თათა სადრაძე

2016 წელს „სხვისი სახლი“ საქართველოს კანდიდატი ფილმი იყო ოსკარზე და Asia Pacific Screen Awards-ზე, რომელსაც მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე აზიურ ოსკარს უწოდებენ. ქართულ პრემიერამდე, ფილმის მთავარი როლის შემსრულებლები კი რადიოჰოლდინგ ფორტუნას თათა სადრაძის გადაცემას "არტ ეფემს" სტუმრობდნენ.

ლუქსემბრურგელი პროდიუსერი, პოლ თილთგესი, რომელსაც არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან აქვს ნამუშევარი და მათ შორის, ანჯელინა ჯოლისთან, საქართველოშია. ის კი თავის ქართველ კოლეგებთან ერთად რადიოჰოლდინგ ფორტუნას თათა სადრაძის გადაცემა "არტ FM"-ს ბევრი სიახლითა და საინტერესო ამბით ეწვია.

ცნობილი და საზოგადოებისთვის საყვარელი ანსამბლი „რუსთავი“ და სტუდია „მართვე“ გაერთიანდნენ. სწორედ ამ სიახლით კი რადიოჰოლდიგ „ფორტუნას“ თათა სადრაძის გადაცემას, „არტ ეფემს“ ორი გაერთიანებული გუნდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი გაბუნია ესტუმრა, სადაც მათი გაერთიანების იდეასთან და სიახლეებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ოქროს ტალღის 5 გზის მფლობელი ნოდიკო ტატიშვილი რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ თათა სადრაძის გადაცემა „არტ FM"-ს ესტუმრა, სადაც დაჯილდოების შემდგომი ემოციების შესახებ ისაუბრა.

ფესტივალი, რომელიც „სთეინვეის ჯორჯიას“ სახელს ატარებს, კლასიკური მუსიკის განხრით ახალი ვირტუოზების აღმოჩენას იწყებს. ფესტივალის ფარგლებში კი კონკურსი გაიმართება, რომლის გამარჯვებულებიც სოლიდური თანხით დაჯილდოვდებიან.

სანამ რომელიმე სიმღერა გამარჯვებას მოიპოვებს, მანამდე ჰოლდინგს კომპოზიტორი მის პატარა მოსწავლესთან, ანა ჯალაბაძესთან ერთად ესტუმრა, რომლის სიმღერის, „ჩამკიდე ხელის“ პრემიერა თათა სადრაძის გადაცემაში "არტ FM" შედგა.

უკვე ტრადიციად იქცა რუსთავის ორის ახალი პროექტის „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეების მედიაჰოლდინგ ფორტუნაში სტუმრობა, ამჯერად თათა სადრაძის გადაცემა "არტ FM"-ს პროექტის ნახევარფინალისტები, საბა კემულარია და გოგა გიორგელაშვილი ესტუმრნენ.

ჯგუფი 12 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საიუბილეო კონცერტს გეგმავს. სწორედ ამ სიახლით კი მედიაჰოლდინგ "ფორტუნა"-ს სწორედ ლაშა ნოზაძე ესტუმრა და ახალი ამბის შესახებ თათა სადრაძის გადაცემაში, „არტ FM“ ისაუბრა.

ჯგუფი სახე, რომელიც ყველა დროს მოერგო და აქტუალობა არასოდეს დაკარგა, ამჯერადაც მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. მანამ სანამ 16 აგვისტოს “ბლექ სი არენას“ სცენას დაიკავებენ და მსმენელს გრანდიოზულ კონცერტს შესთავაზებენ, ისინი ალბომზე მუშაობენ.

TOP სიახლეები

ვიდეო: ნუცა ბუზალაძის ახალი კლიპი სიმღერაზე “თეთრი ღამე”

ნუცა ბუზალაძემ ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა. კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია და ის ზაფხულში ბათუმში გადაიღეს. ნუცა ბუზალაძის ახალი სიმღერის “თეთრი ღამე” ავტორი ლილიკო ნემსაძეა. კლიპის პრემიერა ნუცას საახლობლო წრისთვისა და მედიისთვის 16 ოქტომბერს შედგა, გუშინ კი ვიდეორგოლი “იუთუბზე” ატვირთეს. (ვიდეო)

ვიდეო: ნატო მეტონიძე: „აღმომაჩნდა სიმსივნის პირველი სტადია და დაინიშნა ოპერაცია. ვაღიარებ, ეს ძალიან დიდი შიშია…“

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის კლინიკის ოფიციალური “ფეისბუქ”-გევრდი ავრცელებს ვიდეოს, სადაც მომღერალი ნატო მეტონიძე ჰყვება, როგორ დაამარცხა სიმსივნე. მას დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუსვეს, რასაც მოჰყვა ოპერაცია, შემდეგ კი ხუთწლიანი ჰორმონოთერაპია და დასხივება. ნატო მეტონიძე: “შიშის გადალახვის შედეგად მივიღე ის, რომ დავრწმუნდი, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ჯანმრთელობა შემიძლია მე თვითონ ვმართო – გადაულახავი დაავადება არ არსებობს და […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook