საბურთალოს რაიონი

საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ახალი სკვერი გაიხსნა - პროექტის ავტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ცქიფურიშვილია, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად გამოვლინდა. ნუცუბიძის 46-თან არსებული სკვერი პირველია საბურთალოზე, სადაც შინაური ცხოველებისთვის სპეციალური, იზოლირებული სასეირნო ზონა მოეწყო.

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ახალი საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო.

საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. გამგებლის განცხადებით, ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი გამზირს ზაქარიაძის ქუჩასთან აკავშირებს და დატვირთული ქუჩაა, რადგან ის ცენტრალურ გამზირზე საგზაო მოძრაობის განტვირთვას ხელს უწყობს.

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გამგეობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივ კონკურსში მონაწილე და გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, ასევე 500, 250 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, ხოლო პირველ ადგილზე გასული პროექტის მიხედვით, საბურთალოს რაიონის გამგეობა ორ სკვერს მიმდინარე წელს მოაწყობს.

საბურთალოს რაიონის საცობებისგან განტვირთვის მიზნით თბილისის მერიაში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

საბურთალოს რაიონში ახალი სკვერების მოწყობა დასრულდა. ობიექტები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაათვალიერა.

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ჰოსპიტალურ ქსელი ”მედალფასან“ ერთად საქველმოქმედო აქცია გამართა. აქციის ფარგლებში საბურთალოს რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები და საჭირო ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდათ.

საბურთალოს რაიონის გამგებელმა საზოგადოებას განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში ჩააბარა. ბექა მიქაუტაძემ ხაზი გაუსვა გამგეობის მუშაობის გამჭვირვალობას. საუბარი შეეხო ინოვაციურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც რაიონში გეოლოგიური კვლევები ჩატარდა და ყველაზე საფრთხის შემცველი ზონები გამოვლინდა. გამგებლის ინფორმაციით, 16 თვის მონაცემებით, საბურთალოს რაიონში მარტო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები 164 ობიექტზე ჩატარდა და პროექტებზე 5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

TOP სიახლეები

მაია ასათიანი: „ძალიან, ძალიან შორს მივდივარ…“

აია ასათიანმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა რამდენიმე სთორი, სადაც ჩემოდნით არის გადაღებული. როგორც მაია ამბობს, თებერვალში, როდესაც მისი შვილის გარდაცვალების დღე ახლოვდება, ის საქართველოდან აუცილებლად მიემგზავრება შორეულ ქვეყანაში. „ძალიან, ძალიან შორს მივდივარ, ჩემს ოცნებაში. მისურვეთ კეთილი მგზავრობა. 16 საათი უნდა ვიფრინო. სინამდვილეში არის ჩემი შვილის გარდაცვალების წლისთავი. ასეთ დროს ყოველთვის მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან და ასე მარტო მივემგზავრები….“, […]

ქართველმა ფოტოგრაფმა „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი გადაიღო

ქართველმა ფოტოგრაფმა, დავით გიორგაძემ HBO-ს საკულტო სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი გადაიღო. ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა მსახიობი გვენდოლინ კრისტი. ამის შესახებ Fashionholics Online წერს. გვენდოლინი „სამეფო კარის თამაშებში“ ლედი ბრიანას როლს ასრულებს.

ფოტოები: ვერიკო ტურაშვილმა გოგონებისთვის კოლექცია შექმნა, რომელიც შვილს მიუძღვნა

ახლხან მომღერალი ვერიკო ტურაშვილი განსხვავებულ, დიზაინერის ამპლუაში ვიხილეთ. მან გოგონებისთვის კოლექცია შექმნა, რომლის ფოტოსესიაც გედა დარჩიამ გადაიღო. პატარებისთვის შექმნილი სამოსის ხაზი ძირითადად კაბებს აერთიანებს. ვერიკო ამ საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს. ვერიკო ტურაშვილი: ამ ყველაფერს ჯერჯერობით არცთუ სერიოზულად ვუყურებ, მაგრამ ჩემი უმცროსი შვილის, ნატაშკას ინსპირაციით შევქმენი მცირე კოლექცია, რომელშიც 10 კაბა გაერთიანდა. ამ საქმეში პარტნიორთან, ეკა მგალობლიშვილთან […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook