ქეთი ჩხიკვაძე

4 დღიანი მოდური დღეები კი ქეთი ჩხიკვაძის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებით დაიხურა. ამჯერად დასკვნით ღონისძიებას თანამედროვე მუზეუმმა უმასპინძლა. დიზაინერმა კი, წარმოდგენილი კოლექცია ბუნების დაცვის პოპულარიზაციას მიუძღვნა და ქსოვილების ფერებიც, ბუნებისა და ეკოლოგიის მიხედვით შეარჩია.

დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის ფერადი კოლექციით თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი დაიხურა. ეს არის კოლექცია, რომელიც მან პარიზში მცირე ხნის წინ წარადგინა, ახლა კი მისი ნახვა თბილისის მოდის კვირეულის ქართველ და უცხოელ სტუმრებს, საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებსა და ბაიერებს შეეძლოთ. ქეთი ჩხიკვაძის კოლექცია ზურაბ წერეთლის მუზეუმში ვიხილეთ, შესაბამისი ინსტალაციის ფონზე, რომელიც მოდის კვირეულის წლევანდელ […]

ქართველმა დიზაინერმა ქეთი ჩხიკვაძემ პარიზში 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ულამაზესი ჰაეროვანი კოლექცია, სადაც მწვანე, თეთრ, წითელ ფერებთან ერთად ნამდვილი მრავალ-ფეროვნებაა. ქეთი ჩხიკვაძის ნამუშევრებს დიდი აღტაცებით შეხვდნენ საქართველოში. სოციალურ ქსელში მისი კოლექცია ძალიან აქტუალურია. შეგახსენებთ, რომ დიზაინერი 21 ოქტომბერს თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონს დახურავს. (ფოტოები)

Fashion time - სეზონის ტრენდები დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძისგან

ქართველმა დიზაინერმა, ქეთი ჩხიკვაძემ საკუთარი კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა. ფოტოებს ჩვენებიდან დიზაინერის ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი ავრცელებს. პოდიუმზე 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია გამოიტანა. ულამაზესი კოლექციიდან საინტერესო ნიმუშებს გთავაზობთ. დიზაინერმა მალინისფერი, ვარდისფერი, შავი, მწვანე, თეთრი ფერები გამოიყენა. ოვერსაიზ მოდელები იმავდროულად კლასიკურიც არის. ჩვენების ბოლოს ქეთი თავად გამოვიდა პოდიუმზე და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა… (ფოტოები)

თბილისის მოდის კვირეულის ოთხდღიანი მარათონი 22 აპრილს ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურა. მისი პერფორმანსი შეფასდა, როგორც ყველაზე განსხვავებული, მოდის კვირეულის ამ სეზონის განმავლობაში. ქეთი ჩხიკვაძე, დიზაინერი: კოლექცია უნდა ყოფილიყო ცოტა მხიარული, მაქსიმალურად ვეცადე, რომ შავი ფერი არ გამომეყენებინა, ძველი კოლექციების დეტალებიც იყო გამეორებული ახალ სტილისტიკაში. ჩვენების ინსპირაცია იყო ჩვენი ფრანგი კონსულტანტისა და ახლო მეგობრის შემოთავაზება. უდიდესი […]

TOP სიახლეები

ია ფარულავა ძველ სლოგანს იხსენებს: „ვისაც რისი *რაკი გვაქვს ის გვაცვია“

მსახიობი, ია ფარულავა კვლავ არ ერიდება თამამი განცხადებების გაკეთებას და სოციალური ქსელის მეშვეობით იმ ადამიანებს ეხმაურება, რომლებიც მის მიმართ ჩაცმულობის გამო კრიტიკულები არიან. მსახიობი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი მას ჭკუას არიგებს: „ჭკუას მარიგებენ – ამდენი ყვავილები სამოსზე ამდენი გუჩი და დოლჩე არ გინდა ტეხავს-ო ვინ გეკითხებათ ნეტა? ალბათ, დაგავიწყდათ ჩემი ძველი სლოგანი – ვისაც რისი […]

ღვთაებრივი ოქროს ბურთები – კაფე “პონპონჩიკის” მრავალფეროვანი შეთავაზება მომხმარებელს

ღვთაებრივი ოქროს ბურთები - კაფე "პონპონჩიკის" მრავალფეროვანი შეთავაზება მომხმარებელს

ოთო ნემსაძე „დორსში“ 21 ტებერვალს კონცერტს გამართავს

ოთო ნემსაძე „დორსში“ კონცერტს მართავს. ღონისძიება 21 თებერვალს, საღამოს ათ საათზეა დაგეგმილი. კონცერტის წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იქნება. ოთოს სცენაზე შეუერთდებიან მომღერლები და კოლეგები, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, თიკა ამხალდიანი, გოგა მესხი, ზურა მოსიავა, მებო ნუცუბიძე. ოთო შეასრულებს სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტებს. შეგახსენებთ, რომ ოთო ამჟამად „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობს და „ევროვიზიის“ საგზურისთვის იბრძვის. მუსიკალური […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook