ნინო ნადირაძე

ექიმი და ტელწამყვანი, ნინო ნადირაძე ისეთ შესაშურ ფორმაშია, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ის ბებიაა, მაგრამ ასეა. გუგა კუზანოვისა და ნინო ნადირაძის ქალიშვილს, ბაიას ბიჭუნა მცირე ხნის წინ შეეეძინა. ნინო ბებია, როგორც ჩანს, ძალიან ზრუნავს თავის პატარა შვილიშვილზე. მან ახლახან მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც უამრავი მოწონება დაიმსახურა. ,,გოგო-ბებო” – უწერენ ნინო ნადირაძეს ფოტოზე. (ფოტო)

ნინო ნადირაძე ახლახან ბებია გახდა. მისმა ქალიშვილმა, ბაიამ იმშობიარა და გააჩინა ბიჭი, რომელსაც სანი დაარქვეს. ნინო ნადირაძემ ემოციები „სარკეს“ გაუზიარა: „მე არ ვარ ბებია, მე ვარ ბაბუის ცოლი. ჯერ სრულად ვერ ვაცნობიერებ, რომ ბებია გავხდი. ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა ეტაპი დაიწყო. ასეთი ნორჩი არსება ნინა ბებოდ გამხადეს!.. „სანამ ბავშვი დაიბადა, ისე ვინერვიულე, სიცოცხლე დავამთავრე. საშინელებაა, […]

გუგა კუზანოვი და ნინო ნადირაძე შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოზე უბედნიერესები არიან. ფოტო გაგუას კლინიკაშია გადაღებული, მათი ქალიშვილის, ბაიას პალატაში. გუგა და ნინო ბებია-ბაბუა ახლახან გახდნენ. მათ უკვე უამრავი მილოცვა მიიღეს, თავად ნინომ კი დაწერა: “ყველას მინდა უუუუდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის❤❤❤ მინდა, ყველა ისეთი გახარებული იყოთ, როგორიც მე ვარ ახლა”. (ფოტო)

ექიმი და ტელესახე ნინო ნადირაძე „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს ქალიშვილის, ბაიას ფოტოს და წერს: „2 თვეც და ბებია გავხდები“. ბაია ფოტოზე არაჩვეულებრივად გამოიყურება, მას წონაში არ მოუმატია და როგორც ნინო fortuna.ge-სთან რამდენიმე კვირის წინანდელ ინტერვიუში აღნიშნავდა, ცოტას მიირთმევს და ჯანსაღად, რომ კილოგრამების ზედმეტი მატება თავიდან აირიდოს. ფოტომ უამრავი დადებითი კომენტარი გამოიწვია. (ფოტოები)

ნინო ნადირაძეს მალე ბებიობას მივულოცავთ. მას პირველი შვილიშვილი სამ თვეში შეეძინება. მისი გოგონა, ბაია, ფეხმძიმედ არის. “3 თვეში ბებია გავხდები”, წერს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი და ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს. ამ პოსტის ქვეშ დედა–შვილა უამრავი მილოცვა მიიღო. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ბაია კუზანოვა ძალიან ლამაზი ორსულია. (ფოტო)

ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან ტრანსსექსუალი დაასაქმა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. გთავაზობთ მის სტატუსს: “სანამ ენჯეოები ხელფასებს იღებენ მათ ხარჯზე და უფლებადამცველები და ჟურნალისტები ენას იტყავებენ ვითომ მათ დასაცავად, სიამაყით ვაცხადებ, რომ პირველი ვარ საქართველოში, ვინც ტრანსსექსუალი სამსახურში დაასაქმა და ის ყველამ თბილად მიიღო! მუშაობს მუხლჩაუხრელად👏👏👏”.

ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში იმ პანიკას ეხმაურება, რომელიც კორონავირუსის გარშემოა ატეხილი საქართველოში და წერს, რომ ზოგეირთი ჟურნალისტის მცდელობის შედეგად, გასაკვირი აღარაა, რატომ მალავენ ადამიანების გრიპის სიმპტომების არსებობას. გთავაზობთ ნინო ნადირაძის პოსტს: „იმის მაგივრად, რომ მადლობა ეთქვა, საკმაოდ კარგი საკარანტინო სივრცეების შექმნისთვის უმოკლეს ვადებში კლინიკებისთვის და სახელმწიფოსთვის, ზოგეირთმა „ჭკვიანმა ჟურნალისტმა“ ყველაფერი იღონა, რომ […]

ნინო ნადირაძე-კუზანოვამ მეუღლისგან, გუგა კუზანოვისგან, გრანდიოზული ვარდების თაიგული მიიღო საჩუქარად. რასაკვირველია, გუგამ ცოლს ყვავილები ვალენტინობის, სიყვარულის დღის აღსანიშნავად მიუძღვნა. ნინომ თაიგულის ფოტოც გამოაქვეყა და ისეთი ფოტოც, სადაც ეს თაიგული თავად უკავია. (ფოტოები)

ნინო ნადირაძე „ისნტაგრაზმე“ მეუღლესთან, გუგა კუზანოვთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის ყუველას მოუწოდებს, ბევრი შვილი გააჩინონ, რომ მარტო არ დარჩნენ. ნინო ამბობს: „ერთი შვილი გათხოვდა, მეორე მეგობართან დარჩა, გუგულიკო, უნდა გაგვეჩინა შუაში კიდევვ ერთი, გოგო ან ბიჭი. ზვგიის იმედად დავრჩით. უფფფ… ხალხო, გააჩინეთ ბევრი შვილი, რომ მარტო არ დარჩეთ ჩვენსავით სახლში…“ (ვიდეო)

TOP სიახლეები

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ 19-22 ნოემბერს გაიმართება

თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეული 19-22 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისი ვიდეო კვირეულის „ინსტაგრამ“-გვერდზე უკვე განათავსა. მოდის კვირეულის ფარგლებში 20 დიზაინერის კოლექციას ვიხილავთ, თუმცა კოვიდპანდემიური რეალობიდან გამომდინარე, მხოლოდ ციფრულ ფორმატში. კოლექციების ნახვას შეძლებთ საიტზე www.MBFWtbilisi.online, რომელიც მოდის კვირეულის ოთხდღიანი ციფრული მარათონის დროს იქნება აქტიური. (ფოტო/ვიდეო)

ქეთა თოფურიამ ორსულობა დაადასტურა

ქეთა თოფურია ადასტურებს, რომ ფეხმძიმედაა. ის და ლევ დენგოვი თავიანთ პირველ შვილს ელოდებიან. ქეთამ “ა-სტუდიოს” ახალი კლიპისთვის გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს მისი მომრგავლებული მუცელი. მომღერალს უწერენ, რომ ის ორსული შესანიშნავად გამოიყურება.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook