ნუკა ყარალაშვილი

„მიუხედავად აზიასა და ევროპაში მოგზაურობისა თინეიჯერობისას, სადაც ლუქბუქების გადაღებებსა და ჩვენებებში მონაწილეობდა რობერტო კავალისთვის, დონა კარანისა და ანტონიო მარასისთვის, მოდელი ნუკა ყარალაშვილი აღნიშნავს, რომ მისი ფავორიტი ქალაქი მისი მშობლიური თბილისია. მისი ეროვნული სიამაყეა, როდესაც ის „მის საქართველოდ“ დაასახელეს, რაც ათწლიანი კარიერის განმავლობაში, ნუკას თქმით, ყველაზე დიდი მიღწევაა“, აღნიშნავს WMagazine ნუკა ყარალაშვილზე სუბრისას. როგორც გამოცემა დასძენს, […]

აზერბაიჯანის დედაქალაქში „ფორმულა 1“ გაიმართა, სპორტული ღონისძიების გარდა ყოველ საღამოს რამდენიმე დღის განმავლობაში დამსწრე საზოგადოებას მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებზე დასწრების საშუალება მიეცა, მათ შორის იყვნენ მერაია ქერი, ნიკოლ შერზინგერი და ჯგუფი „Black Eyed Peas“. მაყურებლებს შორის ბევრი ქართველი იყო, მათ შორის ქართველი გოგონები – ნუკა ყარალაშვილი, ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები, მანიკა ასათიანი, ქეთი ხატიაშვილი. მათ ჯგუფის […]

„მის საქართველომ“ ნუკა ყარალაშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ საცურაო კოსტიუმებში თვალისმომჭრელად გამოიყურება. ახლახან რიო დე ჟანეიროდან, სადაც დასასვენებლად იმყოფება, ფოტოები გამოაქვეყნა – ის საცურაო კოსტიუმშია გადაღებული მაშინ, როდესაც მსოფლიოში სახელგანთქმულ კოპაკაბანას სანაპიროზე ნებივრობს. მისმა ფოტოებმა, რასაკვირველია, დიდი მოწონება დაიმსახურა. მოდელს უწერენ: „აუ, აწი რა დამაძინებს…“ „ისიც აღელდა?“ „კარგი რა, ნუკიტო, რატომ გვაფორიაქებ?“ „ჩემი ოცნება შენ აიხდინე, […]

Hello ის პრიალა ჟურნალია, რომელიც გემოვნებას და სტილს ამკვიდრებს, მომხმარებელს კი მოდის უახლეს ტენდენციებს აცნობს. რა გასაკვირია, რომ hello თავის ერთგულ მკითხველზე ზრუნავს და გაზაფხული-ზაფხულის მოდურ სიახლეებს სთავზობს. სწორედ ამიტომ, მორიგი ნომრისთვის ფოტოსესიის მთავარ გმირად, ჟურნალმა მის საქართველო, ნუკა ყარალაშვილი აირჩია.

„მის საქართველო“ ნუკა ყარალაშვილი ახლახან დაბრუნდა ფილიპინებიდან, სადაც „მის სამყაროს“ კონკურსში მონაწილეობდა. ყველაზე მეტად სოცქსელში გამოხმაურება მოჰყვა მის გამოსვლას, სადაც ძალიან ხმამაღლა ყვიროდა საკუთარ სახელსა და გვარს, ასევე იმ ქვეყნის სახელს, რომელსაც წარადგენდა.

„უღრმესი მადლობა ყველას თანადგომისთვის, ნდობისთვის და სიყვარულისთვის. ვაფასებ თქვენს გვერდით დგომას, რასაც ამ ეტაპზე მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავ. მე ყველაფერი გავაკეთე საქართველოს კარგად წარსადგენად , მართალია შედეგი არ იყო ის რასაც ქართველი ერი იმსახურებდა , მაგრამ მოვა დრო, როცა მოგვცემენ შანს, რეალურად ვიბრძოლოთ ამ ტიტულისთვის.

სილამაზის კონკურს “მის სამყაროს” 2017 წლის გამარჯვებული, ბრაზილელი კონკურსანტი, რაისა სანტანა გახდა. კონკურსზე საქართველო ნუკა ყარალაშვილმა წარადგინა.

"მის საქართველო" ნუკა ყარალაშვილი ფილიპინებზე იმუოფება, ის "მის სამყაროს" ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს. ნუკი ფილიპინებზე ერთი კვირის წინ გაემგზავრა და მსოფლიოს მასშტაბური კონკურსისთვის აქტიურად ემზადება. მსოფლიოს ულამაზესი გოგონებიდან, ჟიურიმ 12 საუკეთესო უნდა შეარჩიოს, ხოლო ერთ საუკეთესოს ხალხი გამოავლენს. ამისთვის კი სოციალურ ქსელში აქტიურობა არის საჭირო. თუ გსურთ ნუკას დაეხმაროთ, უნდა შეხვიდეთ საიტზე www.missuniverse.com და ხმა საქართველოს მისცეთ. თითოეულ მომხმარებელს დღეში ათი ხმის მიცემა შეუძლია.

მის საქართველო 2015, ნუკა ყარალაშვილი ამჯერად თავის ძალებს მის სამყაროზე მოსინჯავს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონზე, აღნინულ კონკურსზე მონაწილეობა, ჯანეტ ქერდიყოშვილმა მიიღო, თუმცა ჩვენდა გასაკვირად, ლამაზმანი გვირგვინის გარეშე დაგვიბრუნდა. მის სამყაროს ასევე სკანდალიც ახლდა გამარჯვებულთან დაკავშირებით, როდესაც წამყვანს მის სამყაროს ვინაობა შეეშალა. ამ ფაქტს ზოგი დონალდ ტრამპს, ზოგიც უბრალო გაურკვევლობას აბრალებდა. მოკლედ ყველაფერი წარსულში დავტოვოთ და ნუკა ყარალაშვილს, მის სამყაროზე წარმატებები ვუსურვოთ.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook