სტეფანე მღებრიშვილი

სტეფანე მღებრიშვილს წარმატებული წელი ჰქონდა. რამდენიმე კომპოზიციისა და კლიპის გამოშვების შემდეგ მან სოლოკონცერტებით დატვირთული ზაფხული გაატარა ჯერ თბილისში, შემდეგ მის ფარგლებს გარეთაც. როგორც თავად წერს, ახალი სიმღერაც უკვე მზადაა და მალე კლიპსაც შემოგვთავაზებს. მომღერალი „ფეისბუქზე“ აღნიშნავს: „ბევრი წერილი მომდის ყოველდღე, როდის მექნება კონცერტი. ეს დრო არ ჩამიგდია, ჩავწერე ახალი სიმღერა და კლიპზე ვმუშაობ. კონცერტის თარიღს […]

სტეფანე მღებრიშვილი „ბრავო რეკორდსში“ მუსიკოსებთან, ზაზა ცერცვაძესთან, პაატა ანდრიაძესთან, ლევან დეისაძესა და უჩა მეტრეველთან ერთად ახალ სიმღერაზე მუშაობს, ტექსტიც და მელოდიაც მომღერალს ეკუთნის. ზაზა შენგელიამ სტუდიაში მუშაობის ამსახველი რამდენიმე ფოტოც გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ეს წელი ძალიან აქტიური იყო სტეფანესთვის, რომელმაც ორი ვიდეო გამოუშვა და სამი ახალი სიმღერა, მათ შორის ორი საკუთარი და ერთიც მამუკა ჩარკვიანის […]

სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ცნობილი აზერბაიჯანელი შემსრულებლის, აიგიუნ კაზიმოვას ახალ ვიდეორგოლს. სტეფანე წერს, რომ სიმღერა აიგიუნს მან დაუწერა და ამ დრომდე ის მისი პროდიუსერიც იყო. თუმცა დღეს მასთან აღარ მუშაობს, ძალიან ახარებს კლიპის წარმატება. „აზერბაიჯანშიც ტრენდში პირველები ვართ, დადებისთანავე, 24 საათში 125 000 ნახვა და კრიტიკოსები წერენ, აიგუნის ძალიან მაგარი დაბრუნებაო… როგორც პროდიუსერი, ვარწმუნებდი, […]

„ოქროს ტალღის“ ორი ჯილდოს მფლობელი სტეფანე მღებრიშვილი, რომელმაც წლის სიმღერის ტიტული მოიპოვა „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებულ დაჯილდოვების ცერემონიალზე და ასევე რადიო „ფორტუნას“ რჩეულიც გახდა, თბილისში მორიგი კონცერტი გამართა და მსმენელის წინაშე „ივენთ ჰოლში“ წარსდგა. სანამ მუსიკოსი მის ცნობილ ჰიტებს შეასრულებდა და სცენაზე ავიდოდა, მანამდე ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მასთან გასაუბრება მოახერხა.

სამთვიანი მუსიკალური მარათონი ახალბედა შემსრულებლებისა და ცნობილი მენტორების მონაწილეობით დასრულდა. 3 ივლისს დაძაბული კონკურენციის პირობებში „იქს ფაქტორის“ გამარჯვებული გამოვლინდა – სანდრო კურცხალიძე, რომელმაც შესული 195 409 ხმიდან 57, 72% მიიღო. მისმა მენტორმა, სოფო ნიჟარაძემ, რომელსაც აღელვებისგან მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, დღეს დილას ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: „დილა მშვიდობისა საქართველო, თუმცა ჩემთვის არც დაღამებულა, თავზე დამათენდა, […]

მოგეხსენებათ, 20 ივნისს მთაწმინდის პარკში რადიოჰოლფინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით, უკვე მეოთხედ გაიმართა „ოქროს ტალღა“, წლის სიმღერის დაჯილდოვება. საუკეთესო შემსრულებელ ქალად სოფო ნიჟარაძე დასახელდა, ხოლო სტეფანემ ორი ჯილდო მიიღო, ის გახდა რადიო „ფორტუნას“ რჩეული და ასევე მთავარი პრიზის მფლობელიც, წლის სიმღერის ტიტული მის კომპოზიციას „დამიბრუნდი“ ერგო და მას რადიოჰოლდინგ „ფორტუნასგან“ 5000-ლარიანი ჯილდო გადაეცა. „იქს ფაქტორის“ ოფიციალურმა „ფეისბუქ“-გვერდმა […]

“იქს ფაქტორის“ მენტორებმა თავიანთი ოთხეულები უკვე ჩამოაყალიბეს. თავიანთი არჩევანი გუშინ სტეფანემ და ლელა წურწუმიამ გააკეთეს. მენტორებს მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწიათ, მაგრამ კონკურსის წესები ასეთია, საუკეთეო საუკეთესოებში უნდა იქნას შერჩეული. მაყურებლის უკმაყოფილება სტეფანეს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, ის "იქს ფაქტორის" ბენდების კატეგორიის მენტორია, სტეფანემ პროექტი დოდის და გოკას დუეტს დაატოვებინა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გუშინ „ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალი გაიმართა, სადაც საქართველოს სახელით, თაკო გაჩეჩილაძემ იმღერა. სამწუხაროდ თაკო, ათეულში ვერ მოხვდა, თუმცა მსმენელს დაუვიწყარი ნომერი შესთავაზა. თაკოს გამოსვლა, სოციალურ ქსელში დიდი განხილვის საგანი გახდა.

"იქს ფაქტორის“ შესარჩევი გადაცემები "რუსთავი 2-ზე" დასრულდა. უამრავი ნიჭიერი კონკურსანტიდან, ცხარე დისკუსიის შედეგად,  მენტორებმა 40 საუკეთესო კონკურსანტი შეარჩიეს.

TOP სიახლეები

კახი კალაძის ბოლოდროინდელი „ქუჩის სტილი“ (ფოტოგალერეა)

ქალაქის მერს კახი კალაძეს გემოვნება ნამდვილად არ დაეწუნება, თუმცა მის ჩაცმულობას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე გამოხმაურებები, ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ – არც ისე. არც მერობამდე და არც მერობის შემდეგ, როგორც ჩანს, კახი კალაძეს ეს ამბავი დიდად არ ანაღვლებს. როგორც ქალაქის მერი, ის დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილს სტუმრობს და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ბოლო ასეთ ფოტოებში, რომლებიც სოციალურ ქსელში […]

მაკა ზამბახიძის ჯადოსნური საახალწლოდ მორთული სახლი წყნეთში და ნეკა სებისკვერაძესთან მეგობრობის ამბავი

მაკა ზამბახიძემ წყნეთში, კერძო სახლში მიგვიპატიჟა წინასაახალწლო ფოტოსესიისთვის, თუმცა მხოლოდ „ფორტუნა“ არ ყოფილა იმ დღეს მისი სტუმარი. მაკამ ბავშვობის მეგობარი შვილებთან, ნიკუშასა და დათასთან ერთად მიიწვია და მხიარული ინტერვიუც შედგა, რომელსაც მაკას გოგონა, სალომეც ესწრებოდა… ნეკა: საახალწლოდ ჩვენ ხომ სახლებში არ ვართ ხოლმე (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მაკა ასეთ რამეს ჩაატარებდა და ასე მორთავდა, ვიცი, […]

ნუკი კოშკელიშვილის გამომწვევი საახალწლო ფოტო ინტერნეტს იპყრობს

ნუკი კოშკელიშვილმა „ცელქი“ ფოტო, როგორც თავად უწოდებს, წინასაახალწლოდ „ინსტაგრამის“ მომხმარებელს გაუზიარა. ნუკიმ აქამდეც გამოაქვეყნა ახალი წლის თემატიკაზე გადაღებული ფოტოები, მაგრამ ეს ბოლო ნამუშევარი აშკარად ყველაზე გამომწვევია. ნუკი წერს: „ახლა გავაცნობიერე, რომ მაქვს ერთი ცელქი საშობაო ფოტო, მაგრამ ის ძველია, ასე რომ არ განმსაჯოთ. ძალიან მიყვარს ეს ფოტო, ძალიან მხიარულად ვიმუშავე ჩემს ფავორიტ ფოტოგრაფთან, მაგრამ მას […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook