რუსთაველის თეატრი

ფრანკფურტში წამყვან თეატრალურ სივრცეებს კვლავ ქართული თეატრალური დასები იპყრობენ. Künstlerhaus Mousonturm-ის დიდ სცენაზე, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში, რუსთაველის თეატრმა რობერტ სტურუას სპექტაკლი „სტიქსი“ წარმოადგინა. სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორი ოვაციებით შეხვდა მაყურებელი სპექტაკლს და ცნობილი გახდა, რომ უამრავი მსურველი წაარმოდგენაზე ვერ მოხვდა, […]

წელს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში გაიმართა და 19 ნომინაციაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. დაჯილდოების ცერემონიას კი ესწრებოდა 700-მდე სტუმარი

სპექტაკლი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე გაიმართა. პრემიერა კი უფრო ადრე, მოსკოვის ესტრადის სახელმწიფო თეატრის სცენაზე, ამა წლის 21 სექტემბერს შედგა.

გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო 22 ნოემბერს რუსთაველის თეატრშია დაგეგმილი. საბალეტო მინიატურები ი. ს .ბახის, ი. ბრამსის, დ. შოსტაკოვიჩის, ა. პიაცოლას, ჩ. ჩაპლინის, ი. დუნაევსკის, ე.დენისოვის, ა.კორელის, ი. კეჭაყმაძის, გ. ყანჩელის მუსიკაზე დაიდგა. გია ყანჩელის „დიპლიპიტოზე“ ფედრას თემაზე თანამედროვე ბალეტს წარმოადგენენ. მონაწილეობს გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასი და ბალეტის მოწვეული მსახიობები. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ […]

სპექტაკლი ერთაქტიანი ტრაგიკომედიაა. „კაცია ადამიანი?!“ ქართული თეატრალური სივრცის ნამდვილი შედევრია. საოცრად კეთილი, თბილი და დრამატული წარმოდგენა მაყურებელს გულგრილს არასდროს ტოვებს. სპექტაკლი არის სწორედ იმ ეპოქის მიმოხილვა, სადაც ილია ჭავჭავაძის პერსონაჟები ცხოვრობდნენ, რომელიც სტურუამ, როგორც მას სჩვევია, ძალიან განაზოგადა.

40 წელია რაც სცენაზე დგას. პირველად, 15 წლის ასაკში იმღერა. 16 წლის უკვე მღეროდა ანსამბლ „რერო“-ში. სწორედ აქედან დაიწყო მისი სასიმღერო კარიერა. პოპულარობა თანდათან მოვიდა და მალე ყველა ასაკის მსმენელისთვის საყვარელ მომღერლად იქცა. 2012 წლის 20 მაისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მერაბ სეფაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ამჯერად რუსთაველის თეატრში საიუბილეო კონცერტი გამართა, სადაც ყველასთვის საყვარელი სიმღერები ახალი ჟღერადობით შეასრულა კამერული ორკესტრისა და ბენდის თანხლებით, რომელსაც დავით მაზანაშვილი ხელმძღვანელობდა.

საქართველოში ანტონ ჩეხოვის თეატრი იმყოფება, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში სპექტაკლებს გამართავს. ამ მნიშვნოლვან ვიზიტს კიდევ უფრო საინეტესოს ხდის ის,რომ ჩვენს დედაქალქს ცნობილი რუსი მსახიობი, გენადი ხაზანოვი ესტუმრა, რომელიც საქართველოს ოცი წლის შემდეგ ეწვია. "ყველაფერი ადამიანებივით" ასე ჰქვია ფრანგულ კომედიას, რომელიც მარკ კამოლეტის ეკუთვნის და ის რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ითამაშეს. რეჟისორი კი ლეონიდ ტრუშკინი გახლავთ.

ყაჩაღები“ გაიმართა. გამოფენა მიეძღვნა სანდრო ახმეტელისა და მისი კოლეგების ნათელ ხსოვნას. 2017 წლის 29 ივნისს, 80 წელი სრულდება ახმეტელის და რუსთაველის თეატრის 5 მსახიობის დახვრეტის დღიდან, ამ დღეს დახვრიტეს თეატრის მუზეუმის დამაარსებელი ია ქანთარია, ხოლო ქალბატონები ციმბირში გადაასახლეს.

ცხოვრება თავისი ყველა გამოვლინებით ცდილობს შეცვალოს ადამიანების ბედი და მათი ურთიერთობა – პოლიტიკით, ფორმალიზმით, ბოლოს და ბოლოს სიძულვილითაც კი, რითაც გაჯერებულია თანამედროვე სამყარო; მაგრამ, როცა ღვთაებრივი შემთხვევითობის წყალობით ერთმანეთს ამ ყველაფრისგან თავისუფალი ადამიანები ხვდებიან, იქ წინასწარ განსაჭვრეტი დრამატურგიაც უძლურია. ლაშა თაბუკაშვილის პიესაზე "სადღაც, ცისარტყელას მიღმა“ რუსთაველის თეატრში, რობერტ სტურუა ორმოქმედებიან სპექტაკლს დგამს. რეჟისორის კიდევ ერთ შედევრს მაყურებელი რუსთაველის თეატრში 19, 22 და 23 იანვარს იხილავს.

TOP სიახლეები

გოგა ბარბაქაძე დაღლილ მეუღლეს გემრიელი კერძებით ანებივრებს

ჟურნალ „სარკის“ ახალი ნომრის ერთ-ერთი მთავარი გმირია მსახიობი გოგა ბარბაქაძე, რომელიც საკუთარ ოჯახსა და პროფესიაზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, მეუღლე, ასევე მსახიობი მაია დობორჯგინიძე ახლა უფრო უყვარს, ვიდრე 15 წლის წინ, როცა ოჯახი შექმნეს – „წლები გადის, მაგრამ სიყვარული არ ნელდება, პირიქით, ძლიერდება. როცა ჩვენი პირველი შვილი, გაბრიელი გაჩნდა, უფრო მეტად შეგვიყვარდა ერთმანეთი. როცა ბარბარე […]

სიმღერა პირველ სიყვარულზე – ნუცა ბუზალაძე სადებიუტო ალბომს გამოუშვებს

ახალი ამბავი მის სადებიუტო ალბომს ეხება, რომელიც სულ მალე გამოვა, მისი სახელწოდება კი „ნუცა 22“-ია. ალბომი სამენოვანია, მასში შესული იქნება სულ თერთმეტი სიმღერა, აქედან 4 თავად მომღერალს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი შვიდი - ცნობილ კომპოზიტორებსა და ტექსტის ავტორებს.

ანა ჩირაძე იტალიაში ცნობილ შეფმზარეულთან ერთად ისვენებს (ფოტოები)

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შემსრულებელი, ანა ჩირაძე იტალიაშია. ის რომში ცნობილ შეფმზარეულთან, კონსტანტინე თედელურთან ერთად ისვენებს. საზოგადოებამ მათი ურთიერთობის შესახებ არაფერი იცის და შესაბამისად, უცნობია, ისინი უბრალოდ, მეგობრულ მოგზაურობაში იმყოფებიან თუ რომანტიკულში, თუმცა „ინსტაგრამზე“ ანას მიერ გამოქვეყნებული ფოტოები საკმაოდ რომანტიკული ელფერისაა. ანას ფოტოებში „ინსტაგრამზე“ კონსტანტინესთან ერთად სხვადასხვა სიტუაციაში გადაღებულ რამდენიმე ფოტოს მოძებნით. კონსტანტინე თედელური […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook