სუხიშვილები

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც თან ბეთანიაში გადაღებული ფრესკის ფოტოც ახლავს თან. როგორც საქართველოს ყოფილი კულტურის მინისტრი და ხელოვნებათმცოდნე წერს, ამ პოსტს მათთვის აქვეყნებს, ვისაც სუხიშვილების ქორეოგრაფია ეუცხოვება. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი აღნიშნავს: „ვისაც სუხიშვილების ქორეოგრაფია გეუცხოებათ, გირჩევთ, ნახოთ ბეთანიის სამხრეთი კედლის ზედა რეგისტრის ფრესკა: დავითის როკვა. მე-13 საუკუნის ფიგურა და მგონი, მისი სამოსიც ძალიან ჰგავს […]

სტეფანე მღებრიშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე „სუხიშვილების“ გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება. მომღერლის თქმით, ნახა ინტერვიუ, რომელიც ნინო და ილიკო სუხიშვილებმა „ცეკვა ქართულთან“ დაკავშირებით მისცეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გენიოსებმა გაზარდეს. სტეფანე წერს: „ილიკოს და ნინოს ინტერვიუს ვუსმინე – “განმარტებას”… და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იმდენად გენიოსებმა გაზარდეს და ისე სწორად, რომ მეტი არ შეიძლება… ბევრი […]

რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც სუხიშვილების უკვე მრავალგზის განხილულ კონცერტს ესწრებოდა, სადაც ანსამბლმა ახალი პროექტი „ცეკვა ქართული“ წარადგინა. სოციალურ ქსელში არ წყდება სჯა-ბაასი თემის გარშემო. ძირითადად, მაყურებელს არ მოსწონს, რომ პროექტს „ცეკვა ქართული“ ჰქვია და აღნიშნავენ, რომ ამ ქორეოგრაფიას ქართულ ცეკვასთან კავშირი არ აქვს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ილიკო სუხიშვილმა საინტერესო ქორეოგრაფიული ჩანახატი […]

13 იანვარს, 10:30 საათზე, ახალ საკონცერტო სივრცეში „რესპუბლიკა“ ღონისძიებათა სერია „სუხიშვილების“ კონცერტით გაგრძელდება. ანსამბლი ახალი პროექტით წარდგება მაყურებლის წინაშე – პროექტით „ცეკვა ქართული“. „სუხიშვილებთან“ ერთად სცენაზე ასევე გამოვა ნიკა კოჩაროვი ჯგუფ Young Georgian Lolitaz-თან ერთად, ისინი ანსამბლის წევრებს მუსიკალური იმპროვიზაციით შეუერთდებიან. საღამო დასრულდება დიჯეი სეტით N!koloz / Liza Rivs-სგან.

ახალ პროგრამაზე დაკავშირებით ისაუბრა რადიო-ჰოლდინგ „ფორტუნას“ თათა სადრაძის გადაცემა, „არტ FM-ში“, მოწვეულმა სტუმარმა, ნინო სუხიშვილმა. სუხიშვილები სამ ახალ კომპოზიციას შემოგვთავაზებენ, აქედან ერთი გაზაფხულის კონცერტებზე უკვე იხილა მაყურებელმა.

ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ორგანიზებას უკეთებს. აღსანიშნავია, რომ ფონდის წევრები ამ ყველაფერში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩართულნი არიან. ამჯერად სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად პირველ ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მორიგი საქველმოქმედო კონცერტი გამართეს.

ცეკვის აკადემია სუხიშვილებისა და კომპანია ,,კოკა-კოლას’’ ერთობლივი  პროექტი „refFRESH-გამოიცეკვე“  მეორე წელია, რაც  იმართება. წლევანდელი კამპანია ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილეს ეძღვნება და მიზანი მოზარდებში ქართული ცეკვის, როგორც ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ამ კუთხით, მათი ცნობიერების ამაღლებაა. პროექტში 12-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები არიან ჩართულნი, რომლებმაც მომზადება  სუხიშვილების ცეკვის აკადემიაში გაიარეს და კამპანიის ფარგლებში  დაგეგმილ […]

როდესაც საქმე სუხიშვილებს ეხება, ძნელია რამე ახალი დაწერო, გაიგო და დაინახო. ეს ის ქართული ნაციონალური ცეკვების ანსამბლია, რომელიც მუდამ სიახლეების ძიებაშია. თუმცა გეტყვით, რომ დატვირთული საგასტროლო გრაფიკის მიუხედავად ქართველი მაყურებლისთვის 15 ივლისს „ბლექ სი არენაზე“ განახლებულ პროგრამას და ახალ ცეკვებს წარადგენენ.

დღეს „ბლექ სი არენას“ და „სუხიშვილების“ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. 15 ივლისს ანსამბლის კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ იქნება წარმოდგენილი. ტრადიციულ პროგრამასთან ერთად, მაყურებელს ექსკლუზიურად ექნება საშუალება, იხილოს ახალი პროგრამიდან „ცეკვა ქართული“ რამდენიმე ნომერი, მათ შორის ერთ-ერთი ნიაზ დიასამიძის „რქაწითელზე“ დადგმული ცეკვაა, სახელწოდებით „თამაში“. კიდევ ერთი ცეკვა „ოტობაია“ პირველად იქნება ნაჩვენები. „სუხიშვილები“ ამ პროგრამაზე სწორედ ახლა მუშაობენ. […]

TOP სიახლეები

ლუტეციის დახლებზე EISENBERG PARIS-ის ახალი სუნამოს ხაზი გამოჩნდა

მიწვეულ სტუმრებს თავად ფრანგული ბრენდის EISENBERG PARIS-ის წარმომადგენელი, ჟან ლუკ ტრონიონი შეგვხვდა, მან ახალი სუნამოს ხაზის საიდუმლოება გაგვიმხილა, რომელიც სწორედ მის არომატში მდგომარეობს.

ნინო ჩხეიძე და ნიკა გვარამია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – „არც მე ვარ მზარეული…“

მალე „რუსთავი 2“-ის ეთერში ახალი მუსიკალური შოუ იწყება, სადაც მხოლოდ ქართული სიმღერები შესრულდება. კონკურსს სწორედ ასეთი სახელწოდება აქვს – „მხოლოდ ქართული“. როგორც ჩანს, ნინო ჩხეიძე, რომელიც „კომედი შოუზე“ „საქართველოს ფანოღის“ ჟიურის წევრი იყო, განაწყენებულია „რუსთავი 2“-ზე, რადგან, როგორც თავად წერს, მას ჰქონდა ამ არხზე ქართული სიმღერის კონკურსის გაკეთების იდეა, თუმცა ეს იდე დაბლოკეს და ახლა […]

თოქშოუ „პროფილი“ დროებით ჩერდება – „მაია თავს ცუდად გრძნობს…“

„პროფილი“ დროებით ეთერში აღარ გავა. მისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ მაია ასათიანი თავს ცუდად გრძნობს და ამიტომ თოქშოუ ეთერში აღარ გავა. „სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ. იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook