სალომე ჭაჭუა

სალომე ჭაჭუას ლაშა ჯოხაძის მაღაზიაში შევხვდით, სადაც „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ მორიგ კოსტიუმს იზომავდა. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობასთან ერთად ცნობილ მოცეკვავეს ვკითხეთ, არის თუ არა რაიმე სიახლე მის კარიერაში და ძალიან საინტერესო პასუხი მივიღეთ… მალე სალომე ამერიკულ საცეკვაო შოუში „Burn The Floor“ მიიღებს მონაწილეობას, სადაც მსოფლიოდან საუკეთესო სამეჯლისო-სპორტული ცეკვების შემსრულებლები იკრიბებიან. ამ შოუს ხელმძღვანელები ამერიკული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქორეოგრაფები […]

"იმედზე“ გუშინ ახალი გადაცემა "პრაიმ შოუ“ დაიწყო. გადაცემის წამყვანები დაინტერესდნენ, რატომ თქვა "ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე უარი, ერთ-ერთმა წამყვანმა, სალომე ღვინიაშვილმა. სალომემ ნოე სულაბერიძეს პირდაპირ ეთერში უთხრა, რომ პროექტში იმ შემთხვევაში იცეკვებს თუ მისი მეწყვილე, სალომე ჭაჭუა იქნება. რის საპასუხოდ, ნოემ სალომეს სთხოვა, ჭაჭუასთან ერთად ჯერ პირდაპირ ეთერში ეცეკვა. სალომე ჭაჭუამ და სალომე ღვინიაშვილმა "პრაიმ შოუში“ ტანგო იცეკვეს და შემდეგ სეზონზე, ერთად მონაწილეობაზე თანხმობაც მიიღეს. "მე მგონი ამ ვიდეოს გამო ორივე სალომეს გაიგდებენ ინტერნეტში და ათრევენ“ - განაცხადა ანრი ჯოხაძემ.

ცნობილი ადამიანების ოჯახები, მუდმივად იქცევს ხალხის ყურადღებას. გრანდიოზული ქორწილების, რომანტიული სიყვარულის და ორიგინალური სიურპრიზების მიუხედავად, მათი ოჯახები, ხშირად დიდხანს ვერ ძლებს და მალე ინგრევა.

პროექტის "შენ შეგიძლია ცეკვა" მორიგ ტურში, ჟიურის შემადგენლობაში გუშინ მოცეკვავე, სალომე ჭაჭუა არ იჯდა. რასაც მაყურებლის დიდი ინტერესი მოჰყვა. როგორც შოუს წამყვანებმა აღნიშნეს, სალომე გუშინდელ გადაცემაში საპატიო მიზეზების გამო არ იყო და ის მალე დაუბრუნდებოდა შოუს. „მიუზიკ ბოქსმა“ გაარკვია, რომ სალომე ჭაჭუა რომში იმყოფება, სადაც 5 იანვარს გაემგზავრა. სალომე სოციალურ ქსელში, უცხოელ მოცეკვავესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, რომელიც სავარაუდოდ მისი სასცენო პარტნიორი გახდება.

ნიკა ლომიძის და თეა გობეჯიშვილის 12 წლის ქალიშვილი, ნიტა პროექტის "შენ შეგიძლია ცეკვა“ ნამდვილი აღმოჩენაა. ნიტამ ჟიურის აღფრთოვანება ლაივ-შოუზეც მოახერხა, სადაც დევიდთან ერთად იცეკვა. ჟიურის წევრებმა მის მიმართ დადებითი შეფასებები არ დაიშურეს.

სექსუალური მოცეკვავე საზოგადოებას მუდმივად აოცებს, გუშინ ეკა ხოფერიას შოუში სალომეს ახალი ცეკვის ჩვენება შედგა, რომელსაც ინტერნეტ-სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „სიტყვები არ მყოფნის“, „ჭაჭუა როგორ შეგაფასო“, „შეუდარებელი ხარ“ და ა.შ უწერენ მოცეკვავეს სოციალურ ქსელში. ახალი ცეკვა სალომემ, სპეციალურად ეკა ხოფერიას შოუსთვის შექმნა და როგორც ჩანს შედეგით თავადაც კმაყოფილია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა

პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა“ სექსუალური ადვოკატის, თეონა ქორიძის გამოჩენას, ჟიურის აღფრთოვანება მოჰყვა. გოგონას გარეგნობით განსაკუთრებით დუტა სხირტლაძე მოიხიბლა და მისთვის კომპლიმენტები არ დაიშურა. „დანაშაული მინდა რომ ჩავიდინო, ასეთი ადვოკატი რომ მყავდეს“ - განაცხადა დუტამ.

„იმედის“ ეთერში გუშინ ახალი პროექტი „შენ შეგიძლია ცეკვა“ დაიწყო. პროექტის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, სალომე ჭაჭუაა, რომლის გამოჩენას გადაცემის პრომოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სალომე ჭაჭუა პროექტის შესახებ „მუსიკბოქსს“ ესაუბრა.

ცოტა ხნის წინ სალომე ჭაჭუა პოდიუმზე პირველად გამოვიდა. თბილისის მოდის კვირეულზე, ლაშა ჯოხაძის ჩვენება სწორედ მან გახსნა. დიზაინერის კოლექცია ბრიტანული „ვოგის“ რჩეული გახდა, შესაბამისად წამყვანი მოდური საიტის ვებ-გვერდზე, სალომე ჭაჭუას ფოტოც განათავსეს, რომელსაც კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook