რუსკა მაყაშვილი

რუსკა მაყაშვილის პატარა ილია უსაყვარლესი ბიჭია. ბახვა ბრეგვაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც რუსკა ცდილობს, ილიას ბახვას სახელი ათქმევინოს, თუმცა მისი მცდელობა უშედეგოდ მთავრდება. როგორც ჩანს, დედა-შვილი ერთად ძალიან კარგ დროს ატარებს და სასიამოვნო მომენტებს მეგობრებს უზიარებენ.

სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს შეხვდებით, სადაც ნახავთ, როგორ ეთამაშება რუსკა მაყაშვილი საკუთარ შვილს. შეგახსენებთ, რომ მსახიობსა და მის მეუღლეს, სანდრო ნიჟარაძეს, ვაჟი, ილია 2017 წლის ოქტომბერში შეეძინათ. მაშინ რუსკა აღნიშნავდა, რომ მსგავსი ემოცია, რაც შვილის შეძენით განიცადა, არასდროს ჰქონია. რუსკას პატარა წამოიზარდა და დედიკოს, როგორც ჩანს, მასთან და მისით თამაში ძალიან უყვარს.

ჟურნალი HELLO!-ს მარტის ნომრის მთავარი თემა ძლიერი ქალებია. პრიალა ჟურნალის ფურცლებზე ის ქალბატონები მოხვდნენ, ვინც მსოფლიო, თუ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს და სხვადასხვა სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. მკითხველი ხატია ბუნიათიშვილის, ნანა ექვთიმიშვილის და  სოფო ჭყონიას ისტორიებს გაეცნობა. მარტის ნომერში დიდი ადგილი ეთმობა ცნობილ ტელეწამყვანს, ფილანტროპსა და მომავალ პოლიტიკოსს – ოპრა უინფრის. ქალბატონი, რომელმაც […]

კვირის განმავლობაში Facebook-ზე დაპოსტილი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ჩვენს ობიექტივში.

„ნიჭიერის“ ჩაწერები უკვე დაწყებულია. ფილარმონიაში რამდენიმე ტური უკვე დაგეგმილია, რის შემდეგაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირველად ამ მეგაშოუს სეზონი ჩაეშვება. აქამდე „ნიჭიერი“ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა, მაგრამ მცირე ხნის წინ, ამ არხის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერებმა, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ ტელეკომპანია დატოვეს და „იმედზე“ გადაინაცვლეს თავიანთი გუნდითა და პროექტებით, მათ შორის „ნიჭიერით“. „ნიჭიერის“ ჟიურის გაცხადებას დიდი აჟიოტაჟი […]

ცნობილი მსახიობი და წამყვანი, რუსკა მაყაშვილი შვილს ელოდება. სანდრო ნიჟარაძისა და რუსკასთვის ეს პირველი შვილი იქნება. რუსკა „იმედს“ ესტუმრა და თავისი პირადი ამბების შესახებ ისაუბრა. „პირველი თვე საერთოდ არ ვიცოდი, რომ ორსულად ვიყავი. ვიფრინე და ჩამოვედი. მერე გავიგე და ექიმმა მთხოვა, ერთი თვე მაინც ვყოფილიყავი მშვიდად ამდენი ფრენის შემდეგ. ერთი თვე იყო მშვიდი,  დიდხანს ვერ […]

კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა აქტიურად სტუმრობს ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს. მასთან ერთად იქ ბევრი ცნობილი ადამიანიც დადის, რომლებთან გადაღებულ ფოტოებს პროდიუსერი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს ხოლმე. ალაც გამოაქვეყნა რუსკა მაყაშვილთან ერთად აუზზე გადაღებული ფოტო. ტელეწამყვანი და მსახიობი და პროდიუსერი ერთად ირუჯებიან. შეგახსენებთ, რომ რუსკა ორსულადაა. ფოტოს აწერია: „ვემზადებით „იქს ფაქტორის“ ფინალისთვის“.

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი ფეხმძიმედაა. „იქს ფაქტორს“ უძღვება და სიამოვნებით პოზირებს ფოტოკამერების წინ. აღსანიშნავია, რომ ორსული მსახიობი შესანიშნავად გამოიყურება და ამისი დასტური მისი ბოლოდროინდელი ფოტოებია, სადაც მომრგვალებულ მუცელს აჩენს. შეგახსენებთ, რომ მისი მეუღლე სანდრო ნიჟარაძეა, წყვილისთვის ეს პირველი შვილი იქნება. „ფეისბუქზე“ რუსკას მიმართ დადებით კომენტარებს არ იშურებენ: „ძალიან დადებითი და საყვარელია ჩვენი რუსკა“ „ულამაზესი […]

მსახიობი რუსკა მაყაშვილი ფეხმძიმედ არის, თუმცა ამაზე თავად არ საუბრობს და ორსულობას აქამდე საგულდაგულოდ მალავდა. გუშინ "იქს ფაქტორის“ სცენაზე, რუსკა შავი კაბით გამოჩნდა, სადაც მსახიობს მუცელი აშკარად ეტყობა. შეკითხვაზე, არის თუ არა ორსულად, რუსკა მაყაშვილი პასუხობს, რომ ჰყავს ქმარი და ბედნიერია. რუსკას ფოტოს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

TOP სიახლეები

ქართული ბრენდის ნამუშევრების პატენტები ჩინელებმა და რუსებმა გამოუშვეს

ანი ცინცქილაძისა და ანკა ოდიშელიძის ბრენდი „ბლიკვანგერი“ ბოლო წლებია, საინტერესოდ მუშაობს და მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე ყველა სეზონზე ახალ კოლექციებს წარადგენს. ჯემპრები ერთ–ერთი მათი კოლექციიდან ჩინელებმა და რუსებმა მოიპარეს და გამოუშვეს. ამის დასადასტურებლად გოგონებმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნეს. ვითარებაში გასარკვევად დიზაინერ ანი ცინცქილაძეს დავუკავშირდით. „ჩვენი ბრენდის ჩინური პატენტები აღმოვაჩინეთ აქ, თბილისში, რამდენიმე მაღაზიაში იყიდება, ზუსტად ჩვენნაირიც […]

სტუდია “ელენერნა” საახალწლოდ სასიამოვნო სიახლეებს გიმზადებთ

რა სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ სტუდია "ელენერნაში" საახალწლოდ, ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.

გიორგი შენგელაიას, როგორც 60-იანი წლების გამორჩეულ რეჟისორს, საპატიო “ოქროს პრომეთე” გადაეცა

ის ყოველთვის ცდილობდა თავი ახალ ჟანრში მოესინჯა და ქართულ კინოში არსებული პოპულარული ჟანრების არეალი გაეფართოებინა. გიორგი შენგელაია ისეთი ფილმების ავტორია, როგორებიცაა: „ვერის უბნის მელოდიები“, „სიყვარული ყველას უნდა“ და „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook