რეი ბანი

ბრენდი "რეიბანი" მთელს მსოფლიოში ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „Ray-Ban-ის სერტიფიცირებული" გამყიდველი, რაც ეხმარება თავად ბრენდს და მის დისტრიბუტორს სიყალბეების წინააღმდეგ ბრძოლაში და, უპირველეს ყოვლისა, იცავს მომხმარებლის ინტერესებს, აძლევს რა მას ნათელ, ღია და ოფიციალურ ინფორმაციას, თუ რომელი ოპტიკური ქსელი არის Ray-Ban-ის სერტიფიცირებული გამყიდველი.

TOP სიახლეები

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი გაბედნიერდა (ფოტოები)

რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, თინათინი გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილი გახლავთ. წყვილმა ჯვარი 22 ივნისს დაიწერა. ულამაზესი პატარძლის მშობლები მეორე დღეა, მილოცვებს იღებენ. აღსანიშნავია, რომ შვილის ქორწილში შესანიშნავ ფორმაში იყო მანანა კოზაკოვა, რომელმაც ამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. შეგახსენებთ, თინათინიც ხელოვნების სფეროშია დაკავებული. ის მოცეკვავეა და „სუხიშვილების“ ანსამბლში ცეკვავს. […]

ილიკო სუხიშვილი და ბექა გოჩიაშვილი საპროტესტო აქციაზე (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

ხატია ბუნიათიშვილი 28 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს აანონსებს. ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე მუსიკოსმა განათავსა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან მოხარულია, რომ 28 სექტემბერს თბილისში კონცერტი ექნება. ღონისძიება ჩანიშნულია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკლაურ ცენტრში. ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. „ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები ჩემს ქალაქს“.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook