საჩუქარი

იმისათვის, რომ ნებისმიერი დღესასწაული კიდევ უფრო ჯადოსნური და ემოციური იყოს, აუცილებელი ატრიბუტი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყვავილების თაიგულია. "მა როსე" კი გაძლევთ საშუალებას, გაახაროთ, როგორც მეორე ნახევარი, ასევე უბრალოდ მშობელი ან მეგობარი.

ანა კარენინამ მრავალ წელს გაუძლო, ალბათ იმიტომ, რომ იმდროინდელი დრამატული ეპოქა ცალსახად არის აღწერილი. თუმანიშვილის თეატრმა კი ეს მნიშვნელოვანი რომანი სცენაზე გადმოგვიტანა და გააცოცხლა. ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ანა კარენინა წარსდგა, 1977 წელს დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ. ფესტივალის დამაარსებელი და ხელმძღვანელი კი ქართველი რეჟისორი, ქეთი დოლიძე გახლავთ.

თამამად შეგვიძლია დავიკვეხნოთ, რომ ქართველები, კულტურული ღონისძიებების ღირსეული მასპინძლები ვართ. ჯერ იყო და რამდენიმე დღის წინ თბილისის თეატრალური ფესტივალი წარმატებით დავასრულეთ, რომ აგერ უკვე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარის“ -თვის მზადება დავიწყეთ.

“მიზანი საშუალებებს ამართლებსო“ და ალბათ სერგეი მაკოვეცკის შემთხვევაშიც ასე მოხდა. თეატრალურ უნივერსიტეტებში რამდენჯერმე ჩაჭრის შემდეგ ის დღეს თანამედროვეობის უდიდესი ხელოვანი, ევროპის საუკეთესო მსახიობის პრემიისა და 50-ზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახლავთ. ამ სტატუსების მფლობელი არტისტი კი თბილისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ”საჩუქარის“ და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ორგანიზებით ეწვია.

“ეს 30 წლის, სამხრეთ აფრიკელი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის მიერ შექმნილი “კარმენია”. ისეთი “კარმენი“, როგორიც დაიწერა. ვნებით, მრუში ქვეტექსტითა და გაორებული გრძნობებით. ახალგაზრდა ხელოვანი, რომელსაც კლასიკური ბალეტისადმი თავისი ინოვაციური მიდგომით უკვე მსოფლიო იცნობს, თბილისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დასთან ერთად სტუმრობს. Gift სწორედ დადას ქორეოგრაფიით დადგმული ”კარმენით“ იხურება…

საქართველოში პირველად თავის საქორწინო მოგზაურობაში ჩამოვიდა. ასე დაიწყო ცნობილი რუსი რეჟისორის, მაშინ ჯერ კიდევ თავქარიანი ახალგაზრდის საქართველოსთან მეგობრობა. მას მერე დიმიტრი კრიმოვი ჩვენთან სპექტაკლებით არაერთხელ ჩამოვიდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, თეატრალური ლაბორატორიის ფუძემდებელმა მაყურებელზე წლევანდელ GIFT-ზე, სპექტაკლით “რუსული ბლუზი, სოკოს საკრეფად წასვლა“ მოახდინა.

სიმონ მაჩაბელმა საქართველო რამდენიმე წლის წინ დატოვა და შემდეგ ისევ სამშობლოს დაუბრუნდა. გასულ წლებში მხატვრის გამოფენა Art Georgia-ს ფარგლებში შედგა. შემდეგ ამ უკანასკნელის ექსპოზიციას Mercedes-Benz Fashion Week-მა უმასპინძლა, თუმცა ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ სიმონ მაჩაბელი თეატრის მხატვარია და 1998 წლიდან მოყოლებული არაერთ სპექტაკლზე უმუშავია. შესაბამისად არც ისაა გასაკვირი, რომ ამჯერად სიმონიკოს შემოქმედება, თუმანიშვილის თეატრის კედლებს ამშვენებს. ახალგაზრდა ხელოვანის გამოფენას ფესტივალი GIFT მასპინძლობს.

ყველასთვის ინდივიდუალური და ამავდროულად შეუდარებელი პუშკინი.. ასე აფასებენ ცნობილი ლიტველი რეჟისორის - რიმას ტუმინასის დადგმას, რომელსაც თბილისელი მაყურებელი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ეცნობა.

მსოფლიოში ცნობილი გერმანელი ქორეოგრაფი - საშა ვალცი თავის დასთან ერთად საქართველოშია და ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ამ დამსახურებას ფესტივალ Gift-ს მივაწერთ. ქორეოგრაფმა თანამედროვე ცეკვის თეატრში სრული რევოლუცია მოახდინა და ამჯერად საკუთარ შემოქმედებას ქართველ მაყურებელს სთავაზობს.

TOP სიახლეები

7 წლიანი პაუზის შემდეგ ლელა წურწუმიამ სოლოკონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა

ახლა სწორედ ის დროა, როდესაც დიდი თუ პატარა ღამის სიჩუმეს ერთად ფანტავს და ღამე ქუჩას ერთად მიუყვება. ახლა სცენაზე თამამი კოსტიუმით დგომა აღარავის უკვირს, თუმცა წლების წინ სწორედ ლელა წურწუმია იყოს ის, ვინც პირველი ნაბიჯები გადადგა და მსმენელის წინაშე ხან გამჭირვალე სამოსით ხან კი, საერთოდაც, შეხსნილი პიჯაკით წარსდგებოდა ხოლმე.

მარიშკა ჯავახაძის ინტერვიუ – რატომ შეცვალეს „ჩცდ“-ში სხვა მსახიობით

მარიშკა ჯავახაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ თამაშობს. ბარბარიკას როლი თაკო კორინთელმა მოირგო, მაყურებელმა უკვე იხილა მისი შესრულებული ბარბარიკა, როლი ასევე შეაფასა თავად მარიშკამაც. Fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მარიშკამ იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც სერიალის დატოვებამ მოუწია. მარიშკა ჯავახაძე: ეს ამბავი გამოიწვია ჩემმა პირადმა პრობლემამ, როგორც ეს „ჩემი ცოლის დაქალების“ გვერდზე იყო აღნიშნული. ერთ-ერთ საღამოს, კვირაზე მეტი […]

ორსული ანუკი არეშიძის პირველი ფოტოები

ანუკი არეშიძე 6 თვის ორსულია. ამის შესახებ თავად დაწერა „ინსტაგრამზე“ და ფოტოც გამოაქვეყნა. მანამდე კი მეოთხე შვილის მოლოდინის შესახებ კახი კალაძემ ამცნო საზოგადოებას, როდესაც სოციალურ ქსელში ანუკის მუცელი გამოაჩინა და ამით მიგვანიშნა, რომ წყვილი კიდევ ერთ პატარას ელის. შეგახსენებთ, რომ კახი და ანუკი წლებია, დაქორწინებულები არიან. მათი სიყვარულის ამბავი იტალიაში დაიწყო, სადაც ანუკი სამოდელო კარიერის […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook