ნინი ბადურაშვილი

მეგობრებმა და კოლეგებმა, ანრი ჯოხაძემ და ნინი ბადურაშვილმა ძველ სიმღერაზე ახალი დუეტი ჩაწერეს და „პრაიმშოუს“ მაყურებელს წარყდგინეს. სიმღრის ავტორი გახლავთ გია მაჭარაშვილი, ტექსტი ლალი სხირტლაძეს ეკუთვნის. სიმღერის სახელწოდებაა „საღამომდე“. სიმღერას ორიგინალში მერაბ სეფაშვილი ასრულებდა. (ვიდეო)

„მღერის ბადურა ელენიკო“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა ორი ვიდეო ტელეწამყვანმა დ მსახიობმა, გიორგი გასვიანმა სოციალურ ქსელში. ნინი ბადურაშილის გოგონამ, ელენემ სიმღერები ჯერ ნინო ჩხეიძის, შემდეგ კი ანრი ჯოხაძის აკომპანემენტით შეასრულა. (ვიდეო)

ნინი ბადურაშვილი მამის მიერ დანატოვარი ფილმისა და ოჯახის შესახებ - ელენესა და მამას დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ

ნინი ბადურაშვილმა „პრაიმშოუში“ ცნობილი სიმღერა „ჭაღარა თბილისო ჩემო“ „ქართულ კვარტეტთან“ ერთად შეასრულა, რომელიც კომპოზიტორმა და მომღერალმა დათო არჩვაძემ შექმნა. ვიდეოში ნინის აკომპანირებას დათო უწევს. მანვე გამოაქვეყნე ვიდეო და ნინისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა ამ შესრულების გამო. დათომ დაწერა: „ნინი, მგონი დროა გაააქტიურო ეს ჟანრი შენს შემოქმედებაში, მაგარი გამოვიდა“. (ვიდეო)

ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ანრი ჯოხაძესთან სახლშია გადაღებული. ანრი ნინის ხმას იწერს და მომღერალი აშკარად სიმღერის ხასიათზეა. „აბა, სამის ნახევარზე ვინ ხართ ასეთ „ხოდზე“?, კითხულობს მომღერალი. როგორც აღმოჩნდა, ვიდეო გიორგი გილიგაშვილის გადაღებულია. (ვიდეო)

ნინი ბადურაშვილი საფრანგეთში, კერძოდ, კანში ისვენებს. მომღერალი კანიდან სხვადასხვა ვიდეოსა სა ფოტოებს აქვეყნებს. ერთ-ერთი ვიდეო “ინსტაგრამზე” განათავსა, სადაც საკუთარი სექსუალური სხეული გამოაჩინა იახტაზე ცეკვისას. ნინის ამ ვიდეომ მნახველების მოწონება დაიმსახურა. (ვიდეო)

ნინი ბადურაშვილმა „იმედის“ „ღამის შოუში“ სტუმრობისას ძველი სიმღერის ახალი ვერსია წარადგინა. „ზაფხულის საღამო“ ეკა კახიანის მიერ დაწერილი კომპოზიციაა და ნინიმ მისი ახლებურად შესრულება გადაწყვიტა. სიმღერის მელოდია ეკა კახიანს, ხოლო ტექსტი დათო ევგენიძეს ეკუთვნით. კომპოზიციას თავად ეკა კახიანი ასრულებდა. (ვიდეო)

ნინი ბადურაშვილი ახალი სიმღერით რადიოჰოლდინგ ფორტუნას ესტუმრა

ნინი ბადურაშვილის გათხოვების შესახებ ჭორები ჭორებად დარჩა. როგორც მომღერალი თავად წერს სოციალურ ქსელში, არ გათხოვილა. ამის შესახებ მან სტატუსი ახლახან გამოაქვეყნა: „მინდა, რომ ერთმა ზაფხულმა მშვიდად ჩაიაროს ჩემს ცხოვრებაში))))) მეგობრებო, არ ვთხოვდები, არააააააააააააააააააა! მადლობა ყურადღებისთვის“

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook