თამთა გოდუაძე

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი პოპვარსკვლავი, თამთა გოდუაძე ამჟამად ისვენებს და ყველას იწვევს საბერძნეთის კუნძულებზე გასარუჯად. “ინსტაგრამზე” მან რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წითლისა და თეთრის კომბინაციით ორიგინალურ საცურაო კოსტიუმში ირუჯება და საბერძნეთში ჩასვლისკენ სხვებსაც მოუწოდებს. პოპვარსკვლავი, როგორც ყოველთვის, იდეალურად გამოიყურება. (ფოტოები)

მცირე ხნის წინ თამთა გოდუაძე ესპანეტში იმყოფებოდა. Replay-ს ტურნეს ფარგლებში ის ბარსელონაში გამართულ „პრაიდს“ დაესწრო. შეგახსენებთ, რომ ეს არის ღონისძიება, რომელიც მთელ მსოფლიოში ლგბტ თემის მხარდასაჭერად იმართება. თამთა გუდუაძის ოფიციალურ „იუთუბის“ გვერდზე გამოჩნდა ვიდეო, რომელიც ამ გამოსვლას ასახავს. Replay არის სიმღერა, რომელიც თამთამ კვიპროსის სახელით წლევანდელ „ევროვიზიაზე“ წარმოადგინა. (ვიდეო)

„ევროვიზიის“ გრანდფინალის შემდეგ, სადაც კვიპროსის წარმომადგენელმა ქართველმა შემსრულებელმა, თამთა გოდუაძემ მე-16 ადგილი დაიმსახურა და ქართული ჟიურისგან 6 ქულა მიიღო, სოცქსელებში აქტიურად ეხმაურებიან. ქართული ჟიური კრიტიკის ქარცეცხლში მსმენელმა გაატარა და აღნიშნეს, რომ მათ უმაღლესი ქულა სწორედ თამთასთვის უნდა მიენიჭებინათ. ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მომღერალი მარიკო ლეჟავა სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს ამ თემაზე და კრიტიკას პასუხობს: „ორი […]

თამთა გოდუაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ კვიპროსის სახელით გამოდიდა და მე-16 ადგილი დაიკავა ფინალურ ტურში, ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ქართველ მსმენელს მიმართავს და მათ დიდი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „ჩემო კარგებო, მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მინდა იცოდეთ, რომ არც ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ ჩემ გვერდით დადგებოდით! უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის. არ გაქვთ პირადად ჩემთან […]

თამთა გოდუაძეს „ევროვიზიის“ ქართულმა ჟიურიმ, რომელიც ხუთი ადამიანისგან შედგებოდა, 6 ქულა დაუწერა და ამის გამო ქართველი მსმენელისგან კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა. ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი კრიტიკა გამოთქვა მომღერალმა და ტელეწამყვანმა ანრი ჯოხაძემ. გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე: „თამთას 6 ქულა ქართული „პროფესიონალი“ ჟიურისგან. რამდენი ქულაც არ უნდა დაუწეროთ მას, მაინც ვერასოდეს მიაღწევთ თამთას “ლეველს” !!! […]

1,368,861 – ჯერჯერობით ასეთია რიცხვი, რომელიც თამთა გოდუაძის „საევროვიზიო“ გამოსვლის „იუთუბზე“ განთავსებული ვიდეოს ქვეშ იკითხება. სწორედ ამდენმა ადამიანმა ჩართო ქართველ-ბერძენი შემსრულებლის კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოსვლა. შეგახსენებთ, რომ თამთა კონკურსში კვიპროსის სახელით მონაწილეობს. „თამთა აქ სათამაშოდ არ მოსულა, თამთა აქ იმისთვისაა, რომ კონკურსი დაიპყროს“ – აღნიშნულია ერთ-ერთი ფანის კომენტარში. თამთას ჩაცმულობამ ასევე დიდი რეზონანსი გამოიწვია ინტერნეტში. […]

თამთა გოდუაძე „ევროვიზიის“ კონკურსში კვიპროსის სახელით მონაწილეობს. მას საკმაოდ კარგი დადგმა აქვს მომზადებული კონკურსისთვის და არცთუ ადვილი ქორეოგრაფიული მონახაზით გამოდის, თუმცა როგორც „ვივიბლოგსთან“ საუბრისას აღნიშნა, უფრო რთული რაღაცებიც უკეთებია. თამთამ მუსიკალურ ბლოგერთან გულწრფელად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებოდა დედა შვილის გაზრდაში მაშინ, როცა თავად კარიერისთვის უნდა მიეხედა. თამთამ დედის შესახებ ბევრი ისაუბრა და აღნიშნა, […]

წელს „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე საქართველოს ოთო ნემსაძე წარადგენს, ხოლო კვიპროსის სახელით თამთა გოდუაძე გამოდის. ორივე შემსრულებელი ისრაელში, თელ-ავივში იმყოფება. ინტერვიუს მიცემის დროს თამთა გოდუაძე ოთო ნემსაძეს ესტუმრა და მასთან და „შავნაბადას“ ბიჭებთან ერთად „სულიკო“ შეასრულა. მათ შესრულებას ქართულ სოცქსელში დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ „ევროვიზიის“ კონკურსი 14 მაისს იწყება. (ვიდეო)

ქართველმა მომღერალმა თამთა გოდუაძემ, რომელმაც ადრეული ასაკიდან საბერძნეთში გაიკეთა მუსიკალური კარიერა და იქ უდიდეს ვარსკვლავად მიიჩნევა, კვიპროსის შეთავაზება მიიღო და 2019 წლის მაისში ისრაელში „ევროვიზიაზე“ სწორედ კვიპროსის სახელით წარდგება. მის სიმღერაზე Replay, რომელსაც „იუთუბზე“ უამრავი ნახვა აქვს, შესაბამისი ქორეოგრაფიული მონახაზიც აქვს გაკეთებული, რომელსაც ოთხი მოცეკვავე ბიჭი ასრულებს. „ევროვიზიის“ ოფიციალურ „იუთუბ“ არხზე თამთა გოდუაძის რეპეტიციაზე გადაღებული […]

TOP სიახლეები

ფოტოგალერეა: როგორი სტილი მოირგეს “დიდი სცენის” წამყვანებმა მეორე ლაივკონცერტზე

“დიდი სცენის” წამყვანების ჩაცმულობაზე ატელიე “მაკრატელი” ზრუნავს. “რუსთავი 2”-ის მუსიკალური მეგაპროექტის მეორე ლაივკონცერტზე წამყვანები გამორჩეულად იყვნენ შემოსილები. თიკა ფაცაციამ ორიგინალური ფორმის ვარდისფერი კაბა მოირგო, არჩილ სოლოღაშვილმა ვარდებით გაფორმებული პერანგი და შარვალი, ნოდიკო ტატიშვილმა – პიჯაკი და შარვალი, ხოლო მაკო კვიტაიშვილმა მოტკეცილ ტყავის ქვედაბოლოს კრემისფერი როლინგი შეუხამა. (ფოტოები)

ვიდეო: ბერა და ნანუკა ქართულ ეროვნულ სამოსში

ბერამ და ნანუკამ “ტიკ-ტოკზე” ახალი ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც თავიანთ პატარასთან, ბერუკასთან ერთად არიან გადაღებულები.ისინი ვიდეოში ქართულ ეროვნულ სამოსს ირგებენ. (ვიდეო)

ლელა წურწუმია ახალ ვიდეორგოლს იღებს

ლელა წურწუმია სამუშაო გრაფიკს აქტიურად დაუბრუნდა. მომღერალმა ახალი სიმღერა „ბრავო რექორდსში“ ჩაწერა. მისი პრემიერა ლელა წურწუმიას ოფიციალურ „იუთუბ“-არხზე შედგება 15 ივლისს. სიმღერის სახელწოდებაა „წვიმიან დღეს“ და ის შემსრულებელმა holy moly-სთან ერთად ჩაწერა. ამასთანავე, უკვე მზადდება ვიდეორგოლი ახალ სიმღერაზე. ლელა წურწუმია რეჟისორ ნესტან სინჯიკაშვილთან თანამშრომლობს.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook