ქუჩის ბიჭები

ამ ჯგუფს რამდენიმეწლიანი პაუზა ჰქონდა, თუმცა ისინი ამ ეტაპზე მსმენელს ბევრი სიახლით ანებივრებენ. რთული მისახვდრი არ იქნება, თუ ვისზე ვსაუბრობთ. საუბარი „ქუჩის ბიჭებზე“ გვაქვს, რომლებმაც 5 წლის შემდეგ ახალი მუსიკალური კლიპი „მაპატიე“ წარმოადგინეს.

"ქუჩის ბიჭების“ წევრების პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი, ყოველთვის დიდია და აღსანიშნავია, რომ ამ ინტერესს თავად მომღერლები იწვევენ. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, პაატა ხაჩიძე ამ მხრივ ყოველთვის გამონაკლისი იყო, მან 9 წლის წინ, ლილე გულორდავაზე იქორწინა, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს და ისინი დღემდე სტაბილურ ოჯახად ითვლებოდნენ.

"პირველად სტამბულში, ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" და ზალიკო ბერგერი გთავაზობთ გრანდიოზულ შოუ-პროგრამას ქართველი ემიგრანტებისათვის. კონცერტი გაიმართება იახტაზე, რომელიც გავა და მოივლის ბოსფორის სრუტეს. დაწვრილებითი იმფორმაციისათვის და ბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე. ტელ : +905312284048“-წერს ხაჩიძე. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს "ქუჩის ბიჭები“ და ზალიკო ბერგერი ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტებს ხშირად მართავენ"

"ბოლო წლებმა და გაჭირვებამ უამრავი ქართველი გადახვეწა სხვა ქვეყნებში სარჩოს მოსაპოვებლად. მე სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი და დავუმეგბრდი. მათი უმრავლესობა ძალიან გაიზარდა იმ პროფესიაში სადაც მუშაობს. ნეტა თუ მოვესწრები საქართველოს მთავრობაში ერთხელ მაინც მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, ვინც ამ კარგ და კვალიფიციურ ხალხს დაასაქმებს ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისი ანაზღაურებით.

"ქუჩის ბიჭებმა“ და აჩიკო მეფარიძემ, გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ორი დღის წინ კონცერტი გამართეს. საღამოს წამყვანი, დიზაინერი აჩიკო მეფარიძე იყო. შემოქმედებითი კოლექტივი გერმანიაში ზურა ხაჩიძის მეგობრის, სოფო ჭალაგანიძის მიწვევით გაემგზავრა. ღონისძიებას დაახლოებით 600 ადამიანი დაესწრო, რომელთა უმეტესობა ემიგრანტები იყვნენ.

დღეს გერმანიაში ქართველი მომღერლების, აჩიკო მეფარიძის და "ქუჩის ბიჭების" კონცერტი გაიმართება. ქართველების კონცერტი ქალაქ კარლსრუეში ჩატარდება და ღონისძიების წამყვანი, ზალიკო ბერგერი იქნება.

"ქუჩის ბიჭები" წლების შემდეგაც ინარჩუნებენ პოპულარობას. ჯგუფი რამდენიმე წელია აქტუალობას არ კარგავს და ქართულ შოუბიზნესში საპატიო ადგილი უჭირავს. თავბრუდამხვევი წარმატება, ფანების სიმრავლე, ბევრი კონცერტი და აპლოდისმენტები - "ქუჩის ბიჭები" სრული შემადგენლობით დაუბრუნდა ქართველ მსმენელს. ბიჭებმა თბილისში საღამოც გამართეს, საკუთარი რეპერტუარიდან ახალი და ძველი ჰიტები შეასრულეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ქართველი მსმენელი დიდი სიხარულით ელოდება მათგან სიახლეებს.

მომღერალი ლელა წურწუმია გუშინ იუბილარი იყო. ქართული ესტრადის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი, 47 წლის გახდა. ლელას სოციალურ ქსელში დაბადების დღე, უამრავმა ცნობილმა ადამიანმა და თაყვანისმცემელმა მიულოცა. თბილი სიტყვები მისთვის არავინ დაიშურა. ყველაზე ორიგინალურები აღმოჩნდნენ "ქუჩის ბიჭები" და ზურა დოიჯაშვილი, მათ აკაპელაში "რა ლამაზი დღეას" განსხვავებული ინტერპრეტაცია იმღერეს და ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში ატვირთეს.

ჯგუფი “ქუჩის ბიჭები” მსმენელს სიახლეებს ჰპირდება. იანვრის ბოლოს ატლანტიდან თბილისში დაბრუნდება ჯგუფის წევრი, გურამიკო ლომიძე, რომელიც ბიჭებთან ერთად ახალ სიმღერებს ჩაწერს. როგორც “ქუჩის ბიჭების” წევრი, ირაკლი ნოზაძე აცხადებს, ახალი სიმღერები უკვე დაწერილია და ისინი გურამიკოს ელოდებიან. გურამ ლომიძე ბოლო წლების მანძილზე ატლანტაში ცხოვრობს და მუშაობს. მან ივანა მელაიზე იქორწინა და წყვილს პატარა ქალიშვილიც შეეძინა.

TOP სიახლეები

“ძალიან მინდა ამ ხალხისთვის მადლობის გადახდა” – გიო ხუციშვილი კონცერტისთვის ემზადება

29 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გიო ხუციშვილის შემოქმედებითი საღამო და ვარსკვლავის გახსნა გაიმართება. “ეს ვარსკვლავი ეკუთვნის მთელ ჩემ თაობას. ძალიან გახარებული ვარ, ძალიან მინდა ამ ხალხთან შეხვედრა და მადლობის თქმა ყველაფრისთვის. ჩემს მსმენელს ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს”, – ამბობს ის ტელეკომპანია პირველთან. გიო ხუციშვილი მძიმე დაავადებას ებრძვის, თუმცა, როგოც მცირე  „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, […]

კოსტა და სოფო „მხოლოდ ქართულიდან“: „გამარჯვებაზე არც ერთი არ ვფიქრობთ!..“

კონსტანტინე კარანაძე და სოფო ბათილაშვილი რადიო „ფორტუნას“ ლაივის მეორე დღეს ესტუმრნენ. „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეები გადაღლილები არიან, რადგან მათთვის კონკურსის კიდევ ერთი დღე გულდასაწყვეტი აღმოჩნდა, როცა „მხოლოდ ქართული“ მისმა ერთმა მონაწილემ, შოთა ლეგაშვილმა დატოვა. სამი საათი გიძინიათ მხოლოდ… სოფო: ძილმა გამოგვიცხადა ბოიკოტი დიდი ემოციების გამო, დაღლილობის, დიდი ემოციების გამო. შოთა ჩენი მეგობარია პირველი კასტინგის მერე. გრძნობ, […]

“ოქროს ტალღის” დღიურები – გიგი ადამაშვილი

"ოქროს ტალღის" დღიურები - გიგი ადამაშვილი

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook