პანტომიმის თეატრი

ფესტივალის ფარგლებში, ქართველ დამთვალიერებელს, თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების, პანტომიმის, თანამედროვე ცეკვებით გაჯერებული პერფორმანსებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ხილვის საშუალება ჰქონდათ.

კორუფცია, კრიმინალი, თუ კიდევ რომელი ერთი სამოქალაქო პრობლემა ჩამოვთვალოთ, ეს ის თემებია, რომელიც აქტუალურობას არ კარგავს ჩვენს თანამედროვეობაში. სად არის სამართალი? ერთ-ერთი ასეთი პრობლემური საკითხია სამართალდამცავებისა და პატიმრების ურითიერთობა. რეჟისორი ირაკლი ბიბილური სწორედ ამ თემაზე პანტომიმის თეატრის მაყურებლისთვის სპექტაკლს ამზადებს, სადაც სათქმელი სარკასტულ-იუმორისტული ხერხით იქნება გადმოცემული. „გისოსებს მიღმა“, ასე ჰქვია წარმოდგენას, რომლის პრემირა 30 ივნისსა და 1 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება.

ახლა 9 აპრილის ბაღში, ბავშვების ჟრიამულის, შეყვარებული წყვილების თუ უბრალოდ მოსეირნე ადამიანების გარდა, დიდ სამუშაო სამზადის პროცესსაც შენიშნავთ. საქმე იმაშია, რომ აქ 17-დან 21 ივნისის ჩათვლით შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადებიან. ფესტივალის დაწყებამდე ერთი დღეა დარჩენილი და მღელვარებაც შესაბამისად დიდია. სივრცე უკვე შერჩეულია. ახლა კი სხვადასხვა ლოკაციებს ამზადებენ იმისათვის, რომ […]

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ე წლისთავის აღსანიშნავად, დამოუკიდებლობის დღის ლოზუნგია, "მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ". 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ძირითადი თემატიკაც სწორედ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანია". ამიტომ ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ, პოემასთან დაკავშირებული არაერთი წარმოდგენა იხილა. მათ შორის, პანტომიმის თეატრის დადგმა, რომელმაც ვეფხისტყაოსნის გმირები გააცოცხლა და პატარა პერფომანსით წარსდგა მაყურებლის წინაშე.

ცნობილი სახეები საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრს, 52 წლის იუბილეს ულოცავენ. ნახევარ საუკუნეზე დიდი ისტორიის მქონე თეატრი დაბადების დღეს აღნიშნავს. ხელოვნების ეს დარგი, თეატრის განვითარების საწყისადაა მიჩნეული, რომელიც საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და გარკვეულ კვალს ტოვებდა ყველა ერის თეატრალური კულტურის მოღვაწეობაში. მათ შორის ქართული თეატრის განვითარებაში, მრავალწლიანი ისტორია აქვს ისეთ ორიგინალურ ჟანრს, როგორიცაა პანტომიმის ხელოვნება. 1961 წელს საქართველო სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, შეიქმნა პანტომიმის ჯგუფი ამირან შალიკაშვილის ხელმძღვანელობით. 13 მაისს კი თეატრი იუბილესთან დაკავშირებით, მაყურებელს დავით შალიკაშვილი სპექტაკლზე „შექსპირის სონეტები“ ეპატიჟება.

ხელოვნება, სადაც მსახიობი მთავარ სათქმელს, მხოლოდ მოძრაობების საშუალებით მოგვითხრობს. პანტომიმა თეატრის განვითარების საწყისადაა მიჩნეული. ეს დარგი საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და გარკვეულ კვალს ტოვებდა მსოფლიო თეატრალური კულტურის მოღვაწეობაში. ამ კუთხით არც საქართველოა გამონაკლისი, რადგან ქართული თეატრის განვითარებაში მრავალწლიანი ისტორია, სწორედ პანტომიმის ხელოვნებას აქვს. 1961 წელს საქართველოს სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, შეიქმნა პანტომიმის ჯგუფი ამირან შალიკაშვილის ხელმძღვანელობით და ამ დღიდან, თეატრის სცენაზე არაერთი წარმოდგენა დადგმულა. ამჯერად კი პანტომიმის მსახიობები, მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან. "ნატვრის ხე“ - ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელსაც პანტომიმის თეატრი, ივენთ ჰოლში რომა რცხილაძესთან ერთად წარუდგენს მაყურებელს.

პანტომიმა ხელოვნების ისეთი სახეობაა, სადაც მსახიობი მთავარ სათქმელს, მხოლოდ მოძრაობის საშუალებით მოგვითხრობს. ხელოვნების ეს დარგი, მიჩნეულია თეატრის განვითარების საწყისად. ეს ხელოვნება საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და გარკვეულ კვალს ტოვებდა ყველა ერის თეატრალური კულტურის მოღვაწეობაში. ქართული თეატრის განვითარებაში მრავალწლიანი ისტორია აქვს ისეთ ორიგინალურ ჟანრს, როგორიცაა პანტომიმის ხელოვნება. 1961 წელს საქართველო სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში შეიქმნა, პანტომიმის ჯგუფი ამირან შალიკაშვილის ხელმძღვანელობით. დღეს კი პანტომიმის თეატრი პრემიერისთვის ემზადება, რომელსაც სწორედ ამირან შალიკაშვილი დგამს.

TOP სიახლეები

რესტორან „ვეფხი და მოყმეში“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ჩვენება გაიმართა

რესტორან “ვეფხი და მოყმეში” კი, როგორც იცით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საფეხბურთო მატჩების ჩვენებები იმართებოდა. ბუნებრივია, არც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო გამონაკლისი და ამჯერადაც მეზობელი რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” ფეხბურთის მოყვარული თანამშრომლები აღნიშნულ სივრცეში შეიკრიბნენ.

თბილისის ზღვაზე შეკრებილი ქართველი სელებრითები

ეს შანსი არც ფოტორეპორტიორმა გოგა ჩანადირმა გაუშვა და ცხოვრებაში პირველად, წყლის თხილამურებზე დადგა. ცნობილმა ქალბატონებმა კი შხაპუნა წვიმის ფონზე კატერით გაისერინეს.

ანრი ჯოხაძის ახალ კლიპში შორენა ბეგაშვილი საპატარძლო კაბით გამოჩნდა (ვიდეო)

ანრი ჯოხაძე საზოგადოებას მალე ახალ კლიპს წარუდგენს. მასში ცნობილი სახეები მონაწილეობენ, მათ შორის შორენა ბეგაშვილი საპატარძლო კაბაში, მსახიობი თაკო აბაშიძე, მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე და სხვები. „მრავალი წელია, არ ამიწყვეტია. მალე ახალი კლიპი“ – გააზიარა ვიდეოდან ამონარიდი ანრი ჯოხაძემ. კლიპიდან ამონარიდს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ანრის ახალ ნამუშევარს მისი თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან. (ვიდეო)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook