილოცვა მიიღეს სოციალური ქსელის საშუალებით.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook