ნინო ქათამაძე

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 25 იანვარს 20 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში  მართავს საქველმოქმედო კონცერტს თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება თეონა ნუცუბიძის მკურნალობას, რომელსაც აქვს არაჰოჯკინის ლიმფომას T უჯრედების აგრესიული ფორმა და სასწრაფოდ ესაჭიროება  მკურნალობა ისრაელში. კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობენ: ანსამბლი „სუხიშვილები“, ნიაზ დიასამიძე 33ა და ნინო ქათამაძე ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან დღემდე […]

6 იანვარს ახალ გუდაურში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დამსვენებლებისთვის გრანდიოზული უფასო კონცერტი გაიმართება. ნინო ქათამაძე & „ინსაითი”, „კახაბერი და ხანუმები”, „თეატრალურის კვარტეტი“ შობის დღესასწაულს ღია ცის ქვეშ ქართველ და უცხოელ მსმენელთან ერთად შეხვდებიან. (ვრცლად/ფოტოები)

31დეკემბერს ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაითი სასტუმრო „ბილტმორის“ მთავარ დარბაზში კონცერტს გამართავენ. საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას, ასევე, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული ორსკესტრის მუსიკოსები მიიღებენ.

Spacehall-ში ცნობილი მომღერლის, ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა.

ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მუსიკოსის ნინო ქათამაძის კონცერტი 17 ნოემბერს თბილისის spacehall-ში გაიმართება. კონცერტს ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაითი წარმოგიდგენთ, რომელთა კოლაბორაცია მსმენელისთვის აუცილებლად დაუვიწყარი იქნება. როგორც თავად მუსიკოსმა, ნინო ქათამაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, spacehall-ი არის იდეალური სივრცე, რომელიც მეტ საშუალებას იძლევა მსმენელთან ინტერაქციისა და თავისუფალი იმპროვიზაციისთვის.

„ყველაფრის დაბადება მიყვარს: რაც კი დედამიწაზე იბადება და მშვენიერია. სიცოცხლე ძალიან მშვენიერია, ამიტომ ძალიან მახარებს ხოლმე, როდესაც საკუთარ დაბადების დღეზე ამ დღესასწაულის ნაწილი მუსიკაც არის, ამაზე ბედნიერება არ არსებობს“, – ამ სიტყვებით გუშინ ნინო ქათამაძემ Black Sea Arena-ზე კონცერტი გახსნა. 45 წლის იუბილე ნინო ქათამაძემ სოლო კონცერტით აღნიშნა. მომღერალი სცენაზე ჯგუფ “ინსაითთან“ და ეროვნულ სიმფონიურ […]

ნინო ქათამაძის კონცერტზე მუსიკალური ექსპერიმენტების მოყვარულები ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებენ. მუსიკოსისთვის თითოეული კონცერტი შემოქმედებითი პროცესია. აქ დაგროვებულ ენერგიას, რომელსაც აუდიტორიისგან იღებს, შემდეგ საკუთარ ალბომებში მუსიკალური გზით ასახავს. საქართველოში გამოსვლებით კი გამორჩეულ სიამოვნებას თავად იღებს, რადგან მისი არა მხოლოდ ბგერის, არამედ სიტყვის, საუკეთესოდ, სწორედ აქ ესმით. მუსიკოსს „თბილისი მარიოტში“ შევხვდით, სადაც ტელეეთერის შემდეგ ჩვენთან შესახვედრად […]

არტ გენი ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.

მომღერალი, რომელიც სცენიდან უზარმაზარ ენერგიას აფრქვევს და მას ყველა მუსიკის მოყვარულს თანაბრად უწილადებს. მისი ყოველი კონცერტი ისტორიის ნაწილი ხდება, რომელზეც დიდხანს საუბრობენ. ახლაც მორიგი კონცერტებისთვის ემზადება, რომელიც 21 აგვისტოს, „Black Sea Arena-ზე“ გაიმართება.

TOP სიახლეები

Fashion time – სილამაზის სალონი 58 ქალბატონებს უამრავ სიახლეს ჰპირდება

სილამაზის სალონი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად უყვართ ქალბატონებს სტუმრობა. სალონი 58 დიოდური ლაზერის 2017 წლის აპარატის სარგებლობის საშუალებას გაძლევთ. აპარატი უმტკინეულოა და კეთდება ყველა ფოტოტიპის კანზე.

სტეფანე: „ნინო და ილიკო სუხიშვილები, ზოგი „კოლეგისგან“ განსხვავებით, „ნაფტალინის აბაზანებში“ არ წვანან…“

სტეფანე მღებრიშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე „სუხიშვილების“ გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება. მომღერლის თქმით, ნახა ინტერვიუ, რომელიც ნინო და ილიკო სუხიშვილებმა „ცეკვა ქართულთან“ დაკავშირებით მისცეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გენიოსებმა გაზარდეს. სტეფანე წერს: „ილიკოს და ნინოს ინტერვიუს ვუსმინე – “განმარტებას”… და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იმდენად გენიოსებმა გაზარდეს და ისე სწორად, რომ მეტი არ შეიძლება… ბევრი […]

„სუხიშვილების“ ცეკვის შესახებ კიდევ ერთი იუმორისტული ვიდეო გავრცელდა

სოციალურ ქსელში ბელა მაღლაფერიძე აქვეყნებს იუმორისტულ ვიდეოს, სადაც „სუხიშვილების“ „ცეკვა ქართულის“ შესახებ მოსაზრებებს გამოთქვამს. ვიდეოს „ფეისბუქზე“ უამრავი ნახვა და მოწონება ხვდა წილად. როგორც ბელა მაღლაფერიძე აღნიშნავს: „ისეთი საშინელება იყო, რომ დღემდე „აჩკები“ მიკეთია. ვიყავი, შვილო, კონცერტზე, მაგრამ „სუხიშვილები“ იყო? ილიკომ, უნდა განვავითაროთ ცეკვაო. განვითარება რად უნდა ცეკვასა და ქართულსა, განვითარება უნდა ეკონომიკასა და ქვეყანასა… გამოვიდა […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook