ქეთი გომართელი

მცხეთაში მდებარე რესტორანი „ბაგინეთი“ ახალი წლის შესახვედრად უკვე მზად არის. 31 დეკემბრის ღამით ბაგინეთში მისული სტუმრების განწყობაზე ქეთი გომართელი, ოთო ბერიშვილი, თორნიკე ტატიშვილი და მაიკო ლომსაძე იზრუნებენ.

ამ ძველი და ყველასათვის საყვარელი სიმღერის ახლებური ვერსიით გაჟღერება ქეთი გომართელმა და ლექსენმა ერთობლივი ძალებით გადაწყვიტეს, ჰიტი ძალიან საინტერესო გამოვიდა და მომღერლებმა მისი გაზიარება მეგობრებისთვის საკმაოდ მშვიდ გარემოში გადაწყვიტეს. მათი მეგობრების სიაში კი ჩვენც აღმოვჩნდით.

სიმღერა, რომელიც მუდამ ჩვენს გონებაშია და ნებისმიერ ადგილას ვღიღინებთ, ქეთი გომართელმა ახლებური ვერსიით შემოგვთავაზა. საუბარი ჯგუფი სახეს ერთ-ერთ პოპულარულ ნამუშევარზე, „როგორ მინდა მოგეფეროზე“ მაქვს.

„როგორ მინდა მოგეფერო“ ჯგუფ „სახის“ რეპერტუარიდან ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერაა. როგორ შეასრულებდა მას ქალი? ეს კითხვა საკუთარ თავს ქეთი გომართელმა დაუსვა და პასუხიც მალევე იპოვა, თავად ჩაწერა სიმღერა, არანჟირებისთვის კი მის ავტორს, დათო ფორჩხიძეს მიმართა. 29 აპრილს კინო „რუსთაველში“, ქეთი გომართელმა კოლეგები და ჟურნალისტები სიმღერის ახლებურ ვერსიაზე გადაღებული თამამი კლიპის პრეზენტაციაზე შეკრიბა. პრემიერა ტელეწამყვან […]

მომღერალი ქეთი გომართელი, ცნობილ კლიპმეიკერთან, ნესტან სინჯიკაშვილთან ერთად, ახალ ვიდეორგოლზე მუშაობს. ქეთიმ „სახის“ ძველი პოპულარული სიმღერა, „როგორ მინდა მოგეფერო“ შეარჩია და მისი ახალი, ქავერ-ვერსია სიმღერის ავტორთან, დათო ფორჩხიძესთან ერთად გააკეთა. სიმღერა „ბრავოში“ ჩაიწერა. კლიპში ქეთის საკმაოდ საინტერესო იმიჯი აქვს, რომელზეც ჯორჯ ვან დე კამპმა იმუშავა. კლიპის პრემიერა აპრილის ბოლოსთვის იგეგმება. (ფოტოები)

TOP სიახლეები

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი პალტო აცვია (ვიდეო)

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ ბრენდისთვის „Anouki“ შექმნილი ბრჭყვიალა პალტო აცვია. შესაბამისი ვიდეოები თავად დიზაინერმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ქლოემ მბზინავი პალტო ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოირგო. ქართველი დიზაინერებით კარდაშიანების ოჯახი საკმაოდ დაინტერესებულია. კარდაშიანებს ხშირად აცვიათ დემნა გვასალიას კოლექციიდან ნამუშევრები. გარდა ამისა, კორტნი კარდაშიანმა გიორგი ქებურიას თხელი სათვალეებიც მოირგო არაერთხელ. ქართველი დიზაინერები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში დემნა გვასალიას […]

შიშველმა თამო ვაშალომიძემ ინტიმურ ადგილებზე ხინკლები აიფარა (ფოტო)

თამო ვაშალომიძე პროვოკაციული ფოტოსესიებით აქამდეც ანებივრებდა თაყვანისმცემლებს. ახლახან სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფოტო განათავსა, სადაც სრულიად შიშველს ინტრიმურ ადგილებს ხინკლები უფარავს და ხინკალს მიირთმევს. მოწონების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, თამოს მორიგმა ექსპერიმენტმა გაამართლა. როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძემ მიბაძა სამანტას პერსონაჟს ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“, როდესაც სამანტა თავის შეყვარებულს ელოდება და შიშველ სხეულზე სუშის დაიწყობს, თუმცა სუშის […]

ნიკოლოზ ხომასურიძე ახალ ფილმზე მუშაობს

ნიკოლოზ ხომასურიძე კი ის რეჟისორია, რომელიც ქართული გენის წარმოჩენის სადარაჯოზე დგას და „ექვთიმე თაყაიშვილი ღვთის კაცის“ შემდეგ ფილმის, სახელწოდებით „საქართველო“, გადაღებებს იწყებს. მხატვრული ფილმი ქართულ ცეკვაზე, სიმღერასა და ღვინის უძველეს, 8000 წლიან ისტორიაზე მოგვიყვება.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook