პოდიუმი

მსოფლიო მოდა მუდამ ახლის ძიებაშია, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მსოფლიოს მასშტაბით მოდის ჩვენებები ტარდება, სადაც დამწყები თუ უკვე პროფესიონალი დიზაინერები და მოდელები ახალი სტილის ნამუშევრებით ფართო საზოგადოების წინაშე იწონებენ თავს

საქართველოში სამოცზე მეტი საერთაშორისო სტუმარი იმყოფება. მათ შორის, იტალიური ვოგის რედაქტორი, სარა სოზანი მაინო და პიტი უომოს წარმომადგენელი, ლაპო ჩანკი. გეტყვით, რომ წელს ივნისში პიტი უომოს გამოფენა-გაყიდვას მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, სწორედ საქართველო და მერსედეს ბენც მოდის კვირეულის დიზაინერები უმასპინძლებენ.

თუ დიზაინერი კოლექციას შექმნის, მას სათანადო რეალიზება სჭირდება, სწორედ ამიტომ ამ საქმეში კომპეტენტურმა ადამიანებმა დამწყებ თუ უკვე შემდგან დიზაინერებს მოდის მარკეტინგის მნიშვნელობა და მთავარი არსი გააცნო.

ვოგის ფურცლები, უცხოური პრესა და წარმატება. ეს ყველაფერი ქართველი დიზაინერებისთვის უცხო ამბავს აღარ წარმოადგენს. თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი კი სულ მალე გაიხსნება და ქართველი დიზაინერებიც ამისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

დიზაინერი მოდის მოყვარულებში ყოველთვის იწვევს აღფრთოვანებას და ის ყოველთვის დახვეწილ, ჰაეროვან და გემოვნებიან სამოსს გვთავაზობს. ამჯერად კი როგორც ის თავად გვეუბნება გარკვეულ ექსპერიმენტს ატარებს და თბილისის მოდის კვირეულზე განსვავებულ ლაშა ჯოხაძეს ვიხილავთ.

Georgian Factory ეს არის პირველი ქართული ბრენდი, რომელიც ამერიკაში, სამ შტატში იყიდება. თუ როგორ მიაღწია ბრენდმა წარმატებას და რას სთავაზობს ის მომხმარებლებს, ამ ყველაფრის შესახებ იხილეთ გადაცემა Fashion time-ში.

ქართული ბრენდი „მარიგოლდი“ მომხმარებელს მუდმივად ანებივრებს სიახლეებით. ამჯერად „მარიგოლდმა” ქართული გათანამედროვებული სამოსის ბრენდბუქი შემოგვთავაზა, რაც სპეციალურად იტალიისთვის მზადდება. სწორედ იტალიაში გასამართი გამოფენისთვის იქმნება ბრენდბუქი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ბრენდის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. ფოტოები ევროპის 2017 წლის საუკეთესო ფოტოგრაფმა, იური აკოპოვმა გადაიღო. მან ეს ჯილდო ქალაქ კატანიაში გამართულ ევროპის წლის პროფესიონალ ფოტოგრაფთა დაჯილდოვებაზე მიიღო, სადაც საქორწილო კატეგორიაში […]

თამთა შინდელიშვილი საუკეთესო დიზაინერებს შორის მოხვდა. მან თავისი კოლექცია მოსკოვის mercedes benz fashion week-ზე წარადგინა.

წელს კეონმა პარიზიდან მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე თბილისში გადმოინაცვლა და თავიანთი გამოცდილება ქართველ დიზაინერებსაც გაუზიარეს, მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ მათთან მუშაობა ნამდვილად დიდი კომფორტია.

TOP სიახლეები

“კალმით ნახატი გოგო” – ანი გიუნტერი შესანიშნავ ფორმაშია

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი ბრწყინვალე ფორმაშია. მან მცირე ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ორი შვილის დედა ტელევარსკვლავი საგრძნობლად გახდა. ანის ამ ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა “ფეისბუქზე”. “რას გვიშვრები, გოგო” “კალმით ნახატი გოგო ხარ”, “ვაიმე, ვაიმე” – ამგვარი კომენტარები მოჰყვა ანის ფოტოს, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ.  

სოფო ბათილაშვილს პატარა ბიჭუნამ ყვავილი აჩუქა (ვიდეო)

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი, კონკურსის შემდეგ ძალიან დატვირთულია და სხვადასხვა რეგიონში კონცერტებით დადის. კონცერტებზე ის კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძესა და ბენდ „ნიუტონთან“ ერთად გამოდის და ყველა იმ სიმღერის ახალ ვერსიას ასრულებს, რომლითაც ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალი გახდა. სოციალური ქსელის მეგობრებს ის უამრავი სახალისო ვიდეოთი ანერბივრებს. მათ შორისაა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც უსაყვარლესი ბიჭუნა მას ყვავილს […]

თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი 18 წლის გახდა

თიკა ფაცაცია არაჩვეულებრივად გამოიყურება, მუდამ ფორმაშია, თუმცა ის, აქტიური მუშაობის პარალელურად, სამ შვილზე ზრუნავს. მისი უფროსი ვაჟი ახლახან 18 წლის გახდა. ანდრო ანთელიძე საზღვარგარეთ, საფრანგეთში სწავლობს და შესანიშნავად ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს. მცირე ხნის წინ დედა მას პარიზში სტუმრობდა, სადაც დედა-შვილმა კარგი დრო გაატარა და ამ ვოიაჟის ამსახველი ფოტოები თიკამ სოციალურ ქსელშიც გააზიარა. ახლახან […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook