საბავშვო ევროვიზია

სიმღერის კონკურსის „რანინა“ გამარჯვებული, უნიჭიერესი გოგონა თამარ ედილაშვილი წელს მინსკში დაგეგმილ საბავშვო „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარადგენს. თამარ ედილაშვილისთვის სიმღერა უამრავ კომპოზიციას შორის სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. კომპოზიციის მელოდია სოფო ტოროშელიძეს ეკუთვნის, ტექსტი კი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს. „შენი ხმა“ – ამ სიმღერაზე შექმნილი ვიდეორგოლის პრემიერა დღეს „პირველი არხის“ დილის ეთერში გაიმართა. (ვიდეო)

ალბათ, ყველა თქვენგანს გაინტერესებთ, რა ხდებოდა შიდა სამზარეულოში, როგორ მიდიოდა მომზადების პროცესი და საერთოდ, იყო თუ არა რაიმე ხარვეზები, რაც მაყურებელმა ვერ შეამჩნია. საინტერესოა ისიც, როგორ გახდა ელენე ამ დიდი შოუს მნიშვნელოვანი ნაწილი.

მუსიკოსი ზაზა წურწუმია „იმედის დილასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საბავშვო „ევროვიზიაზე“, როგორც ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, 12 ქულა რუს კონკურსანტს მან მისცა. საზოგადოების ნაწილის მხრიდან მიღებული კრიტიკის გამო, როგორც ზაზა წურწუმია ამბობს, საშინელი პერიოდი გამოიარა. შეგახსენებთ, რომ თბილისში 26 ნოემბერს გამართული „ევროვიზიის“ კონკურსი ბავშვებს შორის რუსეთის წარმომადგენლის გამარჯვებით დასრულდა. მას სულ რაღაც სამი ქულით ჩამორჩა ქართველი გრიგოლ […]

კონკურსი გრანდიოზული შოუთი გაიხსნა, მაყურებელმა შარშანდელი გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი იხილა, რომელმაც მსმენელს კიდევ ერთხელ სიმღერა „მზეო“ შესთავაზა. საქართველოს წარმომადგენელი წელს გრიგოლ ყიფშიძე გახლდათ სიმღერით „გულის ხმა“, რომელიც თავისი არაჩვეულებრივი შესრულებით ყველასგან გამოირჩეოდა.

საბავშვო  „ევროვიზიის“ ფინალური შოუ 26 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. დღეს მედიას შესაძლებლობა გვქონდა, გავცნობოდით მოსამზადებელი სამუშაოს მიმდინარეობას და გვენახა, თუ როგორ გამოიყურება ულამაზესი სცენა, რომელიც სპეციალურად შოუსთვის გაკეთდა. ღონისძიების უცხოელმა და ქართველმა ორგანიზატორებმა ისაუბრეს შოუს დაგეგმვის ყველა ყველა დეტალზე და ასევე გაამახვილეს ყურადღება, რომ ბილეთები ჯერჯერობით კიდევ ხელმისაწვდომია. დარბაზში სულ 2500 ადგილია და ბილეთები გასაყიდად […]

2017 წლის საბავშვო „ევროვიზიის“ კონკურსს თბილისი მასპინძლობს. წელს ევროფესტივალში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, შესაბამისად, საქართველო ევროპის ქვეყნების ყურადღების ეპიცენტრშია. რადგან თბილისში საბავშვო „ევროვიზიის“ კონკურსი ტარდება, ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, საქართველოს შესახებ საინტერესო და საჭირო ინფორმაციის გასავრცელებლად მომზადდა მოკლე ვიდეორგოლები: „10 რამ, რაც საქართველოს შესახებ ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს“, რომლებშიც ასახულია ის ფაქტები და […]

ნოემბერში საქართველოში საბავშვო „ევროვიზია“ გაიმართება. საქართველოა რაერთხელ გახდა ამ პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი. წელს ჩვენს ქვეყანას გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. მას სიმღერა კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ დაუწერა, ტექსტი თემო საჯაიას ეკუთვნის, არანჟირება – ბორიკო შხიანს. სიმღერის სახელწოდებაა „გულის ხმა“.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, გრიგოლ ყიფშიძის საკონკურსო სიმღერის პრემიერა დღეს პირველი არხის ეთერში შედგება.   სიმღერის სასცენო ვერსიის გადაღება პირველი არხის მთავარ პავილიონში მიმდინარეობდა. კომპოზიციის  „გულის ხმა“  ავტორი გიგა კუხიანიძე, ხოლო ტექსტის ავტორი თემო საჯაიაა. 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილე და საკონკურსო კომპოზიცია, რომლითაც გრიგოლ ყიფშიძე მაყურებლის წინაშე 26 ნოემბერს წარსდგება ჟიურიმ შეარჩია, […]

„საბავშვო ევროვიზიის“ უცხოელი რეჟისორი გორდონ ბონელო სერგი გვარჯალაძესთან ერთად მუსიკალური კონკურსის წამყვანებს არჩევს. კასტინგი უკვე გაიმართა და მასში მონაწილეობა ელენე კალანდაძემ და თორნიკე გოგრიჭიანმა მიიღეს. როგორც სერგი გვარჯალაძემ აღნიშნა, წამყვანს შეარჩევენ შემდეგი კრიტერიუმებით: მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს ინგლისური, იყოს მხიარული და უყვარდეს ბავშვები. შეარჩევენ მთავარი შოუს წამყვანებს, მოდერატორსა და გახსნის ცერემონიის მასპინძელს. დღეს კასტინგი […]

TOP სიახლეები

გოგა ბარბაქაძე დაღლილ მეუღლეს გემრიელი კერძებით ანებივრებს

ჟურნალ „სარკის“ ახალი ნომრის ერთ-ერთი მთავარი გმირია მსახიობი გოგა ბარბაქაძე, რომელიც საკუთარ ოჯახსა და პროფესიაზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, მეუღლე, ასევე მსახიობი მაია დობორჯგინიძე ახლა უფრო უყვარს, ვიდრე 15 წლის წინ, როცა ოჯახი შექმნეს – „წლები გადის, მაგრამ სიყვარული არ ნელდება, პირიქით, ძლიერდება. როცა ჩვენი პირველი შვილი, გაბრიელი გაჩნდა, უფრო მეტად შეგვიყვარდა ერთმანეთი. როცა ბარბარე […]

სიმღერა პირველ სიყვარულზე – ნუცა ბუზალაძე სადებიუტო ალბომს გამოუშვებს

ახალი ამბავი მის სადებიუტო ალბომს ეხება, რომელიც სულ მალე გამოვა, მისი სახელწოდება კი „ნუცა 22“-ია. ალბომი სამენოვანია, მასში შესული იქნება სულ თერთმეტი სიმღერა, აქედან 4 თავად მომღერალს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი შვიდი - ცნობილ კომპოზიტორებსა და ტექსტის ავტორებს.

ანა ჩირაძე იტალიაში ცნობილ შეფმზარეულთან ერთად ისვენებს (ფოტოები)

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შემსრულებელი, ანა ჩირაძე იტალიაშია. ის რომში ცნობილ შეფმზარეულთან, კონსტანტინე თედელურთან ერთად ისვენებს. საზოგადოებამ მათი ურთიერთობის შესახებ არაფერი იცის და შესაბამისად, უცნობია, ისინი უბრალოდ, მეგობრულ მოგზაურობაში იმყოფებიან თუ რომანტიკულში, თუმცა „ინსტაგრამზე“ ანას მიერ გამოქვეყნებული ფოტოები საკმაოდ რომანტიკული ელფერისაა. ანას ფოტოებში „ინსტაგრამზე“ კონსტანტინესთან ერთად სხვადასხვა სიტუაციაში გადაღებულ რამდენიმე ფოტოს მოძებნით. კონსტანტინე თედელური […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook