სიახლე

გარდა შემოქმედებითი კარიერისა, დათო რამდენიმე წელია პედაგოგიურ საქმიანობაშია ჩართული და არაერთ ახალგაზრდა დამწყებ მომღერალს წინსვლაში ეხმარება. ამის კარგი მაგალითია გუნდი "მოძახილი", რომელმაც დათოს ხელმძღვანელობით არაერთ წარმატებას უკვე მიაღწია. ერთ-ერთი ასეთია ბულგარეთში გამართული მუსიკალური ფესტივალი, სადაც "მოძახილმა" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

TOP სიახლეები

მერაბ სეფაშვილი: „ჩემი მეუღლე გულს არასდროს შეუწუხებია და ცამოწმენდილზე გახდა ცუდად… მის საბოლოო განკურნებას დრო სჭირდება…“

მერაბ სეფაშვილისთვის გასული წელი ყოველმხრივ მძიმე იყო. ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ის აღნიშნავს, რომ მისმა მეუღლემ 2020 წელს გულის იშემიური ინსულტი გადაიტანა: „ყოველმხრივ მძიმე წელი გვქონდა. ნინო ძალიან ყურადღებიანია როგორც ჩვენი, ისე საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ექიმებთან რეგულარულად დადიოდა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებდა. გულს არასდროს შეუწუხებია, არც რაიმე ნიშნები ჰქონია და უცებ, ასე ცამოწმენდილზე გახდა ცუდად. დიდხანს […]

მარიამ ჯოლოგუას საშობაო ფილმის პრემიერა „მიუზიკბოქსის“ ეთერში შედგება

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“  მსახიობი მარიამ ჯოლოგუა სტუმრობდა და ახალი პროექტის: „შობა ხომ მაინც მოვა“ შესახებ ისაუბრა. ფილმი პირველად „მიუზიკბოქსის“ ეთერში გავა. ეს არის პირველი ფილმი, რომელზეც მარიამ ჯოლოგუამ, როგორც რეჟისორმა, იმუშავა. ვრცლად გადაცემა…

ვიდეო: ანი გიუნტერის მხიარული ოჯახური წვეულება და ვიოლინოს ჰანგები

ანი გიუნტერი ახალ წელს მხიარულ ოჯახურ გარემოში ატარებს, ბევრი ბავშვის გარემოცვაში. მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა “რუსთავი 2”-ის ახალი წლის კონცერტზე ვიოლინოზე დაუკრა და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა, მან ძველი პროფესია ისევ გაიხსენა და ამჯერად ოჯახურ გარემოში გამოამჟღავნა საკუთარი მუსიკალური მონაცემები. ვიდეო ანიმ თავად ატვირთა სოციალურ ქსელში. (ვიდეო)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook