თბილისი მოლი

თბილისი მოლში იტალიური სილამაზის სახლი - "პაულო როსი" გაიხსნა

გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად მედია სივრცის წარმომადგენლები ყოველთვის ცდილობენ მათთვის ორგანიზებულ სხვადასხვა მედია ტურნირში ჩართვას და ამით გარკვეულწილად რელაქსის მიღებას. ამჯერად ჟურნალისტები ბოულინგის სათამაშოდ შევიკრიბეთ. მასპინძლობა კი ახლად გახსნილმა ბოულინგ კლუბმა Ballroom-მა გაგვიწია.

თბილისობა ის საშემოდგომო დღესასწაულია, რომელიც არაერთ თბილისელს, უცხოელ თუ რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმარს უყვარს. წლევანდელი თბილისობის დღესასწაული აღნიშვნა ჟურნალმა "სითიმ" ერთი დღით ადრე დაიწყო და ყველა იმ ადამიანს თუ კომპანიას მოუყარა თავი თბილისი მოლში, რომელთაც ქალაქის განვითარებაში წვლილი მიუძღვით და საპატიო სიგელებითაც დაჯილდოვდნენ.

ვისოლ ჯგუფი ერთ-ერთი უდუდესი ბიზნეს კომპანია, რომელმაც თითქმის ყველა სფერო მოიცვა. ვენდისა და დანკინ დონატსის ამერიკული რესტორნების შემოსვლა საქართველოში სწორედ ზემოთ აღნიშნული კომპანიის დამსახურებაა. ეს ის კვების ობიექტებია, რომლებმაც ქართველი მომხმარებლის გულის დაპყრობა უკვე მოახერხა და ამჟამად თბილისი მოლს ორი ახალი ლოკაცია შეემატა. გახსნის საღამო მუსიკალური მარშის ფონზე დაიწყო.

“Tbilisi fashion week” -ის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მისმა მესვეურებმა არჩევანის გასაკეთებლად საქმე გაგვიმარტივეს და თბილისი მოლში, ქართველი დიზაინერების შოურუმი მოაწყვეს. ეს იმისათვის, რომ მოდური ტანისამოსი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარები მოირგოთ და მაღალი დონის, გლამურულ საზოგადოებაში გამოჩენისას, გემოვნებიანის სტატუსი მიიღოთ. კოლექციების უკეთ წარმოსაჩენად, სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსის მოდელებმა, ჩვენება მოაწყვეს.

2016 წლის Tbilisi Fashion Week-ის დაწყებამდე, კვირეულის პოტენციური სტუმრები Shopping Night-ს თბილისი მოლში სტუმრობენ. მსგავსი ღონისძიებები მსოფლიოში უკვე ბევრგანაა აპრობირებული, თუმცა მოდის თბილისელი მოყვარულებისთვის Shopping Night პირველია.

მირანდა ქერი, კეით მოსი, კარა დელევინი და კიდევ არაერთი ცნობილი და წარმატებული ქალბატონი სწორედ ამ ბრენდის ბანერისთვის, თუ სარეკლამო ვიდეოსთვის დიდი სიამოვნებით პოზირებს. ხელმისაწვდომი, ხარისხიანი, ტრენდული - ასე ახასიათებენ ესპანეთში შექმნილი კომპანიის პროდუქციას, რომელიც საქართველოში მშობლიურ ქვეყანაზე არანაკლებ უყვართ. ეს მანგოა - ის საქართველოში დაბრუნდა, ბინა თბილისი მოლში, პირველ სართულზე დაიდო და საზეიმო გახსნაზე სტუმრებს უმასპინძლა.

TOP სიახლეები

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ 19-22 ნოემბერს გაიმართება

თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეული 19-22 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისი ვიდეო კვირეულის „ინსტაგრამ“-გვერდზე უკვე განათავსა. მოდის კვირეულის ფარგლებში 20 დიზაინერის კოლექციას ვიხილავთ, თუმცა კოვიდპანდემიური რეალობიდან გამომდინარე, მხოლოდ ციფრულ ფორმატში. კოლექციების ნახვას შეძლებთ საიტზე www.MBFWtbilisi.online, რომელიც მოდის კვირეულის ოთხდღიანი ციფრული მარათონის დროს იქნება აქტიური. (ფოტო/ვიდეო)

ქეთა თოფურიამ ორსულობა დაადასტურა

ქეთა თოფურია ადასტურებს, რომ ფეხმძიმედაა. ის და ლევ დენგოვი თავიანთ პირველ შვილს ელოდებიან. ქეთამ “ა-სტუდიოს” ახალი კლიპისთვის გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს მისი მომრგავლებული მუცელი. მომღერალს უწერენ, რომ ის ორსული შესანიშნავად გამოიყურება.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook