რეზო და ბავშვები

პოპულარული ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ „სფეისჰოლში“ გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადებიან. რეპეტიციები უკვე დაწყებულია. ბიჭები ყოველდღიურად ემზადებიან და თავიანთი რეპერტუარიდან სხვადასხვა სიმღერის ახლებურ ვერსიებსაც ამუშავებენ. კონცერტზე მოსულ მსმენელს დიდი სიურპრიზი ელის. რეპერტუარში იქნება ირაკლი ჩარკვიანის „მენატრება“, რომლის საკუთარი ვარიანტი მუსიკოსებმა უკვე დაამუშავეს. შეგახსენებთ, რომ კონცერტი 8 მარტს გაიმართება „სფეისჰოლში“. ბილეთები უკვე იყიდება. ჯერჯერობით მათი ფასი 20 ლარია, […]

ფორტუნა პლუსის ეთერი გადაცემა „ექსკლუზივის“ შემდეგ სოციალურ ქსელში გადაინაცვლებს. ახალი გადაცემის ფორმატი ასევე მოიცავს ხანმოკლე ინტერვიუს შემსრულებლებთან. ისინი ახალ პროექტებსა თუ სიმღერის პრემიერებზე ისაუბრებენ.

19 ნოემბერს, კლუბში „10/11“ პოპულარული ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ დაუკრავს. მისი წევრები საღამოსთვის აქტიურად ემზადებიან. ახლახან გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც „ფეისბუქ“-მომხმარებლებს ახალი სიმღერის ერთგვარი მონახაზი წარუდგინეს. სიმღერის სახელწოდებაა „ბავშვური თამაშები“ და მისი პრემიერა სწორედ 19 ნოემბრის კონცერტზე შედგება. კომენტარებში, რომელიც ჯუგუფის ლაივ-ვიდეოს მოჰყვა მათი თაყვანისმცემლებისგან, წერენ, რომ მალე, სავარაუდოდ, ახალი ჰიტი გამოცხვება. „რეზო და ბავშვები“ სიმღერის […]

მომღერალი ახალ კლიპს იღებს. სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, არანჟირება კი არჩილ ვანიშვილმა გაუწია. გადაღებისთვის უკვე თვეზე მეტია ემზადება და ყველაფერი, რასაც კი კლიპში დაინახავთ, მისივე ხელით არის შექმნილი. ქრისტინემ დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა მაგრამ გარკვეული ინტრიგა მაინც დაგვიტოვა. მის გარდა კლიპში კიდევ ორი გოგო მიიღებს მონაწილეობას რომლის ვინაობასაც არ ამხელს... ისინი კლიპში დაფარული სახით იქნებიან წარმოდგენილი.

„რეზო და ბავშვების“ სოლისტი რეზო ბლიაძე ახალ ვიდეორგოლზე გვესაუბრება, რომელმაც „იუთუბზე“ უკვე საკმაო რაოდენობის ნახვა დააგროვა. მისი სახელწოდებაა „მევასები ძალიან“. რეზო ბლიაძე: ეს სიმღერა 4 წლის წინ დაიწერა. პრემიერა შედგა „პროფილში“. ეს ვიდეო გარკვეული პერიოდის განმავლობაში იდო „იუთუბზე“, ერთ დღეს კი გაქრა. ინტერნეტში დარჩა მხოლოდ ფოტოებით აწყობილი ვიდეო, რომელსაც უბრალოდ ეწერა სიმღერის სახელწოდება. ხალხი ისმენდა […]

რეზო და ბავშვები ის ქართული ჯგუფია, რომელმაც მსმენელის გულის დაპყრობა, მოკლე ხანში მოახერხა. მათი სიმღერები ძირითადად სოციალურ თემატიკაზეა მორგებული. ისინი ინერნეტ სივრცეში, დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ჯგუფი გასული წლების განმავლობაში, არაერთ გადაცემაში თუ ლაივ კონცერტზე გამოჩნდა. სწორედ ერთ-ერთ შოუში გაჟღერებული სიმღერა "მევასები ძალიან" რომელიც ჟურნალისტ თამუნა მუსერიძეს მიუძღვნეს, პოპულარული გახდა და გადაწყვიტეს კლიპიც გადაეღოთ, სადაც არაერთი ცნობილი ქართველი სახე იღებს მონაწილეობას.

ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ 18 აგვისტოს, პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, კონცერტს გამართავენ. კონცერტზე დასწრება თავისუფალია. კონცერტთან დაკავშირებით, 18 აგვისტოს, სასტუმრო „მგზავრებში“ პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს დაგეგმილ კონცერტზე და სამომავლო გეგმებზე. ჯგუფის ხელმძღვანელის, რეზო ბლიაძის განცხადებით, კონცერტზე შედგება მათი ბოლო ანიმაციური კლიპის, „ველოსიპედის“ პრეზენტაციაც, რომელიც სტუდიამ „ველოსიპედი“ დაამზადა, ხოლო ტექსტისა […]

თუ თქვენი თამუნა ზოგჯერ მაიკოა, ან პირიქით, ესეიგი ამ ვიდეო რგოლში საკუთარ თავს აუცილებლად ამოიცნობთ. თამუნების და მაიკოების მონაცვლეობა ხომ ქართული რეალობისთვის არც თუ ისე უცხო ხილია. ეს ჯგუფი კი სწორედ იმაზე მღერის, რაზეც ჩვენი სოციუმი ლაპარაკობს. "რეზო და ბავშვები" ახალი მუსიკალური რგოლის პრემიერისთვის ემზადებიან. "თამუნა, შენა ხარ ჩემი მაიკო" - ასე ჰქვია ვიდეოს, რომელიც მუსიკოსების წინა ნამუშევრის "მეგობაროს" ერთგვარი გაგრძელებაა. ბენდმა ვიდეო სერიალის გადაღება გადაწყვიტა.

ჯგუფი "რეზო და ბავშვები“ ახალ, რიგით მეორე კლიპს იღებს. როგორც მათმა სოლისტმა, რეზო ბლიაძემ გვითხრა, აპირებენ, ვიდეორგოლები ერთმანეთს იდეურად დაუკავშირონ და რაღაც სერიალის მსგავსი გადაიღონ. შესაბამისად, მეორე კლიპი პირველის გაგრძელება იქნება…

TOP სიახლეები

ფოტოგალერეა: ნეკა დოროყაშვილმა სხეულის იდეალური ფორმები გამოაჩინა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, მოდელი ნეკა დოროყაშვილი ამჟამად ზღვისპირეთში ისვენებს. ნეკა “ინსტაგრამის” მიმდევრებს საკმაოდ თამამი ფოტოებით ანებივრებს. ახლახან მანნ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც სხეულის იდეალურ ფორმებს წარადგენს. ერთ-ერთ ფოტოზე მას უწერია – “დამიბრუნე უკან”. შეგახსენებთ, რომ ნიკა ბასილაშვილი და ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდნენ და ახლა მათ შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. ნიკა ბასილაშვილმა პირადი უკვე მოიწყო […]

ფოტო: შორენა ბეგაშვილს 38 წელი შეუსრულდა

ცნობილი მსახიობი, მოდელი და ტელესახე შორენა ბეგაშვილი 38 წლისაა. მას დღეს, 8 ივლისს აქვს დაბადების დღე. შორენამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ულამაზესი წითელი კაბა აცვია და მოლოცვებს სიამოვნებით იღებს. გვიან ღამით მას დაბადების დღე წითელი ბუშტებითა და ტორტით მეგობრებმა მიულოცეს. “ინსტაგრამზე” მსახიობმა განათავსა ვიდეო, სადაც თითზე ლამაზ ბეჭედსაც გვაჩვენებს. როგროც ჩანს, ეს მისი დაბადების დღის საჩუქარია. […]

ვიდეო: ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად

ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. ის და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე გოგონას ზრდიან და თან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ. ჯანეტი ნოეს გადაღებებზე დაჰყვება შვილთან ერთად. ახლახან მან ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავის პატარა გოგონას ეფერება. (ფოტოები/ვიდეო)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook