ქეთი მელუა

ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე სოციალურ ქსელში ექსკლუზიურ ფოტოს და ამბავს ავრცელებს. როგორც ის წერს, მან გონიოსკენ მიმავალ გზაზე ქეთი მელუა დაინახა, რომელიც ამ ულამაზეს მანქანაში იჯდა. როგორც შევიტყვეთ, მომღერალი საქართველოში კლიპს იღებს. ზაქარია წერს: „სანამ ვინმე დამასწრებს, მოგიყვებით. მოვდიოდი გონიოში და აბა ვინ დავინახე ? ქეთი მელუა ❤ ახალ კლიპს იღებს. ასე გამარაგებთ ახალი ამბებით ვარსკვლავებზე. […]

ქეთი მელუას ახალი ალბომი 16 ოქტომბერს გამოვა. დისკზე დიდ ბრიტანეთში მოღვაწე მომღერალმა საქართველოში იმუშავა. ალბომში ათი კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ჯერჯერობით ევროპაში დაგეგმილი ყველა კონცერტი, რომელიც საშემოდგომოდ იყო ჩანიშნული, გადაიდო, ამიტომაც ქეთის თაყვანისმცემლებთან ურთიერთობა და ახალი ალბომის რეკლამირება მხოლოდ ინტერნეტისა და მედიის საშუალებით მოუწევს. ახალი ვიდეოკლიპი სიმღერაზე Airtime არის გადაღებული. მისი პრემიერა “იუთუბზე” 24 ივლისს შედგა. […]

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებელი, ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას დაეხმარება და მხარდასაჭერ კონცერტს გამართავს, რითაც მათთვის თანხას შეაგროვებს. როგორც ქეთიმ ახლახან გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ კოვიდ–19–ის პანდემიისას შთამბეჭდავად იმუშავა. (ვიდეო)

ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ალბომზე მუშაობს. მან ახალხან ქეთი მელუასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:„ დროა, გავამჟღავნოთ ზოგიერთი საიდუმლო… ეს მშვენიერი და ნიჭიერი მუსიკოსი ჩემი ახალი ალბომის სტუმარი იქნება. დიდი მადლობა ჩემს სუპერგმირს, ნიკოლოზ რაჭველს არაჩვეულებრივი მუსიკის შექმნისთვის. დამატებით ინფორმაციას მალე მოგაწვდით…“

ქეთი მელუა სოციალურ ქსელში ახალ ტურნეს აანონსებს, რომელიც 45 კონცერტს მოიცავს. ცნობილი მომღერალი თაყვანისმცემლებს ასევე უზიარებს საინტერესო სიახლეს, რომ მალე გამოიცემა ალბომი, სადაც მის და გორის ქალთა გუნდის ლონდონური ლაივკონცერტის ჩანაწერები შევა. „ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს ბენდთან ერთად 2020 წელს ახალ ტურნეს ვიწყებ. 45 კონცერტი დიდ ნრიტანეთში, ირლანდიასა და ევროპაში! ბილეთები 22 ნოემბრიდანნ იქნება ხელმისაწვდომი. […]

ქეთი მელუა გორის ქალთა კამერული გუნდთან ერთად ისევ იწყებს ევროპულ ტურნეს. მათთან ერთად გამოცემული ალბომი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და კონცერტებზე მოთხოვნა დიდია, შესაბამისად, მორიგი ტურნე უკვე დაიგეგმა. 37 კონცერტი ევროპის 37 ქალაქში გაიმართება, 12 ქვეყანაში. კონცერტები ოქტომბრის ბოლო კვირიდან დაიწყება და დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. პირველი ტურნე 2016 წელს შედგა, ორი წლის შემდეგ კი ქეთი […]

ქეთი მელუამ „თბილისის ცის ქვეშ“ – პროექტის ფარგლებში კონცერტი ევროპის მოედანზე გამართა. 16 სექტემბერს, როდესაც ის ბენდთან ერთად სცენაზე იდგა, მომღერალის დაბადების დღეც გახლდათ, რომელსაც სამშობლოში შეხვდა. სცენიდან ქეთის დაბადების დღე მიულოცეს, რამაც, როგორც ჩანს, მომღერალს გული აუჩუყა. მან სოციალურ ქსელში მილოცვის სიმღერის ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა: „ეს მართლა მოხდა?! თბილისო, შენ იცი, როგორ უნდა […]

თბილისის ცის ქვეშ უკვე არაერთი მუსიკოსი ხმამ გაიჟღერა. ამჯერად ევროპის მოედანზე მელომანებს ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებელი ქეთი მელუა შეხვდა. მსმენელის წინაშე ის ბრიტანულ ბენდთან ერთად წარსდგა, რომლებმაც ძველი და ახალი ჰიტები შეასრულეს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბენდის ერთ-ერთი წევრი თავად მომღერლის ძმა ზურაბ მელუა გახლდათ.

ქეთი მელუას კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ 23 ივლისს გაიმართა და ანშლაგით ჩაიარა. ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ქეთის შემოქმედების თაყვანისმცემლები მისი რეპერტუარის მოსასმენად შეიკრიბნენ. ქეთი ბათუმში კონცერტამდე ორი დღით ადრე ჩაფრინდა და დააანონსა, რომ „ძალიან ძლიერი“ კონცერტის გამართვას აპირებდა. მისი გულშემატკივრები გუშინდელი გამოსვლით კმაყოფილები დარჩნენ, ქეთიმ კი ქართველ მსმენელს სცენიდან დიდი სიყვარული აუხსნა. მუსიკოსი თავის ბენდთან […]

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook