სიმღერა

ოთარ ჭილაძის ლექსზე შემქნილი სიმღერა, ”ასე არასდროს” საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწერა და სულ ახლახან იხილა დღის სინათლე. მომღერალმა აღნიშნა, რომ ახალი ნამუშევარი მისი რეპერტუარისგან სრულიად განსხვავებულ ჟანრშია.

Candy Studio – სიმღერა წამია

Candy Studio – ბალუ

მომღერალი მუდამ აქტუალურია და შესაბამისად, თავად გიოც ცდილობს, მისი მსმენელი გულდაწყვეტილი არ დატოვოს და მათ სიახლეები შესთავაზოს. დიახ, მან თავის ბენდთან "გიო +"-სთან ერთად სიმღერა "ზღაპარ იყო" ჩაწერა, რაზეც უკვე კლიპიც გადაიღო. კლიპის პრემიერა კი სულ ცოტა ხნის წინ შედგა.

კომპოზიციის სახელწოდებაა „ისევ გეძებენ“. გიორგის ძალიან დიდი სურვილი გაუჩნდა, რომ ეს სიმღერა ჩაეწერა და ავტორს მიმართა. შედეგად, ვაჟა ტუღუში სიმღერაში გიტარის პარტიასაც წერს, კომპოზიციის გაორკესტრებაში მომღერალს ზვიად ბოლქვაძე ეხმარება, კლავიშის პარტიას ამირან დიასამიძე, ხოლო ბასის პარტიას შაკო ღელეყვა ჩაწერს.

პროვოკაციული, თამამი, სექსუალური ელემენტებით დატვრთული - ასეთია ქართველი მერლინ მონროს, იგივე მარიამ ციმინტიას, პირველი მუსკალური ნამუშევარი, სადაც მუსიკოსი საზოგადოების წინაშე სულ სხვა იმიჯით წარსდგა. როგორც თავად ამბობს, ეს არის მისი ცხოვრების ალეგორია, სადაც იმ ადამიანზე გვიმღერის, რომელიც წარსულში ძალიან უყვარდა.

როგორც ჩანს ქართულ შოუბიზნესში ოქროს ხანა დაბრუნდა, რადგან მორიგი კლიპის პრემიერაზე მოვხვდით. ალექსანდრე ბასილაიას „მერე“, რომელსაც ის მეუღლესთან ერთად ასრულებდა, სოფო ბედიამ და დავით ძიძიგურმა ახალი ვერსია შემოგვთავაზეს, კლიპი კი ზაფხულში, ჩაქვის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიღეს.

ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ რადიო "ფორტუნას" ეთერში ახალი სიმღერის პრემიერა გამართეს. როგორც მომღერლებმა გვითხრეს, მათ დიდი ხანია, დუეტის ჩაწერა სურთ და ეს მომღერლების პირველი ნამუშევარია, რომლისთვისაც მელოდია კონკრეტულად მათთვის დაიწერა. სიმღერას "ერთ წვიმიან ქალაქში" ჰქვია, რომელიც მსმენელის გულს, დარწმუნებულები ვართ, მალე მოიგებს.

ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ ღონისძიებებს თუ გადავხედავთ, დანამდვილებით შეგვეძლება იმის თქმა, რომ დედაქალაქში არაერთი ფესტივალი მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანია "K-pop world festival", რომელიც კეიპოპერებს შორის სიმღერასა და ცეკვაში შეჯიბრებას წარმოადგენს და მსოფლიო მასშტაბით ტარდება. ეს არის მუსიკალური ჟანრი, წარმოშობილი სამხრეთ კორეაში, რომელშიც შედის ელექტროპოპის, ჰიპ-ჰოპის, საცეკვაო მუსიკის და ბლუზის ელემენტები. K-pop-ი მალევე გახდა მაშტაბური მუსიკალური სუბკულტურა, მილიონობით თაყვანისმცემლით, მთელი მსოფლიოს ახალგარზდებს შორის.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook