თბილისის მერია

თბილისის ზღვის მიმდებარედ, დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე - მცენარე დაირგო.

„სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, დედაქალაქის მთავრობას, საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა მიმართა. დეპუტატებმა კომპანიის მიერ თბილისის ბიუჯეტში 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე ჩარიცხული თანხის რაოდენობაზე, დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია წარმოადგინეს.

საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ახალი სკვერი გაიხსნა - პროექტის ავტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ცქიფურიშვილია, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად გამოვლინდა. ნუცუბიძის 46-თან არსებული სკვერი პირველია საბურთალოზე, სადაც შინაური ცხოველებისთვის სპეციალური, იზოლირებული სასეირნო ზონა მოეწყო.

თბილისის მერმა, მთავრობის სხდომაზე გამწვანების მიმართულებით ქალაქში დაგეგმილი სამუშაოებზე ისაუბრა. დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ გამწვანების ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში, ასევე, სკვერებსა და პარკებში. თბილისის მერის თქმით, დაირგვება დიდი ზომის ხეები და აღდგება დაზიანებული კორომები. საშემოდგომო რგვები მიმდინარე კვირაში დაიწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვერეს […]

თბილისის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამის ფარგლებში 5 არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტს დააფინანსებს.

განახლებული და რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია, თბილისის ულამაზეს ისტორიულ ნაწილში გახსნის ცერემონიალი გაიმართა. სპეციალურად ამ დღისთვის ქუჩაზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც მოეწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტისთვის ჩაიკეტება და საფეხმავლო გახდება აღმაშენებლის გამზირი N44-დან ზაარბრიუკენის მოედნამდე (ახლადრეაბილიტირებული მონაკვეთი), ერეკლე მეორის, ბოტანიკურისა და ალექსანდრე დიუმას ქუჩები და გორგასლის I შესახვევი.

სექტემბრის ბოლოდან თბილისში ახალი ავტობუსები გამოჩნდება. გერმანული კომპანია"მანი" პირველ ეტაპზე 10 ავტობუსს გამოგზავნის, ხოლო დანარჩენი 143 ეტაპობრივად ჩამოვა. როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი ავტობუსები სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

თბილისის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსების მონიტორინგს განაგრძობს. მერიის ინფორმაციით, 2 დღის წინ,ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფებმა გაგრილების სისტემის შესამოწმებლად 461 ავტომანქანა დაათვალიერეს. მათგან კონდიცირება ჩართული კი მხოლოდ 189 მიკროავტობუსს ჰქონდა.

TOP სიახლეები

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი გაბედნიერდა (ფოტოები)

რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, თინათინი გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილი გახლავთ. წყვილმა ჯვარი 22 ივნისს დაიწერა. ულამაზესი პატარძლის მშობლები მეორე დღეა, მილოცვებს იღებენ. აღსანიშნავია, რომ შვილის ქორწილში შესანიშნავ ფორმაში იყო მანანა კოზაკოვა, რომელმაც ამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. შეგახსენებთ, თინათინიც ხელოვნების სფეროშია დაკავებული. ის მოცეკვავეა და „სუხიშვილების“ ანსამბლში ცეკვავს. […]

ილიკო სუხიშვილი და ბექა გოჩიაშვილი საპროტესტო აქციაზე (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

ხატია ბუნიათიშვილი 28 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს აანონსებს. ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე მუსიკოსმა განათავსა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან მოხარულია, რომ 28 სექტემბერს თბილისში კონცერტი ექნება. ღონისძიება ჩანიშნულია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკლაურ ცენტრში. ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. „ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები ჩემს ქალაქს“.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook