ქეთი ხატიაშვილი

ცნობილი ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი, ქეთი ხატიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გაიცნო, შეყვარებულია. მისი რჩეული პოპულარული და ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური ქართველი მორაგბე, დავით კაჭარავაა. წყვილი გრძნობებს აღარ მალავს და „ინსტაგრამზე“ ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებენ. დათოსა და ქეთის ამ რომანამდე ოჯახები ჰქონდათ და მეუღლეებს გაშორებულები არიან. ორივეს პირველი ქორწინებებიდან შვილები ჰყავთ. (ფოტოები)

აზერბაიჯანის დედაქალაქში „ფორმულა 1“ გაიმართა, სპორტული ღონისძიების გარდა ყოველ საღამოს რამდენიმე დღის განმავლობაში დამსწრე საზოგადოებას მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებზე დასწრების საშუალება მიეცა, მათ შორის იყვნენ მერაია ქერი, ნიკოლ შერზინგერი და ჯგუფი „Black Eyed Peas“. მაყურებლებს შორის ბევრი ქართველი იყო, მათ შორის ქართველი გოგონები – ნუკა ყარალაშვილი, ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები, მანიკა ასათიანი, ქეთი ხატიაშვილი. მათ ჯგუფის […]

ტელეწამყვანის და ტანმოვარჯიშის, ქეთი ხატიაშვილის ცხოვრებაში რთული პერიოდი არაერთხელ დამდგარა. ქმარს გაშორდა და მარტოხელა დედის სიმძიმეები თავად იტვირთა, შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რამდენიმე თვის წინ კი მამა გარდაეცვალა.

ტანმოვარჯიშემ და ტელეწამყვანმა, ქეთი ხატიაშვილმა გადაწყვიტა ტანვარჯიშის აკადემიის გახსნა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი, სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა. აკადემია 1 თებერვალს გაიხსნება და იქნება როგორც პროფესიონალური, ასევე მოყვარულთა ჯგუფები, სადაც ბავშვები სპეციალურად მათთვის შექმნილ პროგრამას შეისწავლიან. როგორც ჩანს, საზოგადოება ამ ამბავმა გაახარა "წარმატებები ქეთი, აქამდეც უნდა გაგეკეთებინა", "რა მაგარია,ძალიან გამიხარდა" - წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.

ტანმოვარჯიშე და „იმედის დილის“ ერთ-ერთი წამყვანი ქეთი ხატიაშვილი დუბაიში ისვენებს. ის იქ თავის გოგონასთან ერთად იმყოფება და აშკარად ძალიან კარგად ატარებს დროს. ეს „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოებიდანაც ჩანს. ქეთი წერს, რომ ბედნიერი შვებულება აქვს. ტელესახე თავისი უნაკლო სხეულის დემონსტრირებასაც არ ერიდება. დუბაიში გადაღებული ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ ტანმოვარჯიშე მუდმივად შესანიშნავ ფორმაშია.

„იმედის დილის“ მშვენიერი წამყვანები ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან. მანიკა, თაკო და ქეთი ხშირად ატარებენ თავისუფალ დროს ერთად. გუშინ დილის გადაცემის ჟურნალისტმა, ნატა ტაბიძემ სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც ქეთი ხატიაშვილი და თაკო ჩორგოლაშვილი ჩა ჩა ჩას საკუთარ ვერსიას ცეკვავენ. გოგონების მხიარულმა ვიდეომ მათი მეგობრები გაამხიარულა.

მისი ამბავი ცოტა არ იყოს და ჰოლივუდური ფილმიდან ამერიკულ ოცნებას ჰგავს. მაშინ როცა ”ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-3 სეზონისთვის მე-13 მონაწილისთვის კონკურსი გამოცხადდა, ბევრი იფიქრა თუ არა ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილმა საკონკურსო ვიდეორგოლი გააგზავნა, მოცეკვავის სტატუსი მოირგო და აღნიშნული ციფრი მისი წარმატების გარანტია აღმოჩნდა - მან პროექტი მოიგო.

როგორ შეცვალა პროექტმა "ცეკვავენ ვარსკვლავები" ქეთი ხატიაშვილისა და მისი შვილის ცხოვრება?!

მანიკა ასათიანი, თაკო ჩორგოლაშვილი, სალომე შანშიაშვილი და ქეთი ხატიაშვილი. "იმედის“ ლამაზმანები კვირის ბოლოს დილის გადაცემის ეთერში იკრიბებიან და მაყურებლის მზერას ატკბობენ, ქალებისთვის საინტერესო ამბებს ჰყვებიან და თავადაც მშვენივრად ერთობიან ამ ყველაფრით.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook