რუსა ჩაჩუა

მოდელი რუსა ჩაჩუა ბიზნესმენ მეუღლესთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ვენაში გაემგზავრა. მათთან ერთად სამოგზაუროდ, წყვილის მეგობრებიც იმყოფებიან. ვენაში გამგზავრების მიზეზი, რუსას მეუღლის, დიმა ნაფეტვარიძის დაბადების დღეა. წყვილმა იუბილე სწორედ ავსტრიაში აღნიშნა. ორსულმა რუსა ჩაჩუამ მეუღლეს საკუთარ დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო და სასტუმროს ნომერი, ოქროსფერი გულის ფორმის ბუშტებით მორთო. „ყველაზე მეტად მიყვარს ეს დღე, დიმუ მიყვარხარ ტკივილამდე, გილოცავ“ - წერს რუსა სოციალურ ქსელში.

მოდელი და ტელეწამყვანი რუსა ჩაჩუა მეოთხე შვილს ელოდება. მას პირველი ქორწინებიდან გოგონა და ბიჭი ჰყავს, მეორედ კი დიმა ნაფეტვარიძეზე იქორწინა, რომელსაც მანამდე ოჯახი არ ყყოლია. წყვილს პირველი შვილი გოგონა ჰყავს, ახლა კი გაირკვა, რომ მეორე ვაჟი იქნება. ამის შესახებ თავად დიმა ნაფეტვარიძემ დაწერა: „დინამო!. ბიჭია!..“ მის ამ სტატუსს მისი მეუღლეც გამოეხმაურა. რუსამ აღნიშნა: „ვაფრენ შენზე!..“ […]

უმშვენიერესი მოდელი და ტელეწამყვანი, რუსა ჩაჩუა მალე მეოთხე შვილის დედა გახდება. რუსა 3 თვის ორსულია და მეოთხე შვილს, მისი დიდი ოჯახი, სულმოუთქმელად ელის. ტელეწამყვანს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს, აჩო სახვაძესთან ქორწინება მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, ამიტომ პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, ბიზნესმენ და არქიტექტორ, დიმა ნაფეტვარიძეზე იქორწინა, დიმას და რუსას ერთი ქალიშვილი ჰყავთ.

რუსა ჩაჩუას და დიმა ნაფეტვარიძის წყვილი, გუშინ ეკა ხოფერიას შოუს ესტუმრა. დიმა ნაფეტვარიძე, კამერების წინაშე პირველად გამოჩნდა და ისიც იმიტომ, რომ რუსკამ სთხოვა. ბიზნესმენს საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს. რუსამ და დიმამ თავიანთი სიყვარულის შესახებ ისაუბრეს, როგორც მოდელის მეუღლემ აღნიშნა, რუსა ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო. რუსამ "იმედის" ეთერში ხმამაღლა განაცხადა, რომ მეუღლე სიგიჟემდე უყვარს და მის გარშემო ყველას აბედნიერებს.

ცნობილი ქართველი მოდელი, რუსა ჩაჩუა და ტელეწამყვანი, ეკა ხოფერია ზამთრის არდადეგებს გერმანიაში ატარებენ. მშვენიერი მანდილოსნები მიუნხენში, მეგობრებთან ერთად იმყოფებიან. რუსამ სოციალურ ქსელში გერმანიაში დასვენების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, ბედობა მათ გრანდიოზული ვახშმით აღნიშნეს. ცნობილ მანდილოსნებს გერმანიაში მეუღლეებიც ახლავთ.

უმშვენიერესმა ქართველმა მოდელმა რუსა ჩაჩუამ იმიჯი შეიცვალა. მან თმის ფერის და ვარცხნილობის შეცვლა გადაწყვიტა. იმიჯშეცვლილი ფოტო რუსამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც მისი მეგობრების და ინტერნეტმომხმარებლების დიდი მოწონება ხვდა წილად. რატომ მიიღო მომხიბვლელმა მოდელმა იმიჯის რადიკალურად შეცვლის გადაწყვეტილება უცნობია.

უმშვენიერესი მოდელი რუსა ჩაჩუა ზაფხულის დღეებს ესპანეთში ატარებს. მომხიბვლელი რუსა ესპანეთს მეუღლესთან, დიმა ნაფეტვარიძესთან და მეგობრებთან ერთად ესტუმრა. რუსა დასვენების ამსახველ ფოტოებს აქტიურად აქვეყნებს სოციალურ ქსელში. "სილამაზის კორიანტელი ხარ", "სუპერ გოგოები და ბიჭები სუპერ გარემოში" უწერენ მას მეგობრები.

საქართველოში Avon ნომერ პირველი კოსმეტიკური ბრენდია და იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ უფრო გაფართოვდნენ და ახლა უკვე კოსტავაზე ახალი ოფისის ოფიციალურ გახსნაზე მიგვიწვიეს.

ქართველი ლამაზმანი რუსა ჩაჩუა მცირე ხნის წინ მეორედ დაქორწინდა. მისი მეუღლე დიმა ნაფეტვარიძეა. რუსა ინტერვიუებში ხშირად საუბრობს საკუთარ ბედნიერებაზე.

TOP სიახლეები

კიმ კარდაშიანი ქართველი დიზაინერის სამოსით გამოჩნდა

39 წლის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი ამჯერად პაპარაცებმა მაშნ დააფიქსირეს, როდესაც ის მანქანაში ბენზინის ჩასასხმელად გაჩერდა. ჩვენი ყურადღება კი ამ სიახლემ იმით მიიქცია, რომ კიმს ამჯერად ქართველი დიზაინერის სამოსი აქვს მორგებული. ტყავის კომბინიზონი, რომელიც ირაკლი რუსაძის მიერაა შექმნილი ბრენდისთვის Situationist. ეს არის რუსაძის ერთ-ერთი ნამუშევარი 2017-2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის. (ფოტოები)

სალომე ბაკურაძე 36 წლისაა

დღეს სალომე ბაკურაძის დაბადების დღეა. მომღერალს 36 წელი შეუსრულდა. დილიდან მისი ფეისბუქის გევრდზე არ წყდება მისალოცი პოსტები. ერთ-ერთი პირველი, რა თქმა უნდა, მისი მეუღლე, ლაშა ბასლანძე გახლდათ. ლაშამ მეუღლეს დიდი და ულამაზესი თაიგული მიართვა და დაწერა: “მადლობა სამყაროს, რომ შენ გაჩნდი ჩემთვის ამ ქვეყანაზე 💫 მიყვარხარ და ჩემს თავს ვულოცავ შენს დაბადებას! ❤️ იმიტომ, რომ […]

რატომ არ დაპატიჟა ცნობილი სახეები კახაბერ ცისკარიძემ ბათუმში საკუთარი შოურუმის გახსნაზე

1-ელ ივლისს, ბათუმში, კახაბერ ცისკარიძემ პირველი შოურუმი გახსნა. ტანსაცმლის დიზაინს უკვე სამი წელია ქმნის, თუმცა ახლა გადაწყვიტა, რომ ამ საქმეს კიდევ უფრო სერიოზულად მოეკიდოს და ორი ხაზი შექმნა, ერთი – თავისუფალი, ე.წ. ქეჟუალ სტილის სამოსია, მეორე კი უფრო მეტად ექსკლუზიური და სახელობითი. სამოსი ქართული ელემენტებითაა გაჯერებული, თუმცა თანამედროვე ელფერი აქვს მიცემული, ისევე, როგორც კახაბერის მუსიკას. […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook