პროექტი

ფონდმა პროექტი, „მოდი თეატრში“ დაიწყო. თბილისში არსებული ყველა თეატრი მთელი წლის განმავლობაში ერთ საქველმოქმედო სპეკტაკლს ითამაშებს და იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებსაც ამ ეტაპისთვის სამწუხაროდ სახელმწიფო ვერ ეხმარება.

ახალ პროექტთან დაკავშირებით მომღერალი და მუსიკოსი, რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტს“ ესტუმრნენ, სადაც ახალი სიმღერა დააპრემიერეს. სიმღერა „რაჭული ალილაო“ გელა კაციტაძის ტექსტზეა დაწერილი, რომელიც გიორგი გვარჯალაძის სტუდიაში ჩაიწერა.

„მხოლოდ ქართულის“ ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ყველასათვის საყვარელი მომღერალი სოფო ნიჟარაძე, მედიაჰოლდინგ ფორტუნას თათა სადრაძის გადაცემა, არტ FM-ს სტუმრობდა, სადაც პროექტის შესახებ ისაუბრა. ის ჩვენს კამერებთან აღნიშნავს, რომ „მხოლოდ ქართული“ ყველაზე ეროვნული პროექტია და სტარტი საკმაოდ კარგად აიღო, იმის გათვალისწინებით, რომ ვიდეოებს რეკორდული ნახვები და გაზიარება აქვს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კომპანია „გალფთან“ ერთად პროექტი „წიგნიერი“ დაიწყო. პროექტი მასშტაბურია და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

უკვე წლებია მეკო სტუდიო ბავშვებში შემოქმედებით უნარებს ავითარებს, რაზეც მათი ბევრი წარმატებული ნაბიჯი მეტყველებს. ამჯერად მეკო სტუდიომ და ბეიბი ბალეტმა ერთობლივი პროექტი „მე ვარ ბალერინა“ წარმოგვიდგინეს. ამით ყველაფერი ნათქვამია, მარცვალი - ბალეტისადმი სიყვარული, პატარებს სწორედ მეკო სტუდიოში უღვივდებათ. ბეიბი ბალეტი ეს არის კლასიკური ბალეტის სწავლების ახალი ხედვა, რომელიც მეკო სტუდიოში ბალეტის პედაგოგ - ქორეოგრაფების, ნანა სანაძისა და ნანა სალუქვაძის მიერ დაინერგა.

გარდა შემოქმედებითი კარიერისა, დათო რამდენიმე წელია პედაგოგიურ საქმიანობაშია ჩართული და არაერთ ახალგაზრდა დამწყებ მომღერალს წინსვლაში ეხმარება. ამის კარგი მაგალითია გუნდი "მოძახილი", რომელმაც დათოს ხელმძღვანელობით არაერთ წარმატებას უკვე მიაღწია. ერთ-ერთი ასეთია ბულგარეთში გამართული მუსიკალური ფესტივალი, სადაც "მოძახილმა" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

სუხიშვილების ცეკვის აკადემიამ კულტურული მემკვიდრეობის მხარდასაჭერი პროექტი დაიწყო. „გამოიცეკვე“ - ნაციონალური ბალეტის პროექტია, რომელიც მსურველებს ქართული ცეკვის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ამ მსურველებს შორის კი ქართული მედიის წარმომადგენლებიც აღმოჩნდნენ, რომელთაც პარტნიორობა ცეკვის აკადემიის მოცეკვავეებმა გაუწიეს. მათ სიას, რა თქმა უნდა, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნას“ წარმოადგენლებიც შეუერთდნენ, რომელთაც ჩვენი გადამღები ჯგუფი კულისებში ესტუმრა.

TOP სიახლეები

Fashion Time – მამაკაცის ხაზი ავთანდილისგან და ლელა წურწუმიას დისშვილის დებიუტი პოდიუმზე

მამაკაცის ხაზი ავთანდილისგან და ლელა წურწუმიას დისშვილის დებიუტი პოდიუმზე.

გიგი დედალამაზიშვილის ამაღელვებელი სიურპრიზი ორსულ მეუღლეს (ფოტო+ვიდეო)

გიგი დედალამაზიშვილი ორსულ მეუღლეს, მარინა კარპის და ქალიშვილს, ლიზის, რომელიც სამი წლის გახდა, დაბადების დღეზე, შესანიშნავი სიურპრიზი მოუწყო. მომღერალს სამთვიანი ტურნე ჰქონდა და წესით, ამ დროს თბილისში არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელად ქალიშვილის დაბადების დღეზე გამოცხადდა და ოჯახს დიდი სიურპრიზი გაუკეთა. გიგის დედამ, ციცი ფალავანდიშვილმა გაავრცელა ფოტოები და დაწერა: „ჯერ კიდევ ემოციებში ვარ❤️❤️❤️❤️ როგორი სიურპრიზი […]

რას ურჩევს ჩაცმულობასთან დაკავშირებით მაია ასათიანსა და ნანუკა ჟორჟოლიანს მაყურებელი

„მხოლოდ ქართულის“ ჟიურის ფრაზებთან და მომღერლების გამოსვლებთან ერთად, პროექტის გარშემო კიდევ ერთი სასუბრო თემა გაჩნდა – მაია ასათიანის ღრმად დეკოლტირებული კაბა, რომელიც წამყვანმა ძალიან მოიხდინა. კაბა ნანა მელქაძის დიზაინითაა შექმნილი. ნანუკა ჟორჟოლიანმა პიჯაკი და რუშებიანი გამჭირვალე თეთრი ქვედაბოლო მოირგო. თანაწამყვანების სამოსი ზოგს მოსწონს, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ აღნიშნავენ იმას, რომ ნანუკას და მაიას ჩაცმულობები ერთმანეთს […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook