თათა სადრაძე

ნოდარიკო თათა სადრაძის გადაცემა არტ FM-ის სტუმარი გახლდათ, სადაც დეტალურად მოგვიყვა მისი გადაწყვიტილებისა და ემოციების შესახებ. ამბობს, რომ არ ფიქრობდა დიდ სცენაზე დგომას, თუმცა უცბად გადაწყვეტილება მიიღო და ამ გადმოსახედიდან ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

თათა სადრაძის გადაცემა არტ FM-ში, მომღერალ აჩიკო ბერიძისა და 2018 წლის „იქს -ფაქტორი“-ს გამარჯვებულის ანრი გუჩმანიძის მიერ შესრულებული სიმღერის სახელწოდებით „I found a love„ პრემიერა შედგა.

ფოლკროლისტი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ წლევანდელი სეზონის ქასთინგებზე მისული კონკურსანტები უფრო მობილიზებულნი იყვნენ ვიდრე ადრე. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ფაქტი ჩვენს ინტევიუში უმკაცრესმა ჟიურის წევრმა, მარინა ბერიძემაც აღნიშნა.

"ნიუ იორკ თაიმსის" ფურცლებზე ამოიკითხავთ: „ფუფუნებაა, გყავდეს ნინო სურგულაძე აზუჩენას როლში“. დიახ, „ნიუ იორკ თაიმსმა“ პარმის ვერდის ფესტივალი მიმოიხილა, სტატიაში კი აღნიშნა, რომ ნინო სურგულაძის მიერ შესრულებული აზუჩენას პარტია „ტრუბადურის“ ახალ საინტერესო დადგმაში, დამატყვევებელი იყო.

მკაცრი და სამართლიანი - ამ ეპითეტებით მუსიკალურ პროდიუსერს, მარინა ბერიძეს ხშირად ახასითებენ. ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდა თაობის არაერთი ვარსკვლავი აღმოაჩინა, „მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონის ჟიურის წევრადაც მოგვევლინება.

სწორედ ფორტუნას რადიომსმენელებმა მოისმინეს პირველებმა ანრის ახალი ნამუშევარი „ცივი ნოემბერი“. შემთხვევით სოციალურ ქსელში აღმოჩენილ ლექსზე დაწერილი სიმღერის ვიდეო-რგოლი კი საბადურის ტყეშია გადაღებული

ხშირად შევხვდებით სალიოს კოლაბორაციებს სხვადასხვა უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, მაგალითად, ბოლოს მისი და ჯოს სტოუნის დუეტი გამოჩნდა. ახლა კი მომღერალმა თავისი ახალი სიმღერის პრემიერა „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“-ს ანდო. სალიომ სიმღერა „Our Truth“ გამოსცა.

10 და 14 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტები მისი მონაწილეობით გაიმართება, რომელსაც ჩვენი დროის უდიდესი მაესტრო ოპერის მუსიკალური დირიჟორი, დანიელ ორენი უდირიჟორებს.

„ტრიალებს“, სწორედ ასე ჰქვია იმ სიმღერას, რომელიც მომღერლის ერთადერთი ნამუშევარი არ არის და ის ერთ-ერთია პროექტ „კინომუსიკიდან“, სადაც გაერთიანებულია ყველასათვის საყვარელი ქართული კინო მუსიკის ძველი კომპოზიციების ახალი ვერსიები.

TOP სიახლეები

ნუცა ბუზალაძის თამამი საზაფხულო ფოტოები

ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში არაერთ ფოტოს აქვეყნებს, სადაც საცურაო კოსტიუმში პოზირებს. ნუცამ ვარჯიშითა და სწორი კვების წყალობით, გარკვეული პერიოდის წინ წონა მნიშვნელოვნად დააგდო და სხეულის ფორმებიც შეიცვალა. მომღერლის არაერთ ფოტოში შეგიძლიათ ნახოთ მის მიერ მიღწეული შედეგი. (ფოტოები)

ფოტოგალერეა: რუსკა მაყაშვილი საქართველოს სხვადასხვა კითხეში ისვენებს

მსახიობი და ტელესახე რუსკა მაყაშვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ისვენებს. მისი “ინსტაგრამის” გვერდზე შვილთან, ილიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოჩნდა, ის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული, რომელიც ყაზბეგში მდებარეობს. (ფოტოები)

ვიდეო: ნათია დუმბაძის ახალი კლიპის პრემიერა დღეს შედგება

ნათია დუმბაძემ ახალი სიმღერა ,,შენთან ერთად” მცირე ხნის წინ ჩაწერა და საზაფხულოდ კიდევ ერთი ახალი ჰიტი შესთავაზა მსმენელს. ახლახან კი დასრულდა მასზე ვიდეორგოლის რამდენიმედღიანი გადაღების პროცესიც. სიმღერა მასტერმა დაუწერა, კლიპის რეჟისორი კი გიორგი ჩეკურიშვილია. ვიდეორგოლის პრემიერა შედგება დღეს, ათ აგვისტოს, ნათია დუმბაძის “იუთუბ”-არხზე. (ვიდეო)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook