ნოე სულაბერიძე

პროდუსერი, ნოე სულაბერიძე ტელეწამყვანი ხდება. გადაცემის ანონსი სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა, რომელშიც დათო ევგენიძე, ზურა ყიფშიძე და სხვა ცნობილი ადამიანები იღებენ მონაწილეობას. ნოე სულაბერიძის შოუ სკანდალური იქნება და ის „ჯი დი ეს“-ის ეთერში გავა. გადაცემის სახელწოდებაა "+18“.

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ავად არის. მას ქალაქში გავრცელებული ვირუსი შეეყარა, რომლითაც უამრავი ადამიანი არის ცუდად. ბადურაშვილს სოციალურ ქსელში პროდუსერმა ნოე სულაბერიძემ ფოტო გამოუქვეყნა, სადაც მომღერალი ინჰალაციას იკეთებს. „God Bless Divas 🙏🏼 🙏🏼 🙏🏼 ...შენ ხო კარგად ხარ რაც მთავარია Anri Jokhadze

ნოე სულაბერიძე და სალომე ღვინიაშვილი თურქეთში, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. ფოტო პროდუსერმა სოციალურ ქსელში, რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. როგორც ნოე სულაბერიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ის და სალომე ღვინიაშვილი, აეროპორტის ავტობუსში შეხვდნენ.

თბილისში დიდი ხანია, სოფო ნიჟარაძის და ნინი ბადურაშვილის დაპირისპირების შესახებ საუბრობენ. მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი ტყუილია. პროდუსერმა ნოე სულაბერიძემ, სოციალურ ქსელში ნინის და სოფოს ერთობლივი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც გოგონები კარაოკე ბარში ერთობიან. მომღერლები ლელა წურწუმიას სიმღერას „სიზმარი“ მღერიან. სოფოს თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში უამრავ სასიყვარულო კომენტარს უწერენ.

ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ ფეისბუქი არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი 13 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის…

ნოე სულაბერიძე დიდი ხანია, პრესასთან არ გამოჩენილა. მისი საქმიანობა და პირადი ცხოვრება მუდამ სალაპარაკოა. "ფორტუნასთან“ ესკლუზიურ ინტერვიუში მან ბევრ თემაზე საკმაოდ გულახდილად ისაუბრა. ახლა, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ მშვიდი ცხოვრება აქვს, მარტოა და არავის ხვდება… დაკავებულია მხოლოდ საკუთარი საქმითა და შვილებზე ზრუნვით.

ნოე სულაბერიძე მარიამ საჯაიას მისი მოსაზრებების გამო აკრიტიკებს. პროდიუსერი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ბმულს ერთ-ერთი ინტერნეტსაიტიდან, სადაც სოცქსელში საჯაიას მიერ გამოქვეყნებული სტატუსია გადატანილი.

ნოე სულაბერიძე, როგორც ბევრი სხვა ამ დღეებში, გამოეხმაურა ამბავს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ქალბატონმა დაწერა, რომ საახალწლო ქალაქში ყოფნისას დაინახა, როგორ იყო დაკავებული სექსით წყვილი "რედისონის" სასტუმროს მეთხუთმეტე სართულზე, ვინაიდან წყვილს ფარდები გადაწეული ჰქონდა და ნომერიც გაჩახჩახებული. ქალბატონს არ დაეზარა და შვილთან ერთად სასტუმროს მისაღებში მივიდა, რათა ეს ამბავი გაეპროტესტებინა.

უკვე მესამე დღეა, გრძელდება სჯა-ბაასი იმ თემაზე, მართალი იყო თუ არა "მის საქართველო" ჯანეტ ქერიყოშვილი, როცა ოფიციალურად დართო უფლება ქართველ მამაკაცებს, უღალატონ ქალებს და როგორც თავად თქვა, "გაგულავდნენ". ქალს კი, მოდელის მოსაზრებით, არ აქვს ღალატის უფლება, რადგან მის შემთხვევაში ეს ამორალურობას უტოლდება.

TOP სიახლეები

მაია ასათიანი: „ძალიან, ძალიან შორს მივდივარ…“

აია ასათიანმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა რამდენიმე სთორი, სადაც ჩემოდნით არის გადაღებული. როგორც მაია ამბობს, თებერვალში, როდესაც მისი შვილის გარდაცვალების დღე ახლოვდება, ის საქართველოდან აუცილებლად მიემგზავრება შორეულ ქვეყანაში. „ძალიან, ძალიან შორს მივდივარ, ჩემს ოცნებაში. მისურვეთ კეთილი მგზავრობა. 16 საათი უნდა ვიფრინო. სინამდვილეში არის ჩემი შვილის გარდაცვალების წლისთავი. ასეთ დროს ყოველთვის მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან და ასე მარტო მივემგზავრები….“, […]

ვიდეო: ერეკლე დეისაძემ „დიდი სცენა“ სიმღერით „რაც მამას უნდა“ გახსნა

ერეკლე დეისაძე „რუსთავი 2“-ის მუსიკალური შოუს „დიდი სცენა“ ერთ-ერთი ჟიურის წევრია. მან გუშინდელ ლაივზე სცენა თავად დაიკავა და შეასრულა თავისი რეპერტუარიდან ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა „რაც მამას უნდა“. ნომერს შესაბამისი ეკრანული გაფორმება ახლდა თან. (ვიდეო)

ქეთი გაბისიანის შემოქმედებით საღამოზე ბილეთები სამ დღეში სრულად გაიყიდა – „ამას არ ველოდი…“

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია 25 თებერვალს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის კონცეპტუალურ შემოქმედებით საღამოს წარადგენს, სადაც მუსიკოსებისა და შემსრულებლების დიდი რაოდენობა მონაწილეობს, მათ შორის ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნინო ქათამაძე, „შვიდკაცა“, თეატრალურის კვარტეტი“,  აჩიკო ნიჟარაძე, პაპუნა შარიქაძე, გიორგი ცაგარელი, ლაშა დეისაძე და სხვანი. აღსანიშნავია, რომ საღამოზე დასასწრები ბილეთები სამ დღეში სრულად გაიყიდა, რაც […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook