სტანისლავ ბონდარენკო

"მიუზიკ ბოქსისთვის“ კულუარულად გახდა ცნობილი, რომ პროექტის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, უკრაინელი ვარსკვლავი, სტანისლავ ბონდარენკო იქნება. ბონდარენკო თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა და საქართველოში მხოლოდ ერთი თვით დარჩება. შესაბამისად მას მხოლოდ 4 გადაცემაში ვიხილავთ.

ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა, სალი ხმალაძემ, რომელსაც რუსულ შოუ-ბიზნესში კარგად იცნობენ, მორიგი კლიპი გადაიღო. სალის ახალ კლიპში სტანისლავ ბონდარენკო მონაწილეობს. სიმღერა სახელწოდებით "შანსი“ გიგა კვენეტაძემ დაწერა, კლიპი კი სერგო სპილბერგმა გადაიღო. კლიპი ბათუმში, ზაფხულში გადაიღეს.

გუშინ იმედზე გრანდიოზული შოუ „შენ შეგიძლია ცეკვა“ დაიწყო. გადაცემის პირველ ნაწილში ბათუმში ჩატარებული კასტინგის ფრაგმენტები აჩვენეს. ბათუმის შესარჩევ კასტინგზე მონაწილეობა, უკრაინიდან ჩამოსულმა მოცეკვავემ, სერგეი კოჩკოვმა მიიღო.

სტანისლავ ბონდარენკო კვლავ საქართველოშია... მსახიობმა თბილისში საკუთარი ბინა მოინახულა, რომელიც პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოიგო. ამის შემდეგ ის ანაკლიაში, ჯემ ფესტზე იმყოფებოდა. თუმცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ბონდარენკოს ბათუმური ვოიაჟი მოხვდა, რადგანაც სწორედ აქ შენიშნეს მსახიობი მომღერალ სალი ხმალაძესთან ერთად.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეა რაც "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე სეზონის ტრიუმფატორი, სტანისლავ ბონდარენკო მოსკოვში დაბრუნდა. პროექტში გამარჯვების შემდეგ, პირველი რაც მან შეიძინა, მოტოციკლია.

შეიძლება ბევრს დაწყდა გული ან გაუხარდა კიდეც, მაგრამ ეს მოხდა - სტანისლავ ბონდარენკომ საქართველო დატოვა. მსახიობი მისმა გულშემატკივრებმა აეროპორტიდან გააცილეს.

მხოლოდ ერთი დღეა რაც სტანისლავ ბონდარენკო “ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეექვე სეზონის ტრიუმფატორი გახდა და ბინაც მოიგო. მსახიობმა არ დააყოვნა და შვილთან ერთად საკუთარ ბინას ესტუმრა.

მეგა შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე ეპიკური სეზონი დასრულდა. შოუს გამარჯვებული უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო გახდა. მსახიობი პროექტში სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა, პარტნიორობას კი პროფესიონალი მოცეკვავე, ნიკე კეშელავა უწევდა.

ორშაბათი შოუების დღეა, 26 ივნისის ორშაბათს კი ერთ-ერთი მათგანი საბოლოო შედეგებსაც გვამცნობს. ცეკვავენ ვარსკვლავეის ფინალურ შოუში ანდრია გველესიანის და სალომე ჭაჭუას წყვილი, სტანისლავ ბონდარენკოსა და ნიკე კეშელავას დაუპირისპირდება, თუმცა მანამ, სანამ ახალ სკანდალს ავაგორებდეთ, იმას მივხედოთ, რომელიც სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ განხილვადია.

TOP სიახლეები

ნუცა ბუზალაძე: „დავიღალე იმით, რომ პატარა გოგოს მეძახიან!..“

ნუცა ბუზალაძემ ახლახან რუსულ მუსიკალურ შოუში მიიღო მონაწილეობა და როგორც სჩვევია, ჟიურის წევრებიც მოხიბლა. კონკურსებში მონაწილეობა ბავშობიდან მისი ერთ-ერთი საქმიანობაა და შეიძლება ითქვას, რომ დიდ სცენებზე გამოსვლისას თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ნუცა ახლა 23 წლისაა, მისმა მოზარდობამ საზოგადოების თვალწინ ჩაიარა, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბევრი მოსაზრება შეეცვალა და სხვა ადამიანად […]

ვიდეო: ნიაზ დიასამიძის სიმპათიური ვაჟი, რომელიც ასევე მუსიკას გაჰყვა

ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი Color Room-ში დიჯეი დიასამიძემ დახურა. ნიაზის ვაჟი თემურიკო ორი წელია, რაც ამ საქმითაა დაკავებული. ის „იმედის“ შაბათ-კვირის დილას სტუმრობდა და თავის საქმიანობაზე ვრცლად ისაუბრა სასცენო დებიუტის შემდეგ. თემურიკო დიასამიძე: ამხელა სცენაზე პირველად მომიწია გამოსვლამ. ნიაზთან ერთადაც დავუკარი და მისი კონცერტის შემდეგაც. კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა. ხმა მაქვს, მაგრამ არ ვმღერი, დრამზე […]

ფოტოები: თიკა ფაცაცია „დიდი სცენის“ ფინალზე ბრწყინავდა

თიკა ფაცაციამ თავისი შესანიშნავი ჩაცმულობითა და იმიჯით კიდევ ერთხელ გაგვაოცა. ტელეწამყვანს გუშინ აჩიკო სოლოღაშვილთან ერთად „დიდი სცენის“ ფინალური ტური მიჰყავდა. თიკას გრძელი, შავ-თეთრი კაბა ეცვა, რომელიც „მაკრატელმა“ შეუკერა. აჩიკო სოლოღაშვილის ჩაცმულობაზეც ამ ბრენდმა იზრუნა. თიკამ ფინალის შემდეგ დაწერა: „სუპერფინალი გამოგვივიდა!..“ და ფოტოები გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ „დიდი სცენის“ გამარჯვებული ირაკლი კაპანაძე გახდა. (ფოტოები)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook