ნიუტონი

ჯგუფმა „ნიუტონი“ სოციალურ ქსელში ახალი კლიპი განათავსა. სიმღერა, რომელზეც ვიდეორგოლი არის გადაღებული, საავტორო გახლავთ. მისი სახელწოდებაა „ჩემი მანქანა“. როგორც ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, კლიპი „ეძღვნება ჩვენს ბაბილიკას“. მუსიკისა და არანჟირების ავტორი „ნიუტონია“. ტექსტი ტატა ავალიშვილს ეკუთვნის. რეჟისურა:ტატა ავალიშვილი & სალომე ავალიშვილი, ამ უკანასკნელმა იმუშავა ვიდეომონტაჟზეც. ოპერატორი:გიორგი ბეგიაშვილი. მიქსინგი/მასტერინგი:დავით უგრეხელიძე. სამწუხაროდ, კლიპის გამოშვება მაშინ, როდესაც „ნიუტონის“ სოლისტი, […]

თამარ ბაბილუა მძიმე სენს ებრძვის. ახლა საკმაოდ რთული პერიოდი აქვს და მკურნალობა სჭირდება. ნანუკა ჟორჟოლიანმა მისთვის გადაცემის მიძღვნა გადაწყვიტა და ერთგვარი ტელემარათონი მოაწყო „ნიუტონის“, ბენდის, სადაც ბაბი უკრავს და ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავების მონაწილეობით. ბაბიმ მოგვიანებით სამადლობელო წერილი გამოაქვეყნა: „ყოველთვის ვიცოდი რომ შეუძლებელი არაფერია,თუ სიკეთეს და მონდომებას სულისკვეთებაც ახლავს.ძალიან ნაადრევად დაიწყო ჩემს ცხოვრებაში რთული ეტაპები და […]

„ნიუტონის“ წევრი, სოლისტი და პიანისტი, თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი მძიმე დაავადებას ებრძვის. მას ახლახან ისევ გართულება დაეწყო ფილტვების ანთების ფონზე და სამწუხაროდ, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. მისი მეგობრები, კოლეგები საზოგადოებას ბაბის ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რომ ეს ურთულესი პერიოდი გადალახოს. მათ შორის ერთ-ერთ მომღერალი მარიკო ლეჟავაა, რომელიც წერს: „ყველასათვის უსაყვარლეს და უნიჭიერეს ბაბის ძალიან […]

N!UTONE-ის ახალი კლიპი სიმღერაზე „ვირტუალი“ ახლახან აიტვირთა „იუთუბზე“. კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, ოპერატორი: ლევან ლეკიაშვილი. სიმღერა ჯგუფმა „ნიუტონმა“ შექმნა, ტექსტი ტატა ავალიშვილს ეკუთვნის, რომელიც ასევე ჯგუფის პროდიუსერიც გახლავთ. კლიპში კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. „ნიუტონი“ ქართული კლუბური სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ჯგუფია. კვირის განმავლობაში ჯგუფი რამდენიმე კონცერტს მართავს სხვადასხვა ლოკაციაზე და მათ საღამოებზე ყოველთვის […]

პოპულარული ჯგუფი „ნიუტონი“ თებერვლის ბოლოს ახალ კლიპს შემოგვთავაზებს. სიმღერა, რომელზეც ვიდეორგოლი რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო, თავად ჯგუფის წევრებს ეკუთვნით, ტექსტი კი მათმა პროდიუსერმა, ტატა ავალიშვილმა დაწერა. კლიპის ოპერატორია ბუდა. გადაღებები მოძრაობის თეატრში მიმდინარეობდა. ვიდეორგოლში მონაწილეობს ამავე თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი და მოცეკვავე, ეკატერინე გაბაშვილი. კლიპი ვირტუალურ სამყაროში მოგზაურობის შესახებაა. „ნიუტონი“ ერთ-ერთი პოპულარული ქართული ჯგუფია. ის […]

ჯგუფ "ნიუტონის“ შემოქმედებას ქართველი მსმენელი უკვე წლებია იცნობს. მათ მუსიკაზე, წარმატებებსა და კონცერტებზე ბევრს საუბრობენ, თუმცა ამჯერად ჯგუფი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მისი წევრის თამარ ბაბილუას, იგივე ბაბის გამო მოექცა, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის და დღეს ჩვენი თანადგომა სჭირდება. ბაბის დასახმარებლად მისი კოლეგები არაერთხელ გაერთიანდნენ. ამჯერად კი ფონდთან "ცხოვრება მშვენიერია" ერთად, ქართველი მუსიკოსები თბილისი ივენთ ჰოლში შეიკრიბნენ.

როგორც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, მუსიკაოსი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, ჯგუფ „ნიუტონის“ წევრი მკურნალობს მძიმე დაავადებას და შესაბამისად, ფინანსური დახმარება სჭირდება. მისთვის ხელის გასამართად მისი კოლეგები უკვე რამდენჯერმე გაერთიანდნენ. 13 მაისს ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ და მუსიკოსის მეგობრები თბილისის ივენთ ჰოლში შეიკრიბებიან. საღამო 20 საათზე დაიწყება. კონცერტს ნანკა კალატოზიშვილი და ზუზუ ბეჟაშვილი წაიყვანენ. ბილეთის ფასი 15 ლარია. […]

სალომე კორკოტაშვილი ამერიკიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მუსიკოსი ქართველი კოლეგის თამუნა ბაბილუას, ბაბის დასახმარებლად "რუფტოპში" კონცერტს გამართავს, ღონისძიება 21 მარტს გაიმართება.

პიანისტი და ვოკალისტი თამარ ბაბილუა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს, ახლაც მკურნალობის პროცესშია. მცირე ხნის წინ მისი მდგომარეობა გართულდა და ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, რის შემდეგაც თავს კარგად არ გრძნობდა. მის დასახმარებლად რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, რათა კიდევ ერთი ოპერაციისა და მკურნალობის თანხა შეგროვებულიყო. მისმა მეგობრებმა საჭირო თანხის შეგროვება შეძლეს. სოცქსელში ბაბის არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა […]

TOP სიახლეები

ვიდეო: ნუცა ბუზალაძეს ფრანგული სიმღერის ბრწყინვალე შესრულებამ რუსულ შოუში პირველი ადგილი ვერ მოუტანა

უცა ბუზალაძემ რუსულ შოუში მეორე ადგილი მოიპოვა. მუსიკალურ კონკურსზე, სადაც ქართველი შემსრულებელი ვოკალურად აშკარად ყველასგან გამოირჩეოდა, გამარჯვებული მაინც სხვა გახდა. ვიდეოში, რომელსაც გთავაზობთ, ჩანს, როგორ ბრწყინვალედ ასრულებს ქართველი კონკურსანტი ფრანგულ სიმღერას, თუმცა ჟიურის წევრების ასეულიდან ნაწილი მისთვის ხმის მიცემისგან თავს იკავებს… გთავაზობთ ვიდეოს.

თემო საჯაიამ სიმღერა “სიცოცხლე ბრძოლად ღირს” კორონავირუსთან ბრძოლას მიუძღვნა

თემი საჯაიას ახალი ვიდეორგოლი სიმღერაზე, რომელიც კორონავირუსთან ადამიანების ბრძოლას მიუძღვნა, ახლახან გამოვიდა. “სიცოცხლე ბრძოლად ღირს” – ასეთია სიმღერის სახელწოდება. მომღერალმა დოკუმენტური კადრებით აწყობილი შავ-თეთრი კლიპი წარმოგვიდგინა. სიმღერის არანჟირება რომა გიორგაძეს ეკუთვნის. ვიდეოს პრემიერა “პოსტივიზე” შედგა. (ვიდეო)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook