ქართველი მომღერლები

პროექტი „ოქროს ტალღა“, წელს იუბილარია. რადიოჰოლდინგ „ფორტუნამ“ პროექტი ზუსტად 5 წლის წინ დააარსა. ღონისძიება კი ყოველ წელს, უფრო მასშტაბურ და საინტერესო სახეს იძენს. წელს სპეციალურად ოქროს ტალღისთვის საქართველოს ორგზის გრემის მფლობელი, ლიზა ფიშერი ეწვევა.

ამჯერად ფონდის დახმარება რუსუდან კვირიკაშვილს სჭირდება, რომლის მკურნალობისთვის 200 000 ლარია საჭირო. სწორედ ამიტომ, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მორიგი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ჯგუფი "თბილისის" დაშლის შემდეგ ბექა გელენავა მუსიკალურ სფეროს სიახლეებით უბრუნდება. ის ლუკა მაჩაბლიშვილთან ერთად ერთობლივ პროექტზე, “BG Tone” მუშაობს. სწორედ სიახლეებზე სასაუბროდ ესტუმრნენ მუსიკოსები ნიკო ცალანის გადაცემას „ექსკლუზივს“, სადაც მათი ახალი სიმღერის პრემიერა Still Feelin you” შედგა.

"რეზო და ბავშვები" ის ქართული ჯგუფია, რომელთა სიმღერებს ჩვენს საზოგადოებაში აქტიურად უსმენენ. სწორედ ამიტომ, თავიანთ მსმენელს სულ მალე შესთავაზებენ კონცერტს. ისინი 8 მარტს დაგეგმილი კონცერტისთვის ემზადებიან, რომელიც „სფეისჰოლში“ გაიმართება

Spacehall-ში ცნობილი მომღერლის, ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა.

“მზის სადარო”, “სიტყვა მახვილი”, “ერთ რამეს გეტყვი”, ”მონატრება”, ”დილის სხივი“ - ეს იმ სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომელიც კომპოზიტორ ნათია ზეინკლიშვილს ეკუთვნის და მას არაერთი ცნობილი ქართველი შემსრულებელი ასრულებს. კომპოზიტორმა ყველა მის ცნობილ ჰიტს ერთ ალბომში მოუყარა თავი და პრეზენტაციაზე მიგვიწვია.

სალომე კორკოტაშვილი იმ ქართველ შემსრულებებს შორის მოიაზრება, რომელიც საერთაშორისო მუსიკალურ ასპარზზე გასასვლელად ბევრს შრომობს და იბრძვის. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წარმატებული გამოსვლების შემდეგ, სოფო გელოვანმა კარგად დაისვენა და კვლავ შემოქმედებით პროცესშია ჩართული.

რა გასაკვირია, რომ დღეს ყველა დროის მშვენიერებისა და მოდის იდეალად მიჩნეულ ქალბატონს, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, არიან ისეთებიც ვინც, არა მხოლოდ ბაძავენ მას, არამედ ცხოვრებაში მერლინ მონროს თამაშობენ. ქართველმა მუსიკოსმა, მარიამ ციმინტიამ საზოგადოების ყურადღება სწორედ მსახიობთან გარეგნული მსგავსებით მიიპყრო. საზოგადოება მას დღეს ისე იცნობს, როგორც ქართველ მერლინ მონროს.

წლების წინ, როდესაც ფესტივალ “არტ -გენს” საფუძველი ჩაეყარა, ეს იყო მეგობრების ჯგუფი, რომელთა ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში არსებული სოციალურ-კულტურული პრობლემების დაფიქსირება და მათი წარმოჩენა. თავიდანვე ჯგუფის პრიორიტეტად განისაზღვრა საოჯახო ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია. აგრეთვე იმ ხიდის აღდგენა, რომელიც ქალაქსა და სოფელს შორის არსებობდა და ფესტივალის საშუალებით მოხდებოდა კულტურული ტრადიციების ერთმანეთში გაცვლა და განვითარება.

TOP სიახლეები

Jessy J „ანუკის“ ორეულში (ფოტოები)

პოპულარული ბრიტანელი მომღერალი Jessy J ერთ-ერთ ღონისძიებაზე ქართველი დიზაინერის, „ანუკის“ კოლექციიდან ბრჭვიალა ულამაზესი ორეულით გამოჩნდა. ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. ეს არა რის პირველი შემთხვევა, როცა უცხოელი ვარსკვლავები ქართველ დიზაინერებს ირჩევენ, ჯაბა დიასამიძე, გიორგი ქებურია, Mach & Mach, Situationist, თამუნა ინგოროყვა ასევე ხშირად აცვიათ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ჯიჯი ჰადიდი, ლედი გაგა, ანჯელინა ჯოლი და სხვები. (ფოტოები)

ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი მარტინ პარი თბილისის შესახებ კატალოგს შექმნის

მატინ პარი, რომელიც უკვე მესამეჯერ იმყოფება საქართველოში, თბილისის შესახებ კატალოგს შექმნის, საქართველოს საპატიო სტუმრის ნამუშევრები კი ქვეყნის პავილიონში გამოიფინება. შეგახსნებთ, რომ ცნობილი ფოტოგრაფი თბილისს 11-დან 16 ივნისამდე სტუმრობს.

სკანდალური სპექტაკლის რეჟისორი: „შეურაცხყოფილი იყო უმეტესად უფროსი თაობის მაყურებელი…“

კომედიის ფესტივალი, რომელიც გორში იმართებოდა, 15 ივნისს სკანდალით დასრულდა. სამეფო უბნის თეატრის მიერ მიშა ჩარკვიანის რეჟისურით წარმოდგენილი„ დემონები“ მაყურებლის მცირე ნაწილმა უცენზურო სიტყვებისა და მათი თქმით, შეუსაბამო სცენების გამო ვერ მიიღო და დარბაზი დატოვა, მათ შორის გახლდათ გორის ვიცემერიც, რომელმაც აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, ფესტივალის ორგანიზატორებს მათთან შეეთანხმებინათ რეპერტუარი. სპექტაკლის რეჟისორი, მიშა ჩარკვიანი ასეთი სტატუსით […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook