ოჯახი

„გენი ქართულის“ მიერ ორგანიზებული პროექტი "ოჯახი-სახელმწიფოს ძლიერებაა"

რუსკა მაყაშვილის პატარა ილია უსაყვარლესი ბიჭია. ბახვა ბრეგვაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც რუსკა ცდილობს, ილიას ბახვას სახელი ათქმევინოს, თუმცა მისი მცდელობა უშედეგოდ მთავრდება. როგორც ჩანს, დედა-შვილი ერთად ძალიან კარგ დროს ატარებს და სასიამოვნო მომენტებს მეგობრებს უზიარებენ.

სოფო იმ ქართველ მომღერლებს შორის პირველი გახლდათ, რომელმაც საქართველო ევროვიზიაზე წარადგინა. უკვე რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. თუმცა დედაქალქში ხშირად არის და შესაბამისად აქ ყოფნის დეფიციტსაც არ განიცდის. კარიერას და ოჯახს კი ერთმანეთს იდეალურად უთავსებს.

„ეკა ხოფერიას გადაცემა“ ყოველ ოთხშაბათს საღამოს ათზე ტელე მაყურებელს ეკრანებთან აკალათებდა, მშვიდი მონოტონური საუბრის მანერით ესალმებოდა და საინტერესო სტუმრებთან ერთად საინტერესო თემებზე საუბრობდა. სწორედ ამ გადაცემით დაასრულა სატელევიზო კარიერაც დროებით. გადაწყვეტილება რთული იყო, თუმცა, როგორც ინტერვიუდან გავიგეთ, ის თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

უამრავი როლი და 25 წელი რუსთაველის თეატრის სცენაზე. ჩვენ ახლა მსახიობ დათო დარჩიაზე ვისაუბრებთ, რომელმაც თეატრის მოყვარულ ადამიანებს თავი უამრავი როლით დაამახსოვრა. მას ვერ წარმოუდგენია სიცოცხლე იმ განუყოფელი ნაწილის გარეშე, რასაც ხელოვნება ჰქვია. ამბობს, რომ თეატრში ბევრად მეტ დროს ატარებს, ვიდრე ოჯახში.

TOP სიახლეები

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი გაბედნიერდა (ფოტოები)

რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, თინათინი გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილი გახლავთ. წყვილმა ჯვარი 22 ივნისს დაიწერა. ულამაზესი პატარძლის მშობლები მეორე დღეა, მილოცვებს იღებენ. აღსანიშნავია, რომ შვილის ქორწილში შესანიშნავ ფორმაში იყო მანანა კოზაკოვა, რომელმაც ამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. შეგახსენებთ, თინათინიც ხელოვნების სფეროშია დაკავებული. ის მოცეკვავეა და „სუხიშვილების“ ანსამბლში ცეკვავს. […]

ილიკო სუხიშვილი და ბექა გოჩიაშვილი საპროტესტო აქციაზე (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

ხატია ბუნიათიშვილი 28 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს აანონსებს. ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე მუსიკოსმა განათავსა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან მოხარულია, რომ 28 სექტემბერს თბილისში კონცერტი ექნება. ღონისძიება ჩანიშნულია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკლაურ ცენტრში. ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. „ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები ჩემს ქალაქს“.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook