შობა-ახალი წელი

წელსაც ტრადიციულად თბილისის ქუჩებში საახალწლო ღონისძიებები და აქტივობები იგეგმება. 25 დეკემბრიდან 2 იანვარის ჩათვლით, ახალი თბილისი და დედაენის ბაღი ჯადოსნურ სამყაროდ გადაიქცევა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დრო სასურველ გარემოში გაატაროს.

ქართული შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლების რა გითხრათ, თუმცა ბოლო პერიოდში მარკუს მეტრეველი გააქტიურდა და მსმენელს ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ახალი სიმღერა "Addicted" შესთავაზა, რომელიც მომღერალმა ბავშვებს მიუძღვნა.

თუკი საქართველოში მთელი ერი ახალი წლისთვის ემზადება, ამერიკელებისთვის შობა გაცილებით დიდი დატვირთვის მატარებელია. როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს შერთებულ შტატებში და რით განსხვავდება ქართული ახალი წელი ამერიკული ახალი წლისგან - ამ და სხვა კითხვებზე შტატებში გადახვეწილი მომღერალი - Leo Jee გვიამბობს.

წინ შობა-ახალი წელია. შესაბამისად უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო, მასშტაბური და სადღესასწაულო ღონისძიება გველის. მათთვის, ვინც ახალ წლებს აქტიურ გართობაში ატარებს, თბილისის მერიას თავი არ დაუზოგავს. ჯერ ქალაქი საახალწლო განათებებით მოგვირთეს. ამჯერად კი ორკვირიან სადღესასწაულო პროგრამას გვთავაზობენ, რომელიც თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს.

ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და მთელი მსოფლიო საახალწლო სამზადისშია ჩართული. ამ დღის აუცილებელი ატრიბუტი კი ნაძვის ხე გახლავთ, რომელსაც ყველა განსაკუთრებული მონდომებით რთავს. დავინტერესდით როგორ გამოიყურება ქართველი სელებრითების საახალწლო ნაძვის ხეები და წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც ნამდვილად თვალისმომჭრელი და გამორჩეულია. ნუკი კოშკელიშვილი Leo Jee ბერა მარკუს მეტრეველი მზია შარაშიძე ნინო ჩხეიძე თაკო […]

“It's the most wonderful time of the year“ - არ შეიძლება ენდი უილიამსის ამავე სახელწოდების სიმღერის სიტყვებს არ დავეთანხმოთ. დეკემბერი ნამდვილად წლის საუკეთესო დროა, თუმცა როგორია იმ მიზეზების ჩამონათვალი, რის გამოც ზამთრის ცივი თვე ყველაფერს გვირჩევნია. ღიმილიანი სახეები, საახალწლო ნაძვის ხე, მეგობრები, თბილი წინდები და ა.შ. მიზეზები ბევრია, თუმცა ჩვენს სიუჟეტში მხოლოდ TOP 12 მოხვდა.

31 დეკემბრის საღამო რესტორნებისთვის ყველაზე შემოსავლიანი დღეა. წელს, გაზეთ "რეზონანსის“ ცნობით, რესტორნებმა მომსახურება 20-30%-ით გაზარდეს. ეს დაეტყო იმ ფასსაც, რითაც შეგიძლიათ საახალწლო საღამოების ბილეთი შეიძინოთ. ფასები 200-დან 350 ლარამდე მერყეობს, ამასთან, ზოგან შედის მენიუ, ზოგან მხოლოდ საახალწლო ნუგბარი.

რას სთხოვდით საახალწლოდ თოვლის ბაბუას – ამ შეკითხვით ცნობილ ადამიანებს მივმართეთ, მატერიალურის გარდა, მათ არამატერიალური სურვილებიც ჩაიფიქრეს, მათ შორის ერთი-ორი ფანტაზიის სფეროდან, და მაინც… ვნახოთ, რა სურვილები აქვთ მათ სანტასთან…

TOP სიახლეები

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი გაბედნიერდა (ფოტოები)

რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, თინათინი გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილი გახლავთ. წყვილმა ჯვარი 22 ივნისს დაიწერა. ულამაზესი პატარძლის მშობლები მეორე დღეა, მილოცვებს იღებენ. აღსანიშნავია, რომ შვილის ქორწილში შესანიშნავ ფორმაში იყო მანანა კოზაკოვა, რომელმაც ამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. შეგახსენებთ, თინათინიც ხელოვნების სფეროშია დაკავებული. ის მოცეკვავეა და „სუხიშვილების“ ანსამბლში ცეკვავს. […]

ილიკო სუხიშვილი და ბექა გოჩიაშვილი საპროტესტო აქციაზე (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

ხატია ბუნიათიშვილი 28 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს აანონსებს. ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე მუსიკოსმა განათავსა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან მოხარულია, რომ 28 სექტემბერს თბილისში კონცერტი ექნება. ღონისძიება ჩანიშნულია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკლაურ ცენტრში. ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. „ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები ჩემს ქალაქს“.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook