სალომე ღვინიაშვილი

სულ უფრო ცოტა დრო რჩება თბილისის მოდის კვირეულის გახსნამდე. ამ ღონისძიებაზე სალომე ღვინიაშვილი 2016-2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას წარადგენს. დიზაინერი პირველი ჩვენებისთვის გამორჩეულად ემზადება.

ჟურნალ Vogue-ის ოფიციალური საიტი კიევის მოდის კვირეულიდან ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს. მასალა ეხება მოდის კვირეულზე პრესტიჟული ფეშენ გამოცემის ფოტოგრაფების მიერ შემჩნეულ და ფირზე აღბეჭდილ,საუკეთესოდ გამოწყობილ ადამიანებს. მათ შორისაა ქართველი დიზაინერი და მოდელი სალომე ღვინიაშვილი.

ენგინ აკიურეკი თურქეთში ერთ-ერთი ცნობილი მსახიობია და ყველაზე სიმპათიურ ტელევარსკვლავად არის აღიარებული. თურქ სექსსიმბოლოსთან ერთად გადაღებული ფოტო ახლახან ქართველმა მოდელმა და დიზაინერმა, სალომე ღვინიაშვილმა გამოაქვეყნა. სალომეს ვკითხეთ, სად არის გადაღებული ეს ფოტო.

რამდენიმე საათის წინ სალომე ღვინიაშვილმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო, წარწერით #lafamiglia გამოაქვეყნა, რომელზეც ქართველი ფეხბურთელები და მათი მეუღლეები არიან გამოსახული.

სალომე ღვინიაშვილმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და აბაშიძეზე საკუთარი ბრენდის შოურუმი გახსნა. მას სწორედ იქ ვესტუმრეთ და საახალწლოდ რჩევებიც მივიღეთ მოდურ ტენდენციებთან დაკავშირებით. სალომემ რამდენიმე თავის კოსტიუმში ჩვენი ფოტოკამერის წინ იპოზიორა.

თუ ხარ წარმატებული,მომხიბვლელი და გაქვს ამბიცია იყო პოპულარული, პრიალა ჟურნალის გარეკანს ერთხელ მაინც უნდა ამშვენებდე. განსაკუთრებით ისეთი გამოცემისას, როგორიც ჟურნალი “სითია“.

სალომე ღვინიშავილი ქართველ მოდელთა პლეადის ერთ-ერთი პიონერი და წარმატებული წარმოამდგენელია. თუმცა, პოდიუმზე გატკეპნილი კილომეტრების შემდეგ მანეკენმა გადაწყვიტა თავისი პროფესია გაეხსენებინა. პირველი კოლექცია ჯერ კიდევ "Dalood"-ისთვის შექმნა, თუცმა, ამჯერად ახალი ნამუშევრები “რუმსში“, მეგობრებისთვის გამოიტანა.

TOP სიახლეები

ფოტოგალერეა: ნეკა დოროყაშვილმა სხეულის იდეალური ფორმები გამოაჩინა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, მოდელი ნეკა დოროყაშვილი ამჟამად ზღვისპირეთში ისვენებს. ნეკა “ინსტაგრამის” მიმდევრებს საკმაოდ თამამი ფოტოებით ანებივრებს. ახლახან მანნ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც სხეულის იდეალურ ფორმებს წარადგენს. ერთ-ერთ ფოტოზე მას უწერია – “დამიბრუნე უკან”. შეგახსენებთ, რომ ნიკა ბასილაშვილი და ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდნენ და ახლა მათ შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. ნიკა ბასილაშვილმა პირადი უკვე მოიწყო […]

ფოტო: შორენა ბეგაშვილს 38 წელი შეუსრულდა

ცნობილი მსახიობი, მოდელი და ტელესახე შორენა ბეგაშვილი 38 წლისაა. მას დღეს, 8 ივლისს აქვს დაბადების დღე. შორენამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ულამაზესი წითელი კაბა აცვია და მოლოცვებს სიამოვნებით იღებს. გვიან ღამით მას დაბადების დღე წითელი ბუშტებითა და ტორტით მეგობრებმა მიულოცეს. “ინსტაგრამზე” მსახიობმა განათავსა ვიდეო, სადაც თითზე ლამაზ ბეჭედსაც გვაჩვენებს. როგროც ჩანს, ეს მისი დაბადების დღის საჩუქარია. […]

ვიდეო: ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად

ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. ის და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე გოგონას ზრდიან და თან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ. ჯანეტი ნოეს გადაღებებზე დაჰყვება შვილთან ერთად. ახლახან მან ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავის პატარა გოგონას ეფერება. (ფოტოები/ვიდეო)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook